x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ უნდა ავირჩიოთ ქართული წარმოების პროდუქცია
image


ქართული, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედია. არაერთი სოციალური კამპანია არსებობს, რომლიც მომხმარებელს ქართული პროდუქტის ყიდვისკენ მოუწოდებს. საწარმოებიც ცდილობენ, მაქსიმალურად დაიცვან სტანდარტები და შესაბამისი ხარისხის პროდუქცია აწარმოონ. შედეგად იზრდება გაყიდვები, წარმოების მასშტაბები, მეტი ადამიანი საქმდება და ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა.


დღეს, წარმატებულ ქართულ კომპანია „ნიკორას“ შესახებ გიამბობთ, და იმ 5 მიზეზსაც დაგისახელებთ რატომ შეიძლება უპირატესობა სწორედ მას მივანიჭოთ.


#1 ხარისხი



ნებისმიერი პროდუქტის შერჩევისას, როგორც წესი, ხარისხი პირველ ადგილზე დგას. „ნიკორა“ თამამად საუბრობს საკუთარ ხარისხზე და ამას მისი ბაზარზე არსებობის 20 წლიანი ისტორიაც ადასტურებს.

ნედლეული ხარისხის გამსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ადგილობრივი მსხვილი ფერმერული მეურნეობების არარსებობის პირობებში „ნიკორას“ ნედლეულის შემოტანა ამერიკისა და ევროპის ქვეყნებიდან უწევს. შერჩევისას, პირველ რიგში ყურადღება ექცევა მომმარაგებელი კომპანიის ავტორიტეტს, ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისისერტიფიკატების არსებობას.ნედლეული მკაცრ კონტროლს გადის საზღვარზე, მოწმდება საქართველოს ვეტერინარული სამსახურის მიერ და თავად „ნიკორას“ საწარმოში არსებულ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში.სარეალიზაციოდ ქსელში გასვლამდე უკვემზა პროდუქტის შემოწმება ხდება. კომპანიაში მრავალი წელია, დანერგილია HACCP და ISO სტანდარტები, რომელთა დაცვა ყოველდღიურად მაქსიმალურად კონტროლდება. ეს არის არასრული ჩამონათვალი თუ რა ეტაპებს გადის პროდუქცია დახლზე მოხვედრამდე.


image


#2გემო


„ნიკორა“ გემრიელია. რეცეპტურის შემუშავება და გემოს დახვეწა ხანგრძლივი, შრომატევადი პროცესია, რომელზეც კომპანიის ტექნოლოგები მუშაობენ. აღსანიშნავია რომ მთავარი ტექნოლოგი ქართველია და პროდუქტების რეცეპტურაც ქართულ საგემოვნო პარამეტრებზეა მორგებული. ასე რომ, „ნიკორას“ ხორცპროდუქტების დიდი უპირატესობა გემოების მრავალფეროვნებაშია. ყველას შეუძლია იპოვოს თავისი შესატყვისი არომატული გემო: კლასიკური, პიკანტური, ნაკლებად ცხარე ან უფრო მძაფრი.



#3ინოვაცია


„ნიკორას“ ტექნოლოგები მუდმივად ეცნობიან ახალ ტრენდებს ხორც-პროდუქტების წარმოების საკითხებში. შესაბამისად, იქმნება ქართული ბაზრისთვის ახალი პროდუქტები თუ ბრენდები. მაგალითად, ასეთია „ნიკორას“ ნედლად შებოლილი ძეხვეული, „კაიზერის“ ხაზი, რომლის პროდუქციის დამზადებას თვეზე მეტი სჭირდება.აღსანიშვია, რომ ნედლად შებოლილი ძეხვეულის წარმოება საქართველოში პირველად სწორედ „ნიკორამ“ დაიწყო.


რამდენიმე თვის წინ კი ხორცპროდუქტების დიდი ნაწილი ახალ, პრაქტიკულ, დაცულ შეფუთვაში გამოვიდა. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. კომპანიამ, ჯერ კიდევ 2008 წელს შესთავაზა სამომხმარებლო ბაზარს ეს სიახლე.


შეფუთული პროდუქტის ფასი ასაწონის იდენტურია, პრაქტიკულია მისი ტრანსპორტირება, მეტად დაცულია გარეშე ზემოქმედების ფაქტორებისგან, იწარმოება სხვადასხვა გრამაჟით, შესაბამისად მომხმარებელი არჩევანში თავისუფალია.


image


#4 კომფორტი

ნიკორა ზრუნავსმომხმარებლის ყოველდღიურობის გამარტივებაზე. პროდუქტი ფართოდ ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ნიკორას სუპერმარკეტებში ასევე სხვა ქსელურ თუ უბნის სავაჭრო ობიექტებში. „ნიკორას“ მარკეტებში დაცულიაპროდუქციის შეძენისთვის აუცილებელი ყველა მოთხოვნა. შოპინგი მარტივი და კომფორტულია.


#5 გამოცდილება


კომპანია ბაზარზე 1998 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება. ფართოვდება პროდუქტების არჩევანი, იხვეწება მიწოდების ფორმა. „ნიკორა“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია საქართველოში. ამჟამად კომანია 5000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.მათი გამოცდილება და ცოდნა ერთმინიშვნელოვნად განაპირობებს იმ შედეგს, რასაც კომპანიამ მიაღწია.


ვფიქრობ, ჩამოთვლილი ხუთი მიზეზი საკმარისი არგუმენტია იმისთვის რომ ქართული წარმოება, ქართული პროდუქტი კიდევ უფრო პოპულარული გახდეს ქვეყნის მასშტაბით.



0
90
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0