x
image
პროფესორი
სასწაულმოქმედი სპორტული დანამატი ავთო ბერიძისგან

image

მეგობრებო, თქვენი თხოვნით ვაქვეყნებ ჩემი სპორტული კვების შემცველობას რომელიც 100 ჯერ ჯობია ქიმიურ დანამატებს, ყველაფერი ნატურალური დასუფთა===ავიღოთ ჯამი და და შიგ მოვათავსოთ --1- ერთი კილო თაფლი, - 2- დავუმატოთ 250 გრამი გატარებული ნიგოზი, -3- დავუმატოთ 250 გრამი ქიშმიში, -4-დავუმატოთ 250 გრამი ლეღვის ჩირი დაჭრილი ქიშმიშის დონეზე, -5-ასევე დაჭრილი 250 გრამი შავი ქლიავის ჩირი, -6- დაჭრილი 250 გრამი ჭერმის ჩირი.-7- დავამატოთ ერთი დიდი ბროწეულის წვენი, -8-დავამატოთ ერთი დიდი ლიმონის წვენი, -9-დავამატოთ ერთი სუფრის კოვზი მცენარე ალოეს წვენი, -10 დავუმატოთ 150 გრამი ფუტკრის მტვერი-11- ცალკე ავიღოთ 500 გრამი ასკილი, გავრეცხოთ ჩანგლით დავჩხრიტოთ მოვათავსოთ ემალიროვან ქვაბში დავასხათ წყალი დაფარვამდე და ჩავყაროთ 600 გრამი შაქარი, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე თითქმის ჩაშრობამდე, დარჩენილი შიგთავსი გავწუროთ მარლაში და 100 გრამი ჩავუშვათ ჩვენს მიერ გამზადებულ ინგრედიენტებში, მოვურიოთ და მივიღოთ დილით და საღამოს თითო სუფრის კოვზი -------------------------@2@ სპორტული კოკტეილი===ერთი კვერცხის გულიდან გავამზადოთ გოგლი მოგლი, დავუმატოთ ერთი ჩაის კოვზი, ლიმონის წვენი, ერთი სუფრის კოვზი თხევადი ყავა, ერთი სუფრის კოვზი ბალზამის ნაყენი( ბალზამი არის ბალახებზე დამზადებული კონიაკი, ძველ დროს გამოდიოდა ' რიჟსკი' ბალზამი და ეხლა ' ბიტნერის ' ბალზამი, თუ ვერ იშოვით ჩვეულებრივი კარგი ქარული კონიაკი) ეხლა მაგრად მოვურიოთ და დავასხათ ადუღებული წყალი, ისევ მოვურიოთ და მივიღოთ როგორც ყავა, ამასთან თუ პირველი საკვები გამზადებული გვაქვს დილით გადავუსვათ კარაქიან პურზე და მივირთვათ გემოვნებით, უებარია, პატივისცემით, ავთანდილ ბერიძე === ისე ეს რეცეპტი 2000 დოლარი ღირს და ბევრ სახელოვან სპორტსმენს გაუსინჯავს მისი გემო, არა ფულს დასაწყისში არ ვითხოვ, აი შედეგს რომ მიაღწევს, გახდება ევროპის მსოფლიოს, ან ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მაშინ +++ გისურვებთ წარმატებებს.===

0
42
5-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0