x
image
თათანიკა
ნიანგები
დღეს ნიანგისნაირთა რიგში გაერთიანებულია 23 სახეობა (ალიგატორის - 2, კაიმანის -6, გავიალის -2 და ნამდვილი ნიანგის 13). ყველა გვხვდება თბილი ჰავის რეგიოინებში, გამონაკლისია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ჩინური ალიგატორი, რომელიც უძლებს ცივ ზამთარს - ცხოვრობს თითქმის გაყინულ წყალში.უდიდესია ქედიანი ნიანგი, რომელიც 6 მ-მდე იზრდება; უმცირესია კუევის ჯუჯა კაიმანი, რომლის სიგრძე ოთხჯერ ნაკლებია. ნიანგები მსხვერპლს შეუმჩნევლად უახლოვდებიან და წყლიდან შორს არ მიდიან. ისინი ჭამენ მწერებს, ბაყაყებს, თევზებს, კუებსა და ფრინველებს. დიდი სახეობები ნადირობენ ისეთ დიდ ძუძუმწოვრებზეც, როგორებიცაა მსხვილფეხა რქოსნები და ზებრა.


ფორმა და ზომა

ნამდვილ ნიანგებს ფართო თავი აქვთ; ურთიერთში ჩამჯდარი კბილები დახურული ყბებიდანაც კი უჩანთ(ოღონდ, ალიგატორებსა და კაიმანებს პირიდან გამოჩრილი აქვთ მხოლოდ ზედა კბილები). თევზზე მონადირე გავიალები გრძელი, ვიწრო დინგით გამოირჩევიან.

1. ნილოსის ნიანგი (5 მ).

image











2.გავიალი (5 მ)

image











3.ამერიკული ალიგატორი (4 მ). ეს ალბინოსი ალიგატორია.
image












4.სათვალიანი კაიმანი (2 მ).

image


























1
545
7-ს მოსწონს
ავტორი:თათანიკა
თათანიკა
545
  
0 1 1