x
მეტი
  • 14.12.2018
  • სტატია:83701
  • ვიდეო:334490
  • სურათი:441771
ჯარიმა 37 ათასი ევრო ფოტოშოპისთვის-საფრანგეთში ახალი კანონი მოქმედებს.

საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ მოდელების ფოტოები ფოტოშოპითაა დამუშავებული. სწორედ ფოტოშოპის წყალობით, გოგონები უფრო გამხდრები ჩანან, ფეხები-უფრო ჩამოქნილი, კანი-გლუვი და სრულყოფილი, თვალები-უფრო დიდი.
ბევრმა კი ალბათ არ იცის, რომ საფრანგეთში უკვე ერთი წელია მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ კომერციულ ფოტოს, რომელიც კომპიუტერულადაა დამუშავებული, შესაბამისი წარწერა უნდა ჰქონდეს, როგორც სიგარეტის კოლოფზე ცნობილ წარწერას.

image«Photographie retouchée»- ანუ ფოტოგრაფია რეტუშირებულია, ასეთი წარწერა უნდა ახლდეს ახლა ფოტოშოპში დამუშვებულ ფოტოს. ნებისმიერი, ვინც ამ კანონს დაარღვევს, 37 500 ევროთი ან რეკლამის ღირებულების 30 %-ით დაჯარიმდება.image
ქვეყნის ხელისუფლება ამ გზით მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და მასობრივად გავცელებულ სიგამხდრეს ებრძვის. ამ გზით ისინი აჩვენებენ, რომ მოდელების სხეულიც კი არაა სრულყოფილი და რომ ისინიც ფოტოშოპს მიმართავენ .

“როცა ახალგაზრდები სხეულის არარეალისტურ გამოსახულებას ხედავენ, ეს მათ ჯერ არასრულფასოვნების კომპლექსს უყალიბებს, შემდეგ კი ჩვევებს, რომლებიც მათ ჯანმრთელობას ვნებენ."-ამბობს ჯანდაცვის მინისტრი მარისოლ ტურენი.


imageქვეყანაში ათობით ათასი ადამიანი ანორექსიით იტანჯება. საფრანგეთში მსუქნები არ უყვართ, უპირატესობას გამხდრებს ანიჭებენ. ფრანგმა მწერალმა გაბრიელ დეიდემ განაცხადა, რომ სკოლაში სამსახური მას შემდეგ დაკარგა, რაც მისმა ერთ–ერთმა კოლეგამ გაბრიელის ზედმეტი წონის გამო დაიჩივლა. როცა ქალი სხვა სამსახურში მოწყობას ცდილობდა, დამსაქმებელმა განუცხადა, რომ მსუქანი ადამიანები ინტელექტით არ გამოირჩევიან.

imageეს კანონი ერთადერთი არაა, რომელიც ხელისუფლებამ მოდის ინდუსტრიის შესახებ მიიღო. 2017 წლის მაისიდან მოდელებმა ექიმის ცნობა უნდა წარუდგინონ დამსაქმებელს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ. ბევრი კომპანია კი უკვე უარს აცხადებს ძალიან გამხდარი მოდელების დასაქმებაზე.

image

image

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0