x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საყინულის გამოყენების 11 არასტანდარტული ხერხი - ზოგიერთი ნამდვილი მიგნებაა
მაცივრის საყინულე კამერა პირველად გასული საუკუნის 40-იან წლებში გამოჩნდა, დღეს კი თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია მათ გარეშე. ყველა ჩვენგანმა იცის, რომ საყინულეში პროდუქტების დიდი ხნით შენახვაა შესაძლებელი, თუმცა, ადამიანებმა, რომელთაც ექსპერიმენტები იზიდავთ, საყინულე კამერას სხვა, არასტანდარტული დანიშნულებაც მოუძებნეს:

1. ყველის მიღება კეფირიდან

imageსულ ერთი ღამის განმავლობაში, ერთი ინგრედიენტისგან შეგიძლიათ უნაზესი ყველი მიიღოთ ბუტერბროტებისთვის, რომელსაც იმ კერძებშიც გამოიყენებთ, რომელთაც ყველი მასკარპონე ან ყველი “ფილადელფია" სჭირდებათ.

მოათავსეთ საყინულეში კეფირი და დატოვეთ მთელი ღამით. შემდეგ წარმოქმნილი ბრიკეტი გადაიტანეთ მარლაში და შედგით მაცივარში, რომ თანდათან ჩამოიწუროს შრატი. მარლაში დარჩენილი ყველისმაგვარი მასა კი კონტეინერში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ. შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით მარილი ან სუნელებიც დაამატოთ.



2.ცვილით დასვრილი ნივთები

imageსასანთლეები ან სხვა ნივთები, რომლებიც ცვილითაა დასვრილი, ერთი ღამით საყინულეში დატოვეთ. ამის შემდეგ დასვრილი ადგილიდან ცვილის მოცილებას ძალიან ადვილად შეძლებთ ხელითაც კი. ანალოგიურად შეძლებთ სამოსზე მიწებებული კევისა და სანთლის ნაღვენთის მოცილებას.


3.ვიწრო ფეხსაცმელი

imageვიწრო ფეხსაცმელში მოათავსეთ ცელოფანის სქელი პაკეტები, რომელშიც წყალს ჩაასხამთ. დატოვეთ საყინულეში ერთი ღამით. წყალი გაიყინება და ყინული ფეხსაცმელს გააფართოებს. მეორე დღეს, საყინულიდან გამოღების შემდეგ, დაიცადეთ ნახევარი საათით და შემდეგ პაკეტები ფეხსაცმლიდან შეგიძლიათ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ამოიღოთ.


4. სვიტერი


imageრბილი და ფაფუკი ანგორის ძაფისგან მოქსოვილ სვიტერებს ერთი ნაკლი აქვთ:მათგან “ბეწვი" გადადის და თქვენი დანარჩენი ტანსაცმელი ისე გამოიყურება, თითქოს ზედ კატას ეძინა.

ჩადეთ სვიტერი პოლიეთილენის პარკში და 5 საათით მოათავსეთ საყინულეში, შემდეგ გამოიღეთ, დაბერტყეთ და შეათბეთ. დღის განმავლობაში “ბეწვების" რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.

უხეში სვიტერი, რომელიც “იკბინება", ასევე ჩადეთ პოლიეთილენის პარკში და მთელი ღამით დატოვეთ საყინულეში. დილით კი ჩადეთ თბილ წყალში . ეს პროცედურა ნაქსოვს საგრძნობლად დაარბილებს.


5. სამზარეულოს ცელოფანი

imageთუ რულონიდან ცელოფანის გამოცალკევება გიჭირთ და გამუდმებით გეხევათ თუ გებურდებათ, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას. მოათავსეთ საყინულეში და მსგავსი პრობლემები აღარასოდეს შეგაწუხებთ.


6. ხახვი და ნიორი

imageდროის ეკონომიისთვის შეგიძლიათ ასეთ ხრიკს მიმართოთ: ხახვი და ნიორი გახეხეთ სახეხზე ან დააქუცმაცეთ ბლენდერში. მიღებული მასა ჩადეთ ყინულის ფორმებში, შემდეგ კი ცელოფანში და შეინახეთ საყინულეში. როცა დაგჭირდებათ, ამოიღეთ საჭირო რაოდენობა.


7. ყურძენი

imageგაყინვის შემდეგ ყურძნის მჟავე მტევანი მოტკბო ხდება, კონსისტენციით კი სორბეს მოგვაგონებს. კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ ყურძნის მტევნები, გაახვიეთ პაკეტში და შედეთ საყინულეში. გაყინვის შემდეგ ასეთი მტევანი უფრო ტკბილი და დაბალკალორიულია.


8. ჩიპსი და კრეკერები

imageთუ ჩიპსები გიყვართ და რამდენიმე გახსნილი პაკეტი გაქვთ სახლში, გამოდევნეთ ზედმეტი ჰაერი შეფუთვიდან და ცელოფანში გაახვიეთ. შედეთ საყინულეში. როგორც ინტერნეტ-მომხმარებლები ირწმუნებიან, ასე ჩიპსები უფრო ხრაშუნა და გემრიელი ხდება.


9. ჭიქები საყინულეში

imageგაყინული ჭურჭელი ცივ დესერტსა თუ სასმელს უფრო დიდხანს შეინახავს ცივად. თუ გადაწყვიტეთ, რომ სტუმრებს ნაყინით გაუმასპინძლდეთ, წინასწარ შედეთ მაცივარში ჭიქებიც.


10. ყავა

imageთუ დილით ყავის სმა თქვენთვის ერთგვარი რიტუალია, მაგრამ სამსახურშიც გაგვიანდებათ, შეგიძლიათ ასეთ ხრიკს მიმართოთ: მოამზადეთ ყავა, შეაგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, შემდეგ კი ჩაასხით ყინულის ფორმებში და გაყინეთ საყინულეში. დილით, როდესაც ყავას მოიდუღებთ, ჩააგდეთ შიგ გაყინული ყავის კუბიკი, რომ სითხე სწრაფად შეგრილდეს.


11. კოლგოტები

imageიმისთის, რომ კოლგოტი მალე არ დაიხეს, დაასველეთ, აკურატულად გაწურეთ, ჩადეთ პოლიეთილენის პარკში და მთელი ღამით შედეთ საყინულეში. დილით გამოიღეთ და გააშრეთ. ნამდვილად ხდება თუ არა ამ პროცედურის შემდეგ ბოჭკოები უფრო მტკიცე, სადავო საკითხია, თუმცა, ქალები მთელ მსოფლიოში იყენებენ ამ ხერხს და მის ეფექტურობასაც ამტკიცებენ.


0
440
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0