x
კონფლიქტი ბარსელონაში – ჟერარდ პიკე მესის ბრალს უყენებს!
image

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე ლეო მესისგან პრესასთან დეტალურად კომუნიკაციას მოითხოვს.


ბოლო 3 მატჩში კატალონიურმა კლუბმა ვერცერთხელ ვერ მოახერხა გამარჯვება. "ბლაუგრანამ" ორჯერ ფრე ითამაშა, ერთხელ წააგო.


El Chiringuito–ის ინფორმაციით, ჟერარ პიკე მიიჩნევს, რომ ლეო მესიმ პრესასთან დეტალურად უნდა იურთიერთოს, რადგან ის კაპიტანია და მეტი პასუხისმგებლობა აკისრია.



ამავდროულად, ესპანელი ლეოს მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ არგენტინელი კომენტარს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის პრესას აძლევს. წყარო წერს, რომ ამის გამო პიკემ ლეო მესის ვარჯიშზე საჯაროდ უსაყვედურა.

კატალონიის ბარსელონა პირველობას კვლავ ინარჩუნებს!

0
185
1-ს მოსწონს
ავტორი:დიმიტრი წიქარიძე
დიმიტრი წიქარიძე
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0