x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მკვლელი გარემო

თუ ადამიანი არ სვამს, არ ეწევა და საერთოდ, ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ეს იმის გარანტია ვერ იქნება, რომ ის, მძიმე დაავადებებისგან და განსაკუთრებით, სიმსივნისგან იქნება დაცული. სამწუხაროდ, მას შესაძლებელია, დიდი იმედგაცრუება ელოდეს – სიმსივნე, ერთი შეხედვით, ყველაზე ჯანმრთელ ადამიანებსაც ემართებათ...


image


ცნობილ ონკოლოგს, ვიშალ რაოს ისეთი პაციენტებიც ჰყოლია, რომლებიც სიგარეტს საერთოდ არ ეკარებოდნენ, ვარჯიშობდნენ და მავნე საკვებს (ჩიფსები, ბურგერები და ა. შ.) და სპირტულ სასმელს ერიდებოდნენ, მაგრამ სიმსივნით მაინც დაავადდნენ.

სწორედ ამ პაციენტებს უჩნდებათ ყველაზე ხშირად კითხვა: «რატომ მე?»...

ექიმმა რაომ პირველად რომ მოისმინა პაციენტისგან ეს შეკითხვა, დაიბნა, არ იცოდა, რა ეთქვა. მაგრამ შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა და ჯანმრთელი ადამიანის სიმსივნით დაავადების 5 შესაძლო მიზეზი აღმოაჩინა:

imageI. დიდი რაოდენობით პესტიციდების შემცველი პროდუქტები.

ჩვეულებრივ, პესტიციდებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწერებისგან დასაცავად იყენებენ ფერმერები. შეიძლება, ცალკე აღებულ პროდუქტში, შხამ-ქიმიკატების რაოდენობა ნორმის ფარგლებში იყოს და ადამიანი მაშინვე არ მოიწამლოს, მაგრამ წლების მანძილზე, ეს ყველაფერი ორგანიზმში ილექება და ბოლოს სიმსივნის სახით ვლინდება.

image

II. პროდუქტი კონსერვანტებით, რომლებიც მის ხანგრძლივი დროით შენახვას და ვარგისიანობას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებით სახიფათოა სინთეტიკური კონსერვანტები. ნატრიუმის ბენზოატმა და ნატრიუმის ნიტრიტმა, მაგ., შეიძლება კუჭის სიმსივნე გამოიწვიოს.

image

III. სიმსივნეს გამოწვევა შეუძლია პროდუქტებს, რომლებიც საკვებ საღებავებს შეიცავს.

მაგ., კოკა-კოლა რეალურად მწვანე ფერის არის და მხოლოდ წითელი საღებავის დამატების შემდეგ ხდება მუქი კარამელისფერი.

ამჟამად, კვების მრეწველობაში ძირითადად Red 40, Blue 1 და Yellow 5 საღებავებს იყენებენ, რაც პროდუქტს სახიფათოს ხდის ჯანმრთელობისთვის.

image

IV. ქუჩაში ნაყიდი საკვები, გარკვეულწილად, ასევე წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის არაჰიგიენურ გარემოში მზადდება.

გარდა ამისა, ასეთ საკვებზე ავტომობილების გამონაბოლქვები, მძიმე მეტალები და ატმოსფეროში არსებული სხვა მავნე ნივთიერებები ილექება.

image

V. ჯანმრთელობისთვის სახიფათოა პროდუქტების სიაში მოხვდა კალციუმის კარბიდის შემცველი პროდუქტებიც.

აღნიშნული ქიმიური ნივთიერება ხილის და ბოსტნეულის სწრაფად დამწიფებისთვის გამოიყენება.

ითვლება, რომ ეს ნივთიერება ძალიან ტოქსიკური და მეტისმეტად სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.imageგამოდის რომ, მხოლოდ სიგარეტი არ შეიცავს მომაკვდინებელ კარცენოგენებს. ჩვენი ორგანიზმისთვის ხილი და ბოსტნეულიც სახიფათო არის, რომ არაფერი ვთქვათ ნახევარფაბრიკატებზე და «ფასტ-ფუდებზე».

გამოსავალი რაშია? უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ პროდუქტის მწარმოებელ ორგანიზაციას, მის რეპუტაციას. პროდუქტები უნდა შევიძინოთ პატარა საფერმერო მეურნეობების მეპატრონეებისგან ან თავად უნდა მოვიყვანოთ ხილი და ბოსტნეული.

და კიდევ, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ პროდუქტების შეძენისას მისი შემადგენლობა. ის არ უნდა შეიცავდეს საღებავებს და საკვებ დანამატებს.

imageP.S. გაიგეთ სრული სიმართლე კბილის პასტების შემადგენლობის შესახებ

imageimageადამიანების უმრავლესობა, კბილის პასტის არჩევისას, ყურადღებას არ აქცევს მის შემადგენლობას. უბრალოდ, მიდიან მაღაზიაში ან აფთიაქში, პოულობენ შესაფერის თაროს და ყიდულობენ პასტას:
I. რომელიც მათ ბიუჯეტს შეესაბამება;
II. გემო მოსწონთ;
III. წინა დღეს ნახეს რეკლამაში.
ყოველდღიურად, ჩვენ უამრავ სარეკლამო რგოლს ვუყურებთ, რომელშიც სხვადასხვა სახის კბილის პასტის გამოყენებით, კბილების გათეთრებას, კარიესის აღმოფხვრას და ღრძილების განკურნებას გვთავაზობს. მაგრამ, ამ პასტების შემადგენლობაში, დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერება რომ არის და ორგანიზმისთვის, მათი მავნებლობის შესახებ, არავინ არაფერს გვეუბნება.
საერთოდ, საკმარისია შევხედოთ კბილის პასტას შეუიარაღებელი თვალით, მაშინვე მივხვდებით — რომ რაღაც წესრიგში არ არის… გაურკვეველი ქიმიური შენაერთების სახელების გაცნობის შემდეგ, ქიმიის გაკვეთილები გვახსენდება. მაგ., ნატურალური, პასტის შემადგენლობაში, მხოლოდ რომელიმე მცენარე შეიძლება იყოს, ისიც 0, 001%-ის ოდენობით. კბილის პასტის უმრავლესობის ქიმიური შემადგენლობა კი ასეთია: გაგრძელება

imageP. S. 2. როგორ დავიცვათ ორგანიზმი სახიფათო ნივთიერებებისგან, ხოლო ბიუჯეტი – ზედმეტი ხარჯისგან

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* 7 ფაქტი მაკდონალდსის შესახებ, რომლის გაგების შემდეგ, იქ ვიზიტებს შეამცირებთ
* ყველაზე საშიში სასმელი მსოფლიოში

* დღეგრძელობის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან




0
188
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0