x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფუტკრების მიერ თვითმფრინავზე განხორციელებული შტურმის გამო რეისები გადაიდო

image ფუტკრების დიდმა გუნდმა "იერიში" მიიტანა და შტურმით აიღო სამხრეთ აფრიკაში, დურბანში მეფე შაკას სახელობის აეროპორტში მდგარი თვითმფრინავი.
აეროპორტში სამი ავიარეისი გადაიდო ფუტკრების მიერ ერთ-ერთი ავიალაინერის ძრავაში შემძვრალი ფუტკრების უზარმაზარი გუნდის გამო. ფუტკრების გუნდმა, რომელიც ადგილს ეძებდა დასაბუდებლად, ერთ-ერთი თვითმფრინავის ძრავა მიიჩნია საიმედო თავშესაფრად და მთელი გუნდი ძრავის ნაკვეთურში შეფრინდა.
თან ფუტკრების შტურმი განხორციელდა რამდენიმე წუთით ადრე თვითმფრინავის აფრენამდე, მორიგი რეისის შესასრულებლად.
აეროპორტის ტექნიკურმა სამსახურმა ვერ შეძლო გამოუცდელობის გამო ძრავის ნაკვეთურიდან ფუტკრების გამოდევნა და იძულებული გახდნენ, დახმარებისათვის გამოცდილი, პროფესიონალი მეფუტკრეებისათვის მიემართათ.
ავიაკომპანია "Mango Airlines"-ის დასახმარებლად ორგანიზაცია "ABeeC Bee Removers"-ის მეფუტკრე-სპეციალისტები გამოიძახეს. გამოძახებული მეფუტკრეებიდან ერთ-ერთი მეფუტკრე აღმოჩნდა 50 წლიანი სტაჟის მქონე. მელვინ დოუსონის თქმით, თვითმფრინავის ძრავში მოკალათებული იყო დაახლოებით 20 ათასი ფუტკარი, რომლებიც უბრალოდ ადგილს ეძებდნენ დასაბუდებლად და სწორედ ასე მოხვდნენ თვითმფრინავის ტურბინაში.
ფუტკრების ტურბინაში ყოფნის გამო მეფუტკრეებმა ვერ გამოიყენეს შესაბოლებელი საშუალება და იძულებული გახდნენ, ფუტკრები ტურბინიდან ხელებით გამოეყვანათ და პალმის ტოტებით "გამოეფერთხათ".
საბედნიეროდ, ფუტკრები არ იყვნენ ღრმად შემძვრალი ტურბინაში და ნელი ტემპით, მაგრამ მაინც დატოვეს ტურბინა.
გამოფრენილი ფუტკრები კი დოუსონმა და მისმა თანაშემწემ შეიტყუეს სპეციალურ "ბოქსებში" და ფუტკრები დროებით გადაიყვანეს დოუსონის ძმის ფერმაში, რომელიც აეროპორტთან შედარებით ახლოს იყო ტერიტორიულად.
ფუტკრების აეროპორტიდან გაყვანის მერე შემოწმდა თვითმფრინავის ტურბინა და მალე თვითმფრინავმა, დაგვიანებით, მაგრამ მაინც უსაფრთხოდ გადაიყვანა მგზავრები დანიშნულების ადგილამდე.

0
67
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0