x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
როზენკროიცერული წვლილი მშვიდობაში
image

- მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც ვცდილობ სხვებთან ურთიერთობებში ჩემი საუკეთესო მხარის გამოვლინებას.


- მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც ვიყენებ ჩემს გონიერებას და შესაძლებლობებს სიკეთის სამსახურისთვის.


- მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც თანავუგრძნობ ყველას გასაჭირში მყოფთ.



- მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც ყველას ვიღებ საკუთარ ძმად და დად განურჩევლად რასის, კულტურისა და რელიგიისა.


- მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც ვხარობ სხვათა ბედნიერების გამო და ვლოცულობ მათი კეთილდღეობისათვის.


- მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც შეწყნარებით ვუსმენ სხვათა აზრებს, რომელიც განსხვავდება ან სულაც უპირისპირდება ჩემსას.


- მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც მივმართავ დიალოგს, ნაცვლად ძალისა, კონფლიქტის გადასაჭრელად.


- მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც პატივს ვცემ ბუნებას და ვინახავ მომავალი თაობებისთვის.


- მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც არ ვეძიებ ღმერთის საკუთარი გაგების სხვებისათვის თავსმოხვევას.


- მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც მშვიდობას ვუდებ საფუძვლად ჩემს იდეალებსა და ფილოსოფიას.

0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0