x
image
გემი დალანდი
რატომ ვართმევთ ხელს შეხვედრისას?-ამ და ეტიკეტის სხვა წესების წარმოშობის ისტორიები
ეტიკეტის წესები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ უბრალოდ შესისხლხორცებული გვაქვს, რომ შეხვედრისას ხელი უნდა ჩამოვართვათ და სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ ჭიქები მივაჭახუნოთ, მაგრამ თუ დაფიქრებულხართ ოდესმე, რატომ ვიქცევით ასე?

როგორც აღმოჩნდა, ეტიკეტის ზოგიერთი წესი საუკუნეებს ითვლის:

1.ხელის ჩამორთმევა

imageმისალმების ეს რიტუალი იმაზე ძველია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ათენში, აკროპოლისის მუზეუმში ქანდაკებაც კი შეგიძლიათ ნახოთ, რომელსაც “ჰერასა და ათენას ხელის ჩამორთმევა " ჰქვია და ჩვ.წ.აღ-მდე მე-5 საუკუნით თარიღდება.


ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ ამ ჟესტით ადამიანები კეთილგანწყობას გამოხატავდნენ. ხელის ჩამორთმევის დროს მაქსიმალურად მიახლოებაა საჭირო, რაც ურთიერთ ნდობას გამოხატავდა, მარჯვენა ხელის ჩამორთმევით კი ადამიანები ერთმანეთს უჩვენებდნენ, რომ მათი ხელი თავისუფალი იყო იარაღისგან.


2. ქუდის მოხდა შენობაში

imageთავიდანვე უნდა ითქვას, რომ ადრე მამაკაცები უფრო დიდ ქუდებს ატარებდნენ და ეტიკეტის ეს წესიც უფრო აქტუალური იყო, ვიდრე ახლაა. ქუდის მოხდის მიზეზი კი მარტივი იყო: იმისთვის, რომ მტვერი, წვიმის წვეთები და თოვლი ოთახში არ მოდებულიყო.


3. მაგიდაზე იდაყვებით დაყრდნობა არ შეიძლება

imageძველ დროში მაგიდა მორებზე ან კუნძებზე დადებულ დაფას წარმოადგენდა. ასეთ კონსტუქციაზე იდაყვებით დაყრდნობა კი მის აყირავებას და საჭმლის გადმოყრას იწვევდა.

არსებობს კიდევ ასეთი ახსნა: შუასაუკუნეებში სუფრასთან იმდენი სტუმარი იკრიბებოდა, რომ იდაყვებით კომფორტულად დაყრდნობა სხვებს უზღუდავდა ადგილს და დისკომფორტს იწვევდა.


4. ჭიქების მიჭახუნება

imageამ ტრადიციასაც ორი ახსნა აქვს:პირველი თეორიის თანახმად, ძველად, როცა სასმისებს აჭახუნებდნენ, ცდილობდნენ ეს ისე ძლიერად გაეკეთებინათ, რომ სასმელი ჭიქებიდან ერთმანეთში გადასხმულიყო. ამით სტუმარს უმტკიცებდნენ, რომ ღვინო მოწამლული არ იყო.

მეორე ვერსიის თანახმად კი, შუასაუკუნეებში ადამიანებს სჯეროდათ, რომ ალკოჰოლში ავი სულები სახლდებოდნენ და მათი განდევნა სასმისების მიჭახუნებითა და მათი ამ გზით დაფრთხობით შეიძლებოდა.


5. სკამის მიწევა/გამოწევა ქალებისთვის

imageძველ დროში ეს ნამდვილად საჭირო იყო, რადგან ქალებს ისეთი მოუხერხებელი და განიერი კაბები ეცვათ, რომ დამოუკიდებლად ამას ვერ მოახერხებდნენ და სკამის გამოწევაში მათ კავალრები ეხმარებოდნენ. დღეს ქალების სამოსი გაცილებით მოხერხებულია, მაგრამ ეტიკეტის ეს წესი მაინც არ კარგავს აქტუალობას.


6. პირზე ხელის აფარება მთქნარებისას

imageეს ჩვევა ჯერ კიდევ ჩვენ შორეულ წინაპრებს ჰქონდათ. უძველეს დროში ითვლებოდა, რომ სულს ღია პირიდან ამოსვლა შეეძლო, ეს კი, რათქმაუნდა, არავის უნდოდა.

მოგვიანებით, როცა შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა, ადამიანები თვლიდნენ, რომ თუ მთქნარებისას პირზე ხელს არ აიფარებდნენ, ისინიც დაავადდებოდნენ. უფრო მოგვიანებით კი მთქნარება მოწყენის გამოხატვად ითვლებოდა და მისი ჩვენება მოსაუბრისთვის შეურაცხმყოფელად ითვლებოდა.


7. დაცემინებისას ჯანმრთელობის სურვება

image590 წელს ევროპაში შავმა ჭირმა იფეთქა. რომის პაპმა გრიგოლ პირველმა სასულიერო პირებს უბრძანა დაელოცათ ყველა, ვინც კი დააცემინებდა, რადგან ცემინება შავი ჭირის ერთერთი საწყისი სიმპტომი იყო. მოგვიანებით, დალოცა “ჯანმრთელობით" შეიცვალა. ინგლისურენოვან ქვეყნებში კი კვლავაც ამბობენ god bless you-უფალმა დაგლოცოს.


8.არ შეიძლება თითით ჩვენება

imageბავშვობიდან გვასწავლიან, რომ თითი არავისკენ არ უნდა გავიშვიროთ.ამას ერთგვარი მისტიური ახსნა აქვს. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ თითის გაშვერით ადამიანს შესაძლოა ცუდი თვალო “აეღო". ეს ჟესტი ხომ გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევს და ვინ იცის როგორი ადამიანი შემოგხედავთ!


9.გადაფურთხება არ შეიძლება

imageთავიდანვე უნდა ითქვას, რომ გადაფურთხება ყველგან როდი ითვლება უტაქტობად. მაგალითად, ჩინეთში თვლიან, რომ თუ გაწუხებთ-უნდა გადააფურთხოთ და დისკომფორტისგან გათავისუფლდეთ. აშშ-სა და ევროპაში კი გადაფურთხება უტაქტობად ითვლება. ძველად, როცა შავი ჭირი ხშირი მოვლენა იყო, გადაფურთხება, რათქმაუნდა, დაავადების გავრცელების გზად ითვლებოდა და აკრძალული იყო.


10. რესტორანში “ჩაის" დატოვება

imageე.წ. “ჩაის" დატოვების ტრადიცია შუასაუკუნეების ევროპაში იღებს სათავეს. მაშინდელ ტრაქტირებში მომსახურე პერსონალს დამატებით ფულს უხდიდნენ და სანაცვლოდ სწრაფი მომსახურება და ახალი კერძი გარანტირებული ჰქონდათ. ამ ტრადიციამ მოგვიანებით ფორმა იცვალა და დღემდე მოაღწია.


0
125
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0