x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აგჰორები, ინდუსების ასკეტური რელიგიური სექტა, რომელზე ინფორმაციაც შემზარავია თავისი შინაარსით

image ინდუსური ასკეტური სექტა აგჰორი, რომელიც მეთოთხმეტე საუკუნეში გამოეყო ტანტრისტულ-შივანისტურ სექტას, შიშის ზარს სცემს მთელ ინდოეთს.
შიშის მიზეზი კი ნამდვილად არსებობს, ეს სექტა გამოირჩევა კანიბალიზმით. სექტა რელიგიური რიტუალისას ჭამს ადამიანის ხორცს, სვამს ადამიანის თავის ქალადან.
ამ სექტაზე საუბარს თავს არიდებენ რიგითი ინდოელები და თვლიან, რომ აგჰორებს შეუძლიათ წყევლით დასაჯონ ისინი.
აგჰორები შინაური ცოცხალი საქონლის თავებს კბენენ, ჭამენ ადამიანის ხორცს, არ გეგონოთ, რომ ისინი ქუჩაში იჭერენ მსხვერპლს და მას ჭამენ. არა, აგჰორები მიცვალებულების გვამებს იღებენ საფლავიდან და მას ჭამენ, როგორი საშინელი წარმოსადგენიც არ უნდა იყოს. ისინი მედიტირებენ სასაფლაოებზე და მიცვალებულების კრემაციის ადგილებზე, რათა მიცვალებულების სულებთან დაამყარონ კავშირი.
მათზე ამბობენ, რომ შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ მომავალი, უპრობლემოდ შეუძლიათ გაიარონ წყალზე და ასე შემდეგ.
ერთ-ერთი აგჰორის მონაყოლი: "მე წავედი მიცვალებულის კრემაციის ადგილზე და როცა მიცვალებულის ჭირისუფლები წავიდნენ, მივედი საშინელი ხმით გამსკდარ თავის ქალასთან, ფრთხილად გამოვიტანე ცეცხლიდან და მიუხედავად იმისა, პირველი შემთხვევა იყო და ღებინების შეგრძნება მქონდა, მთელი ტვინი შევჭამე, მე ეს გავაკეთე არა იმის გამო, რომ მშიოდა, არამედ რელიგიური რიტუალის აუცილებლობით ნაკარნახები შთაგონებით".
იტალიელმა ფოტოგრაფმა - ქრისტიანო ოსინელიმ გადაუღო სურათები ვარანასელ ვაგჰორის სექტის წარმომადგენლებს.
ეს სექტა ღმერთ შივას სცემს თაყვანს. ამ სექტის ისტორია ოფიციალურად მეჩვიდმეტე საუკუნედან იწყება (არაოფიციალური ვერსიით კი მეთოთხმეტე საუკუნეში გამოეყო ახალი სექტის სახით ტანტრისტულ-შივანისტურ სექტას).
მომთაბარე სექტის ფესვები უკავშირდება ბაბა კინარამს, რომელზეც ინდოეთში ამბობენ, რომ მან იცოცხლა 170 წელი.
გასაიდუმლოებული სექტა ადამიანის თავის ქალით სვამს ალკოჰოლურ სასმელს, ასევე ამბობენ, რომ ეს სექტა სასმელად იყენებს ადამიანის შარდს.
სადღეისოდ ვარანასში ცხოვრობს აგჰორის სკოლის ოცი მიმდევარი, მეცხრამეტე საუკუნეში კი მათი რიცხვი ასეულობით იყო. ამ ასკეტური სექტის წარმომადგენლები ხშირად სრულიად შიშვლები დადიან, რათა საზოგადოებას აჩვენონ ადამიანის სხეული ნატურალურ მდგომარეობაში.

imageimageimageimageimageimageimageimage image
imageimageimageimage












3
379
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
379
  
2018, 2 ოქტომბერი, 15:27
მეზობელმა გასარეცხი მანდარინი ჭამა და მთელი წელი მკურნალობდა))) ესენი კიდე პირდაპირ კრემატორიუმში ქეიფობენ)) ფუიი
0 1 3