x
image
გემი დალანდი
თუ მამაკაცის ბინაში ამ 9 რამეს ნახავთ, უკანმოუხედავად გაიქეცით
image

რთულია ურთიერთობის დალაგება, როდესაც თქვები პარტნიორი ბავშვობაშია ჩარჩენილი. იმისთვის, რომ ეს გავაცნობიეროთ, ზოგჯერ დიდი დრო გვჭირდება, რადგან ადამიანის ინფანტილურობა პირველივე შეხვედრისას არც ისე თვალში საცემია. სამაგიეროდ, მის ბინას უფრო მეტის თქმა შეუძლია თავის პატონზე, ვიდრე მამაკაცს თავად. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელიმე ცალკე აღებული, არ ნიშნავს, რომ მამაკაცი მოუმწიფებელია, მაგრამ თუ რამდენიმე ნიშანი ერთადაა თავმოყრილი მის ბინაში, მაშინ ნამდვილად გმართებთ დაფიქრება.


კედლებზე უამრავი პოსტერია

imageთუ კედელზე საყვარელი ფილმის ან ჯგუფის ერთი პოსტერია, საშიში არაფერია, მაგრამ თუ მთელი კედლები უამრავი პოსტერითაა აჭრელებული, მამაკაცი მოზარდობის პერიოდშია ჩარჩენილი. რათქმაუნდა, საკუთარი მუსიკალური გემოვნების ჩვენება ცუდი არაა, მაგრამ შემდგარი მამაკაცი არასოდეს მორთავს თავისი ბინის კედლებს ჭრელა-ჭრულა პოსტერებით.



არ არის არცერთი წიგნი

imageაუცილებელი არაა უზარმაზარი ბიბლიოთეკა ჰქონდეს, თუმცა წიგნებში კომიქსებს და მისდაგვარ გასართობს არ ვგულისხმობთ. წიგნები ადამიანებს განვითარებაში ეხმარებიან და თუ თქვენს პარტნიორს ამის სურვილი არ აქვს, ღირს კი მასთან ურთიერთობა?


ვიდეოთამაშების დიდი რაოდენობა

imageვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება სერიოზული დაავადებაა. თუ მამაკაცი თავისუფალ დროს ონლაინში ატარებს, რთული წარმოსადგენია, რომ მის ცხოვრებაში რამე შეიცვალოს, როდესაც თქვენ გამოჩნდებით. არჩევანი თქვენზეა: გინდათ სულ მეორე ადგილას იდგეთ თუ აჯობებს სხვა მამაკაცი მოძებნოთ, რომელსაც ურჩევნია თავისუფალი დრო თქვენთან გაატაროს.


სათამაშოები გამოსაჩენ ადგილას

imageშესანიშნავია, როცა ადამიანს რაიმე ჰობი ან გატაცება აქვს, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა ეს ჰობი საბავშვო ბაღს გვაგონებს. საკოლექციო სათამაშოების შეგროვება ნორმალურია მოზარდებისა და ბავშვებისთვის, მაგრამ თუ მოწიფულ მამაკაცთან ხართ სტუმრად, ასეთი კოლექცია თქვენი შეშფოთების საბაბი უნდა გახდეს.


ტანსაცმელი მოზარდების სტილში

imageის, თუ როგორც ვიცვამთ, ჩვენს შინაგან მდგომარეობას გამოხატავს. საშიში არაა, თუ მამაკაცს ჩაცმის სტილში ახალგაზრდული შტრიხები აქვს, მაგრამ როცა ვერ გაგირკვევიათ მეექვსეკლასელი დგას თქვენს წინ თუ მოზრდილი მამაკაცი-ეს უკვე ცუდია. თუ მისი გარდერობი სავსეა მაისურებით, რომლებსაც კომიქსების გმირები ახატიათ, ძნელია ასეთი მამაკაცი სერიოზულ და დამოუკიდებელ ადამიანად ჩავთვალოთ.


მის სახლში გამუდმებით იკრიბებიან მისი მეგობრები

imageთუ მამაკაცის ბინა მისი მეგობრების გამუდმებული თავშეყრის ადგილია, ეს მის არასერიოზულობაზე მიანიშნებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ შეკრებებისას სხედან და დროს წიგნების კითხვაში ატარებენ. ალკოჰოლი, თამაშები, ფილმების ყურება-ეს ყველაფერი, რაც ასეთ შეკრებებს ახლავს, მამაკაცის ინფანტილურობაზე მიუთითებს.და თუ არ გინდათ თავი დედიკოს როლში იგრძნოთ, რომელიც ამ კამპანიას სახლიდან აძევებს, უმჯობესია დღესვე დაფიქრდეთ.


სამზარეულოს არადანიშნულებისამებრ იყენებს

imageარავინ ელის მამაკაცისგან, რომ შეფ -მზარეულივით ამზადებდეს და ყოველ საღამოს რომანტიული ვახშმები მოაწყოს, მაგრამ თუ მასთან სტუმრად მიხვედით და აღმოაჩინეთ, რომ სამზარეულოს საცხოვრებელი ოთახის იერი აქვს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანს დამოუკიდებლად, საკუთარი თავის გამოკვება არ შეუძლია.


მთელ ბინაში არეულობაა

imageლაპარაკია არა მხოლოდ მიმოფანტულ სამოსსა და ნივთებზე, არამედ მტვერზე, ჭუჭყიან ავეჯზე. დაფიქრდით, თუ ადამიანმა ბინა თქვენს მოსვლამდეც კი არ მიალაგა, ვის მოუწევს გამუდმებით სისუფთავეზე ზრუნვა?


ისევ დედასთან ერთად ცხოვრობს

imageროცა მამაკაცი 30 წლისაა და ისევ მშობლებთან ცხოვრობს-ეს უკვე ცუდი ნიშანია. არა მარტო იმიტომ, რომ ეს მოუხერხებელია: ასეთი ერთობლივი ცხოვრება ხშირად ხდება კონფლიქტების მიზეზი. თუ მამაკაცს ძალა არ ყოფნის იმისთვის, რომ მოწიფულობის ასაკში დამოუკიდებლად დაიწყოს ცხოვრება, მაშინ იცოდეთ, რომ გამუდმებით მოგიწევთ სამზარეულოს გაყოფა და ზოგჯერ თქვენი მეუღლის მაგივრად გადაწყვეტილებების მიღებაც. ხართ კი ამისთვის მზად?

0
529
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
529
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0