x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ქიმიური საშუალებების ნაცვლად ძმარი, მარილი და სოდა - ჯანმრთელობას + ეკონომია
ყოველდღიურად გვიწევს სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამოყენება, რაც ნამდვილად არაა კარგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გიფიქრიათ იმაზე, თუ რა ზეგავლენას ახდენს თუნდაც ჭურჭლის სარეცხი ქიმიური საშუალებები ჩვენს ჯანმრთელობაზე?სპეციალისტები როგორც გვარწმუნებენ, მასში შემავალი კომპონენტები ძალიან საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

გთავაზობთ, ნატურალური საშუალებები გამოიყენოთ, რომლებიც წარმატებით შეცვლიან თქვენს სახლში ქიმიურ საშუალებებს. გარდა ამისა, დაზოგავთ ფულს და ჯანმრთელობასაც ზიანი არ მიადგება.


1.მდოგვის ფხვნილი ნატურალური სარეცხი საშუალებაა, რომლის შესახებ ბევრმა არც კი იცის. დააყარეთ სველ ღრუბელს ფხვნილი და გაწმინდეთ ცხიმიანი ჭურჭელი. შედეგი გაგაოცებთ.image

2.სველი წესით დალაგებისას ძმარი ძალიან ეფექტური საშუალებაა. თანაბარი რაოდენობით აიღეთ წყალი და ძმარი და მოამზადეთ ხსნარი. შეგიძლიათ, კარგი სუნის მისაცემად რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატოთ.


ფანჯრების გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა ძმარი და წყალი თანაფარდობით 1:5

image

3. ლაქების ამოყვანა სამზარეულოს ნიჟარიდან, აბაზანიდან თუ უნიტაზიდან იმაზე ადვილია, ვიდრე გგონიათ. მოასხით ძმარი, მოაყარეთ სოდა და დაიცადეთ, შემდეგ კი ჯაგრისით გაწმინდეთ. არავიათარი ძვირადღირებული საშუალება აღარ დაგჭირდებათ.


4. ქსოვილის გათეთრება ძალიან ადვილია: 10 ლიტრ წყალს დაამატეთ 2 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი და 1 ს.კ. ნიშადურის სპირტი.


5. გაზქურის ცხიმიანი საცხობი რომ გაწმინდოთ, მთელი ღამით დატოვეთ მასში მეოთხედი ჭიქა ნიშადურის სპირტი, მეორე დღეს კი კედლები სოდით გაწმინდეთ.


6. მარილი ეფექტური საშუალებაა მილების გასაწმენდად. ჩაყარეთ მარილი მილებში და ჩაასხით მაშინვე მდუღარე წყალი.image

7.თუ ხალიჩის გაწმენდა გსურთ, მოაყარეთ მასზე სიმინდის სახამებელი, კარგად გაწმინდეთ ჯაგრისით, შემდეგ კი მტვერსასრუტით აწმინდეთ.

image

0
219
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0