x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
აბიდოსის ტაძრის დიდი საიდუმლო
აბიდოსის ტაძრის დიდი საიდუმლო


ქალაქ აბიდოსში არსებული, დღემდე კარგად შემორჩენილი და შემონახული ეგვიპტური ღმერთის - ოსირისის ტაძარი ფარაონ სეთი I-ის მმართველობის ბოლოსაა აგებული. ტაძრის მშენებლობა დაიწყო ძვ.წ. 1290 წელს და სეთის ვაჟმა - რამზეს დიდმა კიდევ უფრო დაამშვენა სატაძრო კომპლექსი ძვ.წ. 1279 წელს. აბიდოსი ოდითგანვე ოსირისის საკულტო ადგილი გახლდათ. ითვლებოდა, რომ სეთის მიერ მოკლული ღმერთის ნეშთი სწორედ აბიდოსში დაასვენეს მის მკვდრეთით აღდგომამდე. განსაკუთრებით გამოირჩევა ტაძრის ჰიპოსტალური დარბაზი, რომლის სვეტები და რელიფიები დაფარულია სხვადასხვა ისტორიული და რელიგიური სცენით. აქვე იყო ოსირისის აკლდამა, ე.წ. "კენოტაფი", რომლის უზარმაზარი სვეტები დღემდე მნახველთა გაოცებას იწვევს. აბიდოსზე საუბრისას შეუძლებელია დაგვავიწყდეს მეფეთა სია, რომლის მიხედვითაც ეგვიპტის პირველ ფარაონად სეკაა მოხსენიებული, რომელიც ძვ.წ. 31-ე საუკუნეზე ბევრად დიდი ხნით ადრე მეფობდა, ხოლო სია მთავრდება ტაძრის ამგები სეთი I-ით (იხ. ეგვიპტის ფარაონთა სია)


აბიდოსის ტაძარი


ეს არის აბიდოსის ტაძრის ჰიპოსტალური დარბაზი, ღმერთ პტაჰის სამლოცველო. ხედავთ ამ მზის სხივებს, რომელიც გამჭოლად შემოდის ტაძარში? ეს სარკმელები ძველმა ეგვიპტელმა მშენებლებმა დატოვეს, რომ მზის სხივებს გაენათებინა შიდა სივრცე.



აბიდოსის ტაძარი


აბიდოსის ტაძარი

სამეფო კარის წევრების გამოსახულებები აბიდოსის ტაძრის კედელზე


ამ ტაძრის ჰიპოსტალური დარბაზის კედელზე ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რაც მთელ სამეცნიერო საზოგადოებას საფიქრალში აგდებს. ამ ყველაფრის ასახსნელად არის რამდენიმე ჰიპოთეზა, ერთ-ერთი მათგანი გულისხმობს, რომ ეს გამოსახულებები, რომელიც ამ 33 საუკუნის წინანდელი ტაძრის კედელზე აღმოაჩინეს, არის შემთხვევით, ეგვიპტური დამწერლობის სპეციფიკიდან გამომდინარე წარმოქმნილი, თითქოს რამზეს მეორის და სეთი პირველის სახელები რატომღაც ერთმანეთზე გადაუწერიათ და ამის გამო წარმოქმნილაო ეს გამოსახულებები:



მაგრამ ეს ახსნა ცოტა არ იყოს სასაცილოა მკვლევართა უმეტესობისთვის, როდესაც 3 გამოსახულება იქმნება მაინც და მაინც ერთდროულად და ერთ ადგილას კედელზე ხოლო ასეთი რამ სხვაგან არსად ფიქსირდება ეგვიპტის სატაძრო კომპლექსების კედლებზე. და კიდევ: რატომ უნდა გადაეწერათ ერთმანეთზე მამისა და შვილი ფარაონების სახელები, როდესაც შეიძლებოდა რომ თუკი ერთის წაშლა უნდოდათ, ჯერ წაეშალათ მამის სახელი და შემდეგ მის ადგილას დაეწერათ შვილის და თუკი მამის სახელის დატოვებაც უნდოდათ და შვილის სახელის დაწერაც, მაშინ სადმე გვერდზე ან სხვა თავისუფალ ადგილას დაწერდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო ეს ახსნა ძალიან ცოტა მკვლევარს თუ აკმაყოფილებს და საიდუმლო მათთვის კვლავ ამოუხსნელი რჩება. საქმე ისაა, რომ აბიდოსის ტაძრის ერთ-ერთ კედელზე აშკარად ჩანს 3 თანამედროვე ტექნოლოგიის გამოსახულება, ესენია: ვერტმფრენი, წყალქვეშა ნავი და მფრინავი თეფშის მსგავსი თვითმფრინავი:


აბიდოსის ტაძრის დიდი საიდუმლო


ასევე დაგაინტერესებთ:

1. XVI საუკუნის ნახატი "მფრინავი თეფშების" გამოსახულებით

2. 7000 წლის წინანდელი უბეიდის რეპტილოიდების საიდუმლო

3. გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მაგალითი რუსეთში

4. ადამიანების სხვა სახეობა ჩვენთან ერთად ცხოვრობდა უახლოეს წარსულში?

5. ჰეროდოტეს უცნაური ჩანაწერები

6. "უცხო სტუმრების" გამოჩენა საქართველოში

7. ვიეტნამის ჯუნგლების ამოუცნობი არსებები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1042
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1042
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0