x
image
_K_
Mediator image
როგორ გამოხატავს ძაღლი სიყვარულს - 11 აშკარა ნიშანი

imageწლებია, ადამიანები ოთხფეხა მეგობრის ქცევაში გრძნობებს კითხულობენ. როცა ის კუდს აქნევს, ვხვდებით, რომ მზადაა თამაშისთვის; დაჟინებული გამოხედვა კი იმას ნიშნავს, რომ ყურადღება სჭირდება. მეცნიერებს ყოველთვის აინტერესებდათ, როგორ გამოხატავდა ძაღლი სიყვარულს. კვლევებმა აჩვენა, რომ მას ტვინის იგივე სტრუქტურა აქვს, როგორიც ადამიანს, რასაც გრძნობების გამოსახატად იყენებს. არსებობს რამდენიმე გზა, რითაც ოთხფეხა მეგობარი ცდილობს, უთხრას პატრონს: "მე შენ მიყვარხარ"!








1. დიდხანს გიყურებთ თვალებში

ეს სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი გზაა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამ ხერხით, ძაღლი ცდილობს, ემოციური კავშირი დაამყაროს თქვენთან, როგორც ადამიანები ამყარებენ კავშირს ერთმანეთთან თვალებში ყურებით.

image








2. მოაქვს თავისი სათამაშოები

თუ ძაღლს თქვენთვის თავისი საყვარელი სათამაშო მოაქვს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მისი თქვენდამი სიყვარული ძლიერი და უდავოა. ძაღლები ძალიან მესაკუთრეები არიან და, როგორც წესი, სათამაშოებსა და საჭმელს კარგად იცავენ სხვებისგან. ასე რომ, თუ ის თავის საკუთრებას გიზიარებთ, ესე იგი გენდობათ და თავს დაცულად გრძნობს თქვენთან.

image








3. ამთქნარებს, როცა თქვენც ამთქნარებთ

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ როგორც ადამიანებისთვის, ძაღლებისთვისაც გადამდებია მთქნარება. ისინი, ვისაც ძლიერი ემოციური კავშირი აქვთ პატრონთან, მასთან ერთად ამთქნარებენ. შეგიძლიათ, პატარა ტესტი ჩაუტაროთ თქვენს ძაღლს - დაამთქნარეთ და დაელოდეთ, რას იზამს იგი.

image








4. სძინავს თქვენთან

თუ ძაღლს თქვენს საწოლში სძინავს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ერთგულია. კვლევების მიხედვით, ძაღლთან ერთად ძილი ზოგი ადამიანისთვის კომფორტულია და მის ძილის ხარისხსაც აუმჯობესებს.

image








5. აქნევს კუდს

კუდის ქნევა სპეციალური "ენაა", რომელსაც ძაღლი ადამიანთან სასაუბროდ იყენებს. ეს ჟესტი შეიძლება ბევრ რამეს ნიშნავს და მისი მრავალნაირი ინტერპრეტაცია არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, კუდის ქნევა იმას ნიშნავს, რომ ძაღლი მზადა სათამაშოდ და კმაყოფილია ყველაფრით, რაც ირგვლივ ხდება.

image








6. წარბებს სწევს და ენას ყოფს

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლი უფრო მეტ სახის მიმიკას იყენებს, როცა მას ადამიანი უყურებს. ამ მიმიკებს შორისაა წარბების აწევა, რათა მათი თვალები უფრო დიდი გამოჩნდეს (ადამიანისთვის რომ უფრო საყვარელი იყოს) და ენის გამოყოფა.

image








7. გეხუტებათ

მეცნიერების აზრით, ძაღლებს ჩახუტება უყვართ. ამ ჟესტით ისინი კავშირს ამყარებენ ადამიანთან. ფიზიკური სიახლოვით პატრონთან თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობენ.

image








8. გეყრდნობათ

ძაღლი სოციალური არსებაა, ამიტომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, ეცდება, დაგეყრდნოთ და ახლოს იყოს თქვენთან, ასე ის თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს.

image








9. უფლებას გაძლევთ, თავზე შეეხოთ

ძაღლის სიყვარულის გამოხატვის კიდევ ერთი ნიშანი ისაა, რომ როცა თავზე ეხებით, თვალებს ხუჭავს და პროცესით სიამოვნებას იღებს. როგორც წესი, ძაღლს თავზე მოფერება არ მოსწონს და ზოგიერთი ამას საფრთხედაც აღიქვამს. ასე რომ, თუ ძაღლი ამის გაკეთების უფლებას გაძლევთ, ესე იგი მისთვის განსაკუთრებული ხართ.

image








10. წყნარად გიყურებთ, როგორ მიდიხართ

თუ ძაღლი მშვიდად გიყურებთ, როგორ მიდიხართ და მთელი დღე მოთმინებით ელის თქვენს დაბრუნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ გენდობათ და დარწმუნებულია, რომ დაბრუნდებით. ხოლო თუ წასვლისას იღრინება, არსებობს გზები, რითაც მის დაწყნარებას შეძლებთ.

image








11. სიხარულით გიჟდება, როცა ბრუნდებით

ეს ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ნიშანია იმისა, რომ ძაღლს უყვარხართ. ექსპერმენტებმა აჩვენა, რომ საყვარელ ადამიანთან შეხვედრა პოზიტივით ავსებს ძაღლს, თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ აგრძნობინებს.

image

სტატიაში შემოგთავაზეთ ყველაზე გავრცელებული გზები, რითაც ძაღლები სიყვარულს გამოხატავენ პატრონისადმი, თუმცა, ისინიც, როგორც ადამიანები, ერთმანეთისგან განსხვავდებიან. დააკვირდით თქვენი ოთხფეხა მეგობრის ქცევებს და იქნებ უნიკალური ნიშანიც აღმოაჩინოთ, რითაც ცდილობს, გითხრათ, რომ უყვარხართ!

image









ასევე დაგაინტერესებთ:


1. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლებს ცუდი ადამიანების ცნობა შეუძლიათ

image


2. 10 ყველაზე ძვირადღირებული ძაღლის ჯიში მსოფლიოში

image


3. 13 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ კატები და ძაღლები სრულიად სხვადასხვა სამყაროდან არიან

image


0
382
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0