x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
თბილისში, "ზებრა" გადასასვლელზე 13 წლის ბიჭი "ტაქსმა" გაიტანა
დღის განმავლობაში თბილისსა და საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ ახალი ამბები არ წყდება. "კიდევ ერთი" ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დაახლოებით დღის 1:10 საათზე მოხდა.



image


3 ოქტომბერს, დაახლოებით 1:10 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად "13" წლის მოზარდი დაშავდა. შემთხვევა თბილისში, სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე მოხდა. გაკვეთილების შემდეგ, სკოლიდან შინ მიმავალ მე-7 კლასელ ბიჭს ე.წ "ზებრა" გადასასვლელზე ტაქსის მძღოლმა დაარტყა.


უბედური შემთხვევა უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა. დაშავებულ მოსწავლეს თან ახლდა რამდენიმე თანაკლასელი და ერთ-ერთი მეგობრის დედა. როგორც ისინი იუწყებიან, სთხოვდნენ არ გადაერბინა, ფიქრობდნენ ის ვერ მოასწრებდა ზებრის გადაკვეთას, რადგან სწრაფად მოძრავ ავტომობილს ხედავდნენ. ბიჭი არ დაემორჩილა მათ თხოვნას და სიტყვებით "მოვასწრებ", სირბილით ცდილობდა ქვეითთა გადასასვლელის გადაკვეთას. მოცემულ მომენტში "ზებრა" გადასასვლელთან, მგზავრების ჩამოსმის მოტივით ყვითელი სამარშუტო ტაქსი იყო გაჩერებული, რამაც მძღოლს გაუძნელა გადმორბენილი ბიჭის შემჩნევა და მუხრუჭის მიუხედავად უბედურმა შემთხვევამაც არ დააყოვნა.



შემთხვევის ადგილიდან მძღოლი არ გაქცეულა. დაშავებული ბიჭი კი თვითმხილველებმა საკუთარი ავტომობილით რეფერალურ საავადმყოფოში უმალ გადაიყვანეს, რადგან სასწრაფოს მისვლა შეყოვნდა. ბიჭს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, თავზე მიყენებული ტრავმის გამო მას ქალა ახადეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ექიმების თქმით, ტვინი არ დაზიანებულა.


image


დაშავებული, დაახლოებით 13 წლის მოზარდი, მოსკოვის გამზირზე ცხოვრობს, ის სსიპ - მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №124-ე საჯარო სკოლაში სწავლობს.


შემთხვევიდან მალევე, ადგილზე მობილიზებული იქნა საპატრულო ეკიპაჟი, რომლებმაც დაიწყეს მომხდარის გამოძიება, მძღოლი გამოძიების დასრულებამდე ჩართული იყო საქმეში და დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიდა სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ.

8
611
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
611
  
2018, 4 ოქტომბერი, 22:04
ეკუთვის ქვეითს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელემენტარული წესები არ უნდა დაიცვას ქვეითმა და თავის ნებაზე იაროს სულ. მაშინ მანქანას ვეღარ გაუვლია და ეგაა. შუქნიშნებზე არის ქვეითთათვისაც მწვანე და ბევრი არც მას არ იცავს, როცა აკრძალულია გადასხვა, მაშინ გადადიან და ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტია? მაშინ მძღოლის უფლებები სადღაა?
ამ შემთხვევაში მარშუტკის მძღოლიც დამნაშავეა, რადგან უადგილო ადგისას გააჩერა და სხვას აღარ შეეძლო ნორმალურად გზის დანახვა.
2018, 3 ოქტომბერი, 21:56
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რა ასაკის ადამიანი გადადის ზებრაზე, მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს.
ქალაქში ასით, რომ დააქროლებენ მანქანას ის "ლიხაჩები" უქმნიან ყველას საფრთხეს.
არც ეს მძღოლია გამონაკლისი-ქალაქში დაშვებული სიჩქარით, რომ ევლო დამუხრუჭებას მოასწრებდა.
ყველას სადღაც გვეჩქარება, მაგრამ ზებრა გადასასვლელზე პრიორიტეტი ქვეითად მოსიარულეს ეკუთვნის...
2018, 3 ოქტომბერი, 21:53
ზუგდიდის თბილისთან შედარება რა მოსატანია, მაგრამ აქაც მასე იყო და როცა პატრული ამოქმედდა სრულფასოვნად ახლა ნებისმიერი მანქანის მძღოლი ზებრაზე ქვეითად მოსიარულეს უთმობს გზას.
2018, 3 ოქტომბერი, 20:46
მძღოლი ყოველთვის დამნაშევეა - აი, ეს პრინციპი არ მესმის. რა თქმა უნდა, ნელა უნდა გაიაროს იქ, სადაც ზებრა გადასასვლელია და, მით უმეტეს, ბავშვები მოძრაობენ. მაგრამ 13 წლის ბავშვმა არ უნდა იცოდეს ელემენტარული საგზაო წესები? კი, ბავშვია, მაგრამ მაინც. და ეს იცით რისი ბრალია: უფროსებიც რომ ასე იქცევიან, არც კი უყურებენ, ისე გადადიან გზაზე. არადა მძღოლსაც ხო აქვს თავისი გზა, უჭირს ან ულხინს. ძალიან ცუდია, როცა ზედმეტად დიდხანს გიწევს შუქნიშანთან დგომა, მწვანე ირთვება, უნდა წახვიდე და ამ დროს ქვეითი "მინარნარებს" ზებრაზე, როცა მისთვის გადასვლა აკრძალულია. მძღოლებიც ადამიანები არიან..
ვისურვებდი, რომ ელემენტარული გზაზე მოძრაობის წესები გვესწავლოს... ამ პატარას კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ...
2018, 3 ოქტომბერი, 19:07
სადაც შემთხვევა მოხდა, იცი რა საშინელია მაგ ზებრაზე გადასვლა, გუჯა? 1 საათი ვდგავარ ხოლმე ბავშვით, რომ გადავიდე, სულ მოძრაობაა და არავინ გითმობს, ნახევარ ზებრაზე ვარ გამოსული და იქით მისიგნალებენ და ხელებს შლიან მძღოლები, ლამისაა სათოთაოდ გადმოვიღო ხოლმე მანქანებიდან :( 500 ლარი და მეტი უნდა იყოს ჯარიმა, ვინც ზებრასთან არ გაჩEრდება და ისე "გაიშხუილებს". ამ ზებრაზე, ეს უკვე 3 შემთხვევაა ამ ზაფხულს აქეთ. ქალი დაიღუპა, ერთ მოზარდს თვითონ პატრულმა დაარტყა და გადარჩა, ამ ბავშვის მდგომარეობა ჯერ მძიმეა, თუმცა სასიცოცხლო ნიშნები არის და ექიმები, ჯერ ვერ აკეთებენ პროგნოზს.
2018, 3 ოქტომბერი, 18:12
მე არ მესმის ასეთი ადამიანების, დააშავე-უნდა დაისაჯო!
სამი ყავს თუ ხუთი, იმ ბავშვსაც ხომ ჰყავს მშობლები!
კალაძეს ერთში ვეთანხმები მხოლოდ-ლიცენზირებული მძღოლი სხვის სიცოცხლესაც გაუფრთხილდება და ჯართის მოძრავ გორაზე მჯდარ "ლიხაჩებს" არ ექნებათ უფლება სხვისი სიცოცხლე შეიწირონ...
2018, 3 ოქტომბერი, 18:07
მძღოლი ტიროდა, 3 შვილი მყავს, არ დამღუპოთ და არ მიჩივლოთო, თავს დარდობდა, ის კი არა საწყალი ბავშვი გადარჩება თუ არა და ან მისმა მშობლებმა რა უნდა თქვან :(
2018, 3 ოქტომბერი, 18:05
ნებისმიერ შემთხვევაში მძღოლია დამნაშავე, რადგან გადასასვლელზე მოხდა შეჯახება.
ღმერთმა უშველოს ორივეს...
0 1 8