x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
''მუშავ, ცხოვრება დუ–შაშივით გისვამს კამათელს? – ჰაერს რომ ვსუნთქვათ, ეს უფლება ჯერ არ წაგვართვეს!''

image



– საქართველოში ვის რა უჭირს ან ვინ რას ითხოვს?
– თავად მათ ვკითხოთ!


– გლეხო, როგორი მოსავალი გქონდა სიმინდის?
– ტელევიზორში ამბობენ, რომ საქმე წინ მიდის!


– მუშავ, ცხოვრება დუ–შაშივით
გისვამს კამათელს?
– ჰაერს რომ ვსუნთქვათ, ეს უფლება ჯერ არ წაგვართვეს!


– მასწავლებლებო, რეფორმების სიკეთე ნახეთ?
– როგორც ნაყოფი ადრეული, ჯერ არის მკვახე!


– პროფესორებო, „ალმა მატერს“ ემდურით იქნებ?
– ბუკინისტებიც აყარეს და ვერ ვყიდით წიგნებს!


– ჯარისკაცებო, ხომ არ გიჭერთ ქართული ჩექმა?
– ახლა ბევრნი ვართ, გაიზარდა გაწვევის გეგმა!


– პოლიციელო, რამ გიცვალა ასე იერი?
– ნაღდს აღარ ვიღებთ, როგორც ადრე მილიციელი!


– პარლამენტარო, კანონებით ვინ იგრძნო შვება?
– მეც მოკვდავი ვარ, კუჭი მაინც თავისას შვრება!


– თქვენ, მომღერლებო, ჩამოვიდნენ ბარში ტურები?
– ვისაც ვუმღერით, მის წყალობას არ ვემდურებით!


– დედაო ღვთისავ, გაგიმართლებს იმედს წილხვედრი?
– სხვა გზა გქონდათ და მგონია, რომ სხვაგან მიხვედით!


– თქვი, საქართველოვ, კიდევ რაღა უნდა ასრულდეს?
– ეს ყველაფერი, ნეტავ, როდის უნდა დასრულდეს?

უცნობი ავტორი

ასევე საინტერესოა:



''მის ტრანსგენდერის'' კონკურსში კესარია ლიდერობს! წაიკითხეთ ქართველების ენამახვილური კომები ყველა კონკურსანტის ფოტოზე

ბასილაშვილმა პეკინის ტურნირში 1-ლი შეხვედრა მოიგო და 1/8 ფინალში მოხვდა



ყავა - ''ნესკაფე'', სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხები კითხვებზე - კარგია თუ არა ყავა და როგორ გავზარდოთ მისი საშუალებით სიცოცხლის ხანგრძლივობა



ეს საკვები პროდუქტები სიმსივნისგან დაგვიცავენ






2
66
2-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
66
  
2018, 3 ოქტომბერი, 23:22
ეს შენ დაწერე?:)
0 1 2