x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ჰერმეტული ორდენი "ოქროს განთიადი"
image


როზენკროიცერული საზოგადოებების ბრიტანელმა წევრებმა 1887 წლისთვის დაარსეს განსაკუთრებით დახურული ინიციაციური ორდენი "ოქროს განთიადის ჰერმეტული ძმობა", შემოკლებული სახელია "გოულდენ დაუნ" (Golden Down). მისი წევრები იყვნენ წვრილი აზნაურები, ისტებლიშმენტის წარმომადგენლები, ხელოვანები და ინტელექტუალები. ორგანიზაცია გავრცელდა კონტინენტზე და თავისი კვალი დაამჩნია წევრებს. ეს პროცესი დაკავშირებულია ფაშიზმის გაძლიერებასთან.


მოოქროვილი განთიდის იერარქია შედგება 11 ხარისხისგან და ყოველი მათგანი დაკავშირებულია კაბალას სეფიროტებთან. ინიციაცია, განდობა დადასტურებულია გარკვეული ლათინური თუ გელური დევიზის მინიჭებით. ამ დევიზმა განდობილს უნდა გაახსენოს გზა, რომელსაც ის არ უნდა ჩამოშორდეს თუ კი უნდა მიზნის მიღწევა. მიზანი კი არის "წითელი ვარდის" ესეიგი მისი "სულის დახვეწილი წვერის" გაფურჩქვნა. დევიზის ინიციალები იქცევა განდობილის ნიშნად, რომლითაც მას ჩვეულებრივ აღნიშნავენ ხოლმე. საზოგადოებას ხელძღვანელობს "იმპერატორი", რომელსაც აგრეთვე აქვს ეგვიპტური წოდება "ნეფტის". მისი თანაშემწეები არიან ასევე ლათინური და ეგვიპტური წოდებების მქონე ოფიცრები.


image



ორდენის ნამდვილი ბელადები ითვლებიან "უცნობ უფროსებად", რომელთაც პირველი იმპერატორი სემუელ ლიდერ მათერსი აღწერს შემდეგნაირად: "ამ საიდუმლო ბელადების თაობაზე მე თქვენ ვერაფერს გეტყვით. მე არც მათი მიწიური სახელები ვიცი და მათ ვიცნობ მხოლოდ გარკვეული საიდუმლო დევიზებით. მე ძალიან იშვიათად მინახავს ისინი მათ ფიზიკურ სხეულში და ამ იშვიათ შემთხვევებში ისინი შეხვედრებს მინიშნავდნენ ასტრალში. შეხვედრის დრო და ადგილი წინასწარ იყო დათქმული. მე მჯერა რომ ისინი არიან დედამიწაზე მცხოვრები, მაგრამ საშინელი და ზეადამიანური ძალების მფლობელი ადამიანები... მე ვგრძნობდი რომ დაკავშირებული ვიყავი საშინელ ძალასთან, რომელსაც შევადარებდი ქარიშხალს, როდესაც ახლოს ეცემა ელვა და მეხი გრგვინავს. მე მიწყდებოდა სუნთქვა და მრავალჯერ დამიკარგავს გონება".


ოქროს განთიადის ისტორია თითქოს სავსე უნდა ყოფილიყო დიდი ნერვიული დაძაბულობით, რომელსაც ხშირად თან ახლდა ფიზიკური ძალადობა. ამას დაემატა სასიყვარულო დაპირისპირებები, მოჯადოებები, კონტრ-მოჯადოებები, საზოგადოებაში არსებული ქრისტიანული, წარმართული და კელტისტური მიმდინარეობების კონფლიქტი. ამან გამოიწვია განკვეთები და განხეთქილებები, რომელთაც გამოიწვიეს ახალი საიდუმლო საზოგადოებების შექმნა.


ლიტერატურაში 1923 წლის ნობელის პრემიის ლაურეტმა უილიამ ბატლერ იტსმა შექმნა საიდუმლო საზოგადოება "სტელა მატუტინა", ვიოლეტ ფირტმა კი საიდუმლო საზოგადოება "შინაგანი სინათლე", ალისტერ კროულიმ "ასტრუმ არგენტინუმ".


ოქროს განთიადის წევრებს შორის იყვნენ ფილოსოფოსი ანრი ბერგსონის და, ასევე იმპერატორი მათერსის მეუღლე მოირა ბერგსონი, ირლანდიელი ნაციონალისტი მოდ გონი, მსახიობი ფლორანს ფარი (რომელიც ბერნარდ შოუს საყვარელიც იყო), ცნობილი მწერალი საქს რომერი.


image

ტარდებოდა მაგიური და ინიციაციის ცერემონიები, მაგრამ ამას გარდა ადეპტები იღებდნენ ეთიკურ აღზრდას, რომლის არსი გაამჟღავნა საზოგადოების წევრმა არტურ მაქენმა: "სულიერი სამყაროს წევრები არიან დიდად გარყვნილი ადამიანებიც. უბრალო, ხორციელი და სენსუალური ადამიანი ვერასოდეს იქნება დიდი წმინდანი. ვერც დიდი ცოდვილი..."


ლუის პაუელსის თანახმად 25 წლით მიჩუმების შემდეგ მოოქროვილი განთიადი ისევ იკრებს ძალებს ყველგან, სადაც გავრცელებულია ნეოფაშისტური მიმდინარეობები.

0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0