x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ირანელებს ვაშლიჯვარში ეკლესიის ზარის ხმა არ მოეწონათ და პატრული გამოიძახეს
image

ფეისბუქის ერთმა მომხმარებელმა დაწერა თავის გვერდზე: - ირანელებს ვაშლიჯვარში ეკლესიის ზარის ხმა არ მოეწონათ და პატრული გამოიძახესო და ეს პოსტი მთელმა საქართველომ ნახა - და მადლობა ალიას.


ხოდა, არასამთავრობომ - სახელი და გვარი ვერ გავიგე, ვინ არიან - ეს ქსენოფობიური განცხადებაა, ტყუილია და ამას იმიტომ იგონებთ, რომ ქსენოფობებს ირანელების ნაკადი არ მოგწონთ საქართველოში - არადა საქართველო მაგითი ჭამს პურსაო.


ოე, არასამთავრობო ანტიქსენოფობო - პურის ჭამამ რომ დაგვღალა და ხორციც რომ გვინდა ხოლმე? - სადაა მერე ხორცი - სად მალავთ ირანელების შემოტანილ ხორცს?



ოე, არასამთავრობო ანტიქსენოფობო - ამას წინათ, კაფეში ვისხედით, ჩემი მეგობარი მიმტანი გააჩერა სამმა ირანელმა - გერლფრენდები არ ჩამოგვყვნენ და სამი ქართველი გოგო გაგვიჩითე, სანამ აქ ვართო... ავუხსენით, რომ ამ სიტყვების გამო, საქართველოში კაცი კაცს კლავს, დავუმალეთ, რომ ასე ადრე იყო და ახლა ფიანდაზად ვეგებით და გავყარეთ, ჩვენ, ქსენოფობებმა - მამაშები და ბოზები რომ ვგონივართ ყველა ქართველი - ის ირანელები, პურის და ხორცის შემომტანი ირანელები - გავყარეთ და გვიყარეთ ახლა კაკალი.


ოე, არასამთავრობო ანტიქსენოფობებო, ჩვენ მათ ქვეყანაში რომ ჩავდივართ, ქუჩებში გვაჩერებენ, ჯვარი დამალეთო და - აქ ჩადრის ქვეშ კაცია, თუ ქალი - ის არ უნდა გადავამოწმოთ.


ოე, ანტიქსენოფობებო - იმაზე თუ გიფიქრიათ, რატომ ითხოვენ ზოგ ქალაქში დამატებით მეჩეთებს? რატო? ქრისტიანები ვწყდებით და მარტო მუსლიმანი ქართველები მრავლდებიან? - არა, ჩემო საყვარელო - ეს იმათთვის უნდათ ააშენონ, ეს იმათ უნდათ ააშენონ - შენ რომ ტურისტებს ეძახი და - პურის შემომტანებს.


ოე, ჩემო არასამთავრობოებო - ჩემი სიყვარულით არ ჩამოდის ირანელი და არაბი ჩემს ქვეყანაში - ჩემი სიყვარულით რომ ჩამოდიოდეს, მასთან რომ ჩავალ სტუმრად - იქაც ვეყვარებოდი - მაგრამ - იქ როცა ჩავალ, ჰ მისი ქუდი უნდა მეხუროს, სტუმარი უნდა ვიყო, ბიზნესი ვერ უნდა დავიწყო და დარჩენა და მოქალაქეობა კი არა, ფრთხილად უნდა ვიყო, დროზე ადრე არ გამომაბუნძულოს.


ოე, თქვენ ვითომ ჩემებო - მე არ მაჭმევენ ეგენი პურს, იქეთ ვაჭმევ და სულ უფრო და უფრო იაფად, სულ უფრო და უფრო კაპიკებად, მე კი არ მაჭმევენ პურს - მე მართმევენ მიწას პურის მოსაყვანად და ამაში შენ უწყობ ხელს - ამიტომ გაჭმევს შენ, ამიტომ გეწვის კუდი შენ.


ქსენოფობიამ იმატა კი - ჩვენ არ მოვწონვართ, ჩვენ არ ვუნდივართ, ჩვენ - ქართველები, ჩვენ - მართლმადიდებლები, ჩვენ - ვისაც ტრადიცია და წესი გვახსოვს ჯერ კიდევ. როგორ მახსოვს, ქელეხით დაიწყეს - ქელეხის ტრადიციის გაქიაქებით დაიწყეს და მიყვა მერე ქალიშვილობის ტრადიცია - სიკვდილი და გამრავლება - ორი უძლიერესი კოდი.


ახლა ჯვრის ამოშლა გინდათ, ტაძრებს უკვე გვიკეტავენ, სადაც არ კეტავენ - სავაჭრო სახლადაა ქცეული - ხოდა, სადღაც თუ ისევ რეკენ ყოველ საღამოს ზარს - ეგეც გინდათ ამოშალოთ, ოღონდ ისე, უწყინრად, სხვათა შორის - ხმას თუ გავიღებთ - ქსენოფობები ვართ, მატყუარები ვართ, ჰომოფობები ვართ.


თორემ, სტუმრის პატივისცემას ვერ გვასწავლი ჩვენ, "სტუმარ-მასპინძელ"-ით გაზრდილებს, ვერც მტრობას გვასწავლი, გაგიკვირდება და, ალუდა ქეთელაურის შთამომავლებს, არც მტრობა გვესწავლება - მაგრამ, სტუმარმა შემოსვლისას რომ დაინახა ჭიშკარი - გასვლისასაც რომ დაინახოს - ხომ შეიძლება, ჩემი რომ არ გააყოლოს, ხომ შეიძლება, ჩემი რომ არ წაბილწოს, ხომ შეიძლება? პატივი რომ სცეს ჩემს ტრადიციებს - ხომ შეიძლება? მეც რომ პატივი მცეს, მასპინძელს - ეგეც ხომ შეიძლება, სიყვარულს ხომ არ ვთხოვ - მე - ასე ქსენოფობი, ხომ არ ვთხოვ სიყვარულს?


ოე-ს რომ გეძახი, ახლა კი არ გეწყინოს - არ ვიცი როგორ მოგმართო, არ იძახი სახელს და გვარს და თან რაღაცნაირი პროტესტიცაა, როგორც პირზეხელმიტყაპუნებული შემარცხვენელი შეძახილი: უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუimage

1
239
9-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
239
  
2018, 2 ოქტომბერი, 15:52
100% ვეთანხმები ავტორს.
0 1 1