x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სამუდამოდ ტყვეობაში - ავღანეთში დარჩენილი ჯარისკაცის ისტორია
image
ავღანეთის კონფლიქტი 30 წლის წინ დასრულდა, მაგრამ ამ საშინელი ომის ექოს გამოძახილი დღემდე გრძელდება. როგორც ცნობილია, ამ ქვეყნიდან საბჭოთა ჯარის გაყვანისას, ყველა ჯარისკაცი არ დაბრუნებულა სახლში. ასობით მებრძოლი კვლავ დაკარგულად ითვლება, ხოლო, ბევრი მათგანის ბედი უცნობია.image

ფოტოგრაფი ალექსეი ნიკოლაევი ავღანეთში გაემგზავრა იმისათვის, რომ ენახა და მოეთხრო იმა ადამიანებზე, რომლებმაც, ამა თუ იმ მიზეზის გამო, გადაწყვიტეს, არ დაბრუნებულიყვნენ სახლში და უცხო ქვეყანაში დამკვიდრდნენ.

ამ სტატიაში ჩვენ გავეცნობით ერთ-ერთ ასეთ ამბავს, რომლის შესახებაც ნიკოლაევი თავის წიგნში "სამუდამოდ ტყვეობაში" წერს.

აი, რას წერს წიგნის ავტორი ალექსეი ნიკოლაევი საბჭოთა ჯარის ყოფილი ჯარისკაცის, სერგეის შესახებ.


"მასთან შეხვედრისას ერთი შეხედვით დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სერგეი ძლიერი, მშვიდი და თავდაჯერებული ადამიანი იყო. მან ბევრი რამ ისაუბრა ოჯახზე, მას სურდა სოფლიდან ქალაქში გადასვლა. რამდენადაც ვიცი, ის აშენებს სახლს ქალაქში. როდესაც ვფიქრობ, მის მომავალი ბედზე, მე შეშფოთებული ვარ მასზე, რადგან ავღანეთი გახდა მისი ნამდვილი სახლი - წერს ავტორი
image

"დავიბადე ურალში, კურგანში. კვლავ მახსოვს ჩემი სახლის მისამართი: -ბაჟავოს ქუჩა, 43. ავღანეთში აღმოვჩნდი და მსახურობის დასასრულს, როცა 20 წლის ვიყავი, იძულებული გავხდი წავსულიყავი დუშმანებთან. წავედი იმიტომ, რომ ვერ ავაწყე ურთიერთობა კოლეგებთან. ისინი ყველანი ერთად იყვნენ, მარტო მე ვიყავი მათგან შეურაცყოფილი, მე ვერ ვპასუხობდი მათ შეურაცყოფას. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო "დედოვშინა", რადგან ყველა ერთი გაწვევის ბიჭები ვიყავით. მიუხედავად ამისა, მე მაინც არ მინდოდა გაქცევა, მინდოდა ისინი, ვინც დამცინოდნენ, დასჯილიყვნენ, მაგრამ მეთაურისთვის ეს სულ ერთი იყო.image

იარაღიც კი არ მქონდა, თუ არა მათ დაუყოვნებლივ მოვკლავდი, შემდეგ მე მივედი მოჯახედებთან, რომლებიც ჩვენს ნაწილთან ახლოს იყვნენ. მიმიღეს, მაგრამ არა მაშინვე, პატარა ოთახში ვიყავი ჩაკეტილი 20 დღის განმავლობაში, მაგრამ ეს არ იყო ციხე, იქ იყო დაცული მხოლოდ კარი. შემდეგ მოვიდა მოჯახედების მეთაური, რომელმაც თქვა, რომ რადგან თვითონ მივედი, ისევე თვითონ შემეძლო წავსულიყავი და არ მჭირდებოდა დაცვა. მე თუ დავუბრუნდებოდი ჩემს ნაწილს, ვფიქრობ, რომ ისინი მე დამხვრეტავდნენ, მათმა მეთაურმაც ასე დამარწმუნა.image

პირველი სამი თუ ოთხი თვის განმავლობაში, მე არ ვსაუბრობდი ავღანელებთან, შემდეგ კი თანდათან დაიწყო ურთიერთგაგება. მოჯახედებთან მუდმივად მოდიოდა მოლა, დავიწყეთ კომუნიკაცია და მივხვდი, რომ სინამდვილეში ღმერთი ერთია და ერთია რელიგია, იესო და მუჰამედი კი სხვადასხვა სარწმუნოების მაცნეები არიან. მე არაფერს ვაკეთებდი მოჯახედენთან, ზოგჯერ ვეხმარებოდი მანქანების შეკეთებაშიimage
მერე მიმაგარეს მეთაურთან, რომელიც ებრძოდა სხვა დაჯგუფებებს, მაგრამ მალე მოკლეს. საბჭოთა ჯარისკაცების წინააღმდეგ მე არ მიბრძოლია, მხოლოდ იარაღს ვწმენდდი, იმ ადგილიდან, სადაც მე ვიყავი, ჯარი საკმაოდ სწრაფად გაიყვანეს. მოჯახედი მიხვდა, რომ თუ მე ცოლს მოვიყვანდი, მაშინ მე დავრჩებოდი მათთან. ასეც მოხდა. ერთი წლის შემდეგ დავქორწინდი, რის შემდეგაც ზედამხედველობა მთლიანად მომეხსნა, ადრე მარტოს არსად არ მიშვებდნენ. მე მაინც არაფრის კეთება არ მიწევდა, მიხდებოდა მხოლოდ ბრძოლა გადარჩენისთვის, გადავიტანე სხვადასხვა სახის სასიკვდილო დაავადებები, რომელთა სახელებიც კი არ ვიცი.image
მე მყავს ექვსი შვილი, უფრო მეტიც მყავდა, მაგრამ ბევრი დაიღუპა. ისინი ყველა ქერა, სლავური გარეგნობის არიან. თუმცა, ცოლიც ქერაა. მე თვეში ათას ორას დოლარს ვიღებ, ასეთ ფულს აქ არ უხდიან სულელებს. მე მინდა ვიყიდო ნაკვეთი ქალაქში. გუბერნატორი და ჩემი უფროსი დამპირდნენ დახმარებას, რიგში ვდგავარ. სახელმწიფო ფასი მცირეა - ათასი დოლარი შეიძლება შემდეგ 1600 -ად გაყიდო. მომგებიანია, როგორც რუსეთში ახლა ამბობენ: ეს ბიზნესია.image

1
842
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
842
  
2018, 11 ნოემბერი, 15:21
საშინელებაა... ასე მგონია... ავღანეთი ხომ სულ სხვა განზომილებაა
0 1 1