x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82938
  • ვიდეო:334275
  • სურათი:440630
Top Gear-ის წამყვანი ჯერემი კლარკსონი საქართველოში ამზადებს მორიგ ფილმს

imageლეგენდარული გადაცემის Top Gear -ის წამყვანი ჯერემი კლარკსონი გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოშია, რა სახის და ხასიათის ფილმი იქნება პროტოკოლის მიხედვით წინასწარ არ საჯაროვდება.თუმცა გადაღებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ შოუს ეპიზოდებში გამოყენებული იქნება "ასტონ -მარტინი", "ბენტლი", მე-8 სერიის BMW.


ჯერემი კლარკსონი ბათუმში და გორში შენიშნეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც კლარკსონი ნაზუქებს ყიდულობს ქუჩაში და უკან კი "ბენტლის" ფირმის მანქანა ჩანს.

image

საავტომობილო შოუს წამყვანები ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ, სადაც საოკუპაციო ხაზს მიღმა უკვე რამდენიმე წელია დათა ვანიშვილის ოჯახია მოყოლილი. შოუს წამყვანები სწორედ დათა ვანიშვილს ესტუმრნენ, თუმცა უცნობია მათი ჩანაფიქრი.


ცნობილი ტელეწამყვანი ინსტაგრამზე საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.


"სტალინი დაიბადა აქ"-ასეთი მინაწერი აქვს ქვემოთ მოცემულ ფოტოზე კლარკსონს.

image


image

image


ლეგენდარული გადაცემა ავტომობილებზე Top Gear-პირველად ტელეეკრანებზე 1977 წელს გამოჩნდა, 2002 წელს ის ჯერემი კლარკსონმა და ენდი უილმანმა აღადგინეს, რომელიც გადის BBC და Discovery-ის არხებზე, ამჟამად კლარკსონის გადაცემას The Grand Tour -ჰქვია.გადაცემას დაახლოებით 350 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს.

0
208
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0