x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გოგონას ფეხმძიმობის დროს გაკეთებული ტატუ ტრაგედიად ექცა
image

ლუიზა ფერნანდამ კოლუმბიიდან ფეხმძიმობის დროს გადაწყვიტა ტატუს გაკეთება, რის შედეგადაც შეეჭრა ინფექცია და დაინვალიდდა.


ტატუზე, რომელიც 16 წლის გოგონამ მარჯვენა ძუძუს ქვეშ გაიკეთა შეიჭრა დაავადების გამომწვევი ბაქტერიები.

image


ექიმები ვარაუდობენ, რომ გოგონა ვეღარ შეძლებს სიარულს, რადგან ინფექციამ ზურგის ტვინში შეაღწია.


გოგონას გაუკეთეს ოპერაცია, ამოუღეს ზედმეტი სითხე, რომელიც ინფექციამ გამოიწვია, თუმცა პარალელურად განუვითარდა აპენდიციტი.

image

მრავალრიცხოვანმა ანტიბიოტიკებმა მუცლის მოშლაც გამოიწვია, ამის შემდეგ ფერნანდას დაეწყო დეპრესია და გოგონა იძულებული გახდა ფსიქოთერაპევტისთვის მიემართა.


გოგონამ ჟურნალისტებს მოთხრო საკუთარი პრობლემების შესახებ, მათი მეშვეობით მიმართა თანატოლებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთონ ტატუ.

"ძალზე მძიმე მოსასმენი იყო ექიმებისგან, რომ მე ვეღარასდროს შევძლებდი სიარულს, დედა ამ დროს გვერდში მედგა და მამხნევებდა"-აღიარა ფერნანდამ.


როდესაც გოგონა საავადმყოფოდან გამოწერეს, იგი მრავალრიცხოვან პრობლემებს გადააწყდა:დედას უჭირდა მისი ეტლიდან წამოყენება, ქუჩაში ხალხი მას თანაგრძნობით შესცქეროდა.

image

ლიუიზა ფერნანდას ეხმარებიან მეგობრები, მკურნალობისთვის გოგონას 3600 ფუნტი სტერლინგი სჭირდება, იუწყება Metro.


0
567
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0