x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
პაციენტის მოწყვეტილი ხელი ჩინელმა ქირურგებმა მეტად უცნაური გზით გადაარჩინეს

ჩინელმა ქირურგებმა ამ ცოტაოდენი ხნის წინ წინ მეტად უცნაური ოპერაცია ჩაატარეს: იმისათვის, რომ პაციენტისათვის ხელის მოწყვეტილი მტევანი შეენარჩუნებინათ, მათ ის ფეხის ტერფზე მიაკერეს. ამ მდგომარეობაში ხელი ერთი თვის მანძილზე დარჩა. შემდეგ ჩატარდა კიდევ ერთი ოპერაცია: ექიმებმა ხელის მტევანი ისევ მოკვეთეს და თავის ადგილზე დააბრუნეს. უნიკალური ოპერაცია ჩინეთის პროვინცია ხუნანში ჩატარდა.



image


მარცხენა ხელი ჩინელმა მუშამ ლი ჩჟოუმ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაკარგა. მამაკაცი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. პაციენტის მკურნალობა თავის თავზე აიღო ქირურგმა ტან ჯუმ და მისმა გუნდმა. ექიმებმა ნახეს, რომ ხელის მტევანზე ძალიან იყო დაზიანებული ნერვები და ძარღვები, ამიტომ მისი თავის ადგილზე მიკერება ძალიან სახიფათო იქნებოდა. საჭირო იყო გარკვეული დრო ქსოვილების აღსადგენად.



image


"მტევანი რომ მაშინათვე მიგვეკერებინა, სისხლის მიმოქცევის გართულებული მდგომარეობის გამო აუცილებლად დაიწყებდა განგრენა და ხელს ვერ გადავარჩენდით, - ამბობს ექიმი ჯუ, - მოწყვეტილი თითის მიკერებისას სისხლის მიმოქცევა უნდა აღდგეს 10 საათის განმავლობაში, ხოლო კიდურის შემთხვევაში ეს დრო კიდევ უფრო მცირეა, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდურის ან თითის შენარჩუნება ვერ ხერხდება. იმისათვის, რომ განგრენა არ წასულიყო და სისხლის მიმოქცევა დროზე აღმდგარიყო, ჩვენ ხელის მტევანი დროებით მივაკერეთ ფეხის ტერფზე".



image


დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ხელის მტევანი საბოლოოდ გამოცოცხლდა და მასში სისხლის ნორმალური მოძრაობა აღდგა. ამის შემდეგ ჩატარდა კიდევ ერთი - ათსაათიანი ურთულესი ოპერაცია, რომლის მსვლელობისას ხელის მტევანი ისევ თავის ადგილზე დააბრუნეს. ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა და ექიმები იმედოვნებენ, რომ ორიოდე თვის შემდეგ პაციენტი ხელს თავისუფლად აამოძრავებს.



image



დოქტორი ტანი ცნობილია, როგორც ურთულესი და უნიკალური ოპერაციების ოსტატი. მასზე და მის გუნდზე რამდენიმე თვის წინათაც ალაპარაკდნენ ჩინეთის საინფორმაციო საშუალებები, როცა ექიმმა მოწყვეტილი ხელი მიაკერა პაციენტს, თუმცა ეს ოპერაცია ძალიან რთული იყო, რადგან უბედური შემთხვევიდან უკვე 7 საათი იყო გასული. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ავადმყოფს ხელი საბოოლოოდ აღუდგა.



პ.ს. როცა ამ სტატიას ვთარგმნიდი, გამახსენდა ჩვენი თანამემამამულე, შესანიშნავი ქირურგი და უბადლო პიროვნება რამაზ დათიაშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ 1983 წელს ჩაატარა უნიკალური ოპერაცია და ინვალიდობას გადაარჩინა 4 წლის ლიტველი გოგონა. ვისაც ეს ისტორია დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ქვემოთმოყვანილ სტატიას გაეცნოთ.


ამბავი, რომელმაც წლების წინ მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა-ქართველი ქირურგის მიერ გადარჩენილი ლიტველი გოგონა


image




0
184
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0