x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ერთადერთი შემთხვევა რინგზე, როცა მებრძოლებმა, ბრძოლა რეფერის და მწვრთნელის ჩარევის გარეშე შეწყვიტეს

image ვინ მოთვლის, რამდენი კურიოზი მომხდარა რინგზე, დაწყებული მებრძოლის მუშტის რეფერზე მოხვედრიდან, დამთავრებული ნაცემი მოკრივის მიერ ერთი დარტყმით გამარჯვებით ბოლო წამებში.
მაგრამ შემთხვევა, რომელიც ახლახან მოხდა რინგზე, განუმეორებელია ზემძიმე წონის მებრძოლებს შორის.
როგორც იცით, როცა ერთ–ერთი მოკრივე მოწინააღმდეგეზე მეტისმეტად სუსტია და მეტოქე მას ლამის სავარჯიშო "იარაღად" იყენებს, ამ შემთხვევაში შეხვედრას აჩერებს რეფერი ან მეტისმეტად გალახული მებრძოლის მწვრთვნელი, რომელიც თეთრ პირსახოცს გადაფენს რინგის ბაგირზე, რაც მისი შეგირდის წაგებას ნიშნავს, თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება და ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ერთ–ერთი მებრძოლის მდგომარეობა არაა სახარბიელო და მწვრთვნელი იძულებული ხდება, შეგირდისთვის მძიმე ტრავმის ასარიდებლად ამ ფორმით შეაჩეროს ორთაბრძოლა.
"ММА"-ს ორი მძიმეწონოსანი მებრძოლი ისე გადაიღალა რინგზე ჩხუბით, თვითნებურად შეწყვიტეს ორთაბრძოლა. ეს შემთხვევა მოხდა "ММА"-ს ვერსიით ბობ საპოს და ოსუნაარასი კინტაროს (კინტარო ყოფილი სუმოისტია) შეხვედრისას. ორივე მოკრივე 150 კილოს იწონის და 150 კილოიან მებრძოლებს არ ეყოთ ძალა ბრძოლის დასამთავრებლად. შეხვედრა ჩატარდა 3 წუთიანი რაუნდებით, მებრძოლების წონის გათვალისწინების გამო. ფინალურ რაუნდში კი ორივე მებრძოლი ისე გადაიღალა, რომ თვითნებურად შეწყვიტეს ორთაბრძოლა და რეფერი იძულებული გახდა, ყვითელი ბარათით აეძულებინა მებრძოლები, ეჩხუბათ.
გამარჯვება მსაჯებმა ერთხმად მიაკუთვნეს ბობ საპოს, რომელიც მეტოქეზე აქტიური იყო ორთაბრძოლაში.

0
642
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
642
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0