x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ვინ ან რა არსებობდა დიდ აფეთქებამდე? - მეცნიერები ხსნიან ღმერთის არსებობას ( +ფოტოები )

ვინ ან რა არსებობდა დიდ აფეთქებამდე? ( +ფოტოები )

image

ძალიან ძნელი წარმოსადგენია თუ რა ხდებოდა 13, 7 მილიარდი წლის წინ, როდესაც გალაქტიკა სინგულარობას წარმოადგენდა. "დიდი აფეთქება" - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორიაა თუ როგორ წარმოიშვა გალაქტიკა, კოსმოსი და სხვა მატერია. და თუ ეს თეორია მისაღებია, მაშინ ჩნდება კითხვა რა იყო დიდ აფეთქებამდე?

ეს კითხვა ძალიან ბევრ მეცნიერს აწუხებს და ჯერ კიდევ 1, 600 წლის წინ თეოლოგი, ავგუსტინი, ცდილობდა "აეხსნა" ღმერთი სამყაროს შექმნამდე. ის კი მივიდა ასეთ პასუხამდე: დრო არის ღმერთის ერთ-ერთი ქმნილება და დრომე არ არსებობდა "წარსული".

ერთ-ერთი საუკეთესო ფიზიკოსი, ალბერტ აინშტაინი, თავის კვლევებში და ფარდობითობის თეორიაში, პრაქტიკულად ასეთ პასუხამდე მივიდა. საკმარისია მივაქციოთ ყრადღება მასის მოქმედებას დროზე. პლანეტის მასა მოქმედებს დროზე და ის უფრო ნელა გადის ადამიანისთვის ვიდრე კოსმოსში ორბიტაზე. განსხვავება ძალიან მცირეა, თუმცა შედეგის დანახვა მაინც შესაძლებელია. აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვით დრო წარმოიშვა ზუსტად მაშინ, როდესაც სინგულაციამ დაიწყო გაფართოება და "გამოვიდა" უსასრულობის პერიოდიდან. აინშტაინის გარდაცვალების შემდეგ ფიზიკა საგრძნობლად განვითარდა და წარმოიშვა მრავალი ახალი თეორიები.

image


შესაძლებელია თუ არა ჩვენი სამყარო შთამომავალი იყოს სხვა, უფრო ძველი სამყაროსი? ზოგიერთი მეცნიერის აზრით ამაზე პასუხი შეიძლება იყოს რელიქტური გამოსხივება, რომელიც "დარჩა" დიდი აფეთქების შემდეგ.

პირველად რელიქტური გამოსხივება მეცნიერებმა დააფიქსირეს 1965 წელს. ამ აღმოჩენამ გააჩინა ახალი კითხვები და პრობლემები შეუქმნა მეცნიერებს დიდ აფეთქების თეორიასთან დაკავშირებით. ამ პრობლემებმა მეცნიერები აიძულა გამოეყვანათ ახალი თეორია. დიდი აფეთქების შემდეგ სამყარომ ძალიან მალე და ძალიან სწრაფად დაიწყო გაფართოება. მეცნიერების აზრით სამყაროს შეიძლება ჰყავდეს "დედა".

image

ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ დიდი აფეთქება შეიძლება "დიდი ნახტომის" შედეგი იყოს, რის შედეგადაც ფართოვდება სამყარო, საბოლოო ჯამში კი "საკუთარ თავს ანადგურებს", წარმოქმნის ახალ სინგულაციას, რომელიც წარმოქმნის ახალ დიდ აფეთქებას. ეს პროცესი იქნება სამუდამო და ეს სინგლუაცია და დიდი აფეთქბა წარმოადგენს ახალ სამყაროსა და ახალ სიცოცხლეში გადასვლის ფაზას.


იხილეთ ასევე:

აქვს თუ არა გალაქტიკას გონება და შეუძლია თუ არა მას აზროვნება?.." - როგორც ცნობილია ფიზიკა არის ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც ვიგებთ ნივთიერებების მოქმედებას და ვერ ხერხდება მისი შინაგანი ბუნების გამომჟღავნება. ამის გათვლისწინებით ჩვენ რა შეგვიძლია გავიგოთ იმის შესახებ თუ რა ხდება სამყაროს "თავში"?.. ამერიკელი ასტრონომი, არტურ ედინგტონი, ამტკიცებდა, რომ ერთადერთი რამ, რაც სამყაროს შესახებ ვიცით ის, არის რომ მის ზოგიერთ ნაწილს აქვს გონება.

image


"გიგანტური ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება" - ასეთი ზომების გამო ასტეროიდი აღინიშნება, როგორც "პოტენციურად სახიფათო" დედამიწისთვის.

image

"გადატრიალება მეცნიერებაში - მეცნიერები ადამიანის გაცოცხლებას შეძლებენ?.." - გაცოცხლების და სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნების თემა მეცნიერებისთვის ყოველთვის საინტერესო იყო. ამ ექსპერიმენტმა და მეცნიერებმა დაამტკიცა ის, რომ ოდესმე მედიცინა შეძლებდა ადამიანისთვის დაებრუნებინათ სიცოცხლე

image

1
976
33-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
976
  
2018, 2 ოქტომბერი, 13:14
საინტერესოა
0 1 1