x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინტერნეტი სერვერების გარეშე - ბერნერს-ლის სენსაციური განცხადება
სენსაციური სიახლე თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარულთათვის: ტიმოთი ბერნერს-ლიმ წარმოადგინა სტრუქტურა Inrupt, რომელიც მომხმარებლების პირადი ინფორმაციების დაცვის ასპროცენტიან გარანტიას იძლევა. მისი პლატფორმა Solid საშუალებას მისცემს ინტერნეტ-მომხმარებლებს თავად აირჩიონ, თუ სად შეინახონ პირადი ინფორმაცია და ვის გაუზიარონ ის. შორს ჩვენგან მონოპოლია - საძიებლები, მესენჯერები და სოციალური ქსელები, რომლებიც ჰაკერული შეტევების სუსტი წერტილებია!



image


"კაცობრიობამ ბევრ რამეს მიაღწია ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, მაგრამ ცუდია ის, რომ ინტერნეტი გადაიქცა უთანასწორობის ძრავად და მმართველი ძალების გავლენის სფეროებად დაყოფის იარაღად, რომლებიც მას საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ, '' - ამბობს თანამედროვე ინტერნეტის გამომგონებელი ბერნერს-ლი.



image



სერ ტიმოთი ბერნერს-ლი (ინგლ. Tim Berners-Lee; დაბ. 8.06.1955წ) — ინგლისელი კომპიუტერული მეცნიერია, რომელმაც გამოიგონა ინტერნეტ-რესურსების ადრესაციის სისტემა. ის შესულია ასი ყველაზე ჭკვიანი ცოცხალი ადამიანის სიაში. ბერნერს-ლი დღესდღეობით არის world wide web consortium (W3C) დირექტორი, რომელიც ადევნებს თვალს World Wide Web-ის განვითარებას.


ტიმოტი ბერნერს-ლიმ ასევე თქვა, რომ როდესაც მან ჩაიფიქრა ინტერნეტის მსოფლიო ქსელის შექმნა, იმედოვნებდა, რომ მომხმარებლები მაქსიმალურად იქნებოდნენ დაცული კორპორაციების და სახელმწიფოს ჩარევისაგან, თუმცა ყველაფერი სულ სხვაგვარად წარიმართა. მომხმარებლების პირადი მონაცემები იმყოფება უმსხვილესი IT-კომპანიების მფლობელობაში: საძიებლები, სოციალური ქსელები, მესენჯერები ინფორმაციებს ინახავენ საკუთარ სერვერებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ჰაკერებისათვის.

ახალი პლატფორმა Solid, რომელზეც ბერნერს-ლის გუნდი უკვე რამდენიმე წელია მუშაობს, დაფუძნებულია სულ სხვა პრინციპზე: ის წარმოადგენს მონაცემთა გაცვლის და მათი შენახვის ინსტრუმენტს DWeb-ში ანუ დეცენტრალიზებულ ინტერნეტში, რომელშიც ინფორმაცია გადაიცემა სერვერების გვერდის ავლით. მომხმარებლებს შეეძლებათ დამოუკიდებლად არეგულირონ გარეშე პირების წვდომა მათ პირად ინფორმაციებზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თაღლითებს, ჰაკერებს და სპამების გავრცელების მოყვარულებს ცუდად წაუვათ საქმე.


ბერნერს-ლი თვლის, რომ სწორედ ახლა დადგა კრიტიკული მომენტი მსოფლიო ქსელის ისტორიაში და დროა მისი წყობა შეიცვალოს. სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენ გავხდეთ მოწმეები ინტერნეტის ახალი რევოლუციური გარდაქმნებისა, თანაც უახლოეს მომავალში.



image




0
266
4-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0