x
ერდოღანმა გერმანიაში ყველაზე დიდი მეჩეთი გახსნა - როგორია მისი გავლენა გერმანიაზე?
image

ამ ცოტა ხნის წინ, როდესაც თურქული ლირა მკვეთრად გაუფასურდა, შეერთებულმა შტატებმა კი თურქეთი უმკაცრესად გააკრიტიკა და სანქციებით დაემუქრა, ყველას გვახსოვს, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის რბილი პოზიცია. მოგეხსენებათ, რომ აშშ-მ ასეთი პოზიცია ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის შინაპატიმრობაში დატოვების გამო გამოხატა და მის გათავისუფლებას დღემდე ითხოვს. საინტერესოა, რომ ამერიკელი პასტორის გარდა, თურქეთში გერმანიის ხუთი მოქალაქეა დაპატიმრებული. ჩნდება კითხვა: რატომ არ აქვს გერმანიას ისეთივე მკაცრი პოზიცია თურქეთის მიმართ, როგორც შეერთებულ შტატებს? რატომ მიიღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანიაში ასეთი დიდი პატივით, მაშინ, როცა ის არ აპირებს დაკავებული გერმანელების გათავისუფლებას?

როგორც ჩანს, თურქეთს აქვს იმის საშუალება, რომ ზეგავლენა მოახდინოს გერმანიაზე და მის ხელისუფლებაზე.

ყველაზე დიდი ბერკეტი, რაც თურქეთს გააჩნია, არის თურქული დიასპორა გერმანიაში, სადაც სამ მილიონამდე თურქი ცხოვრობს. შესაბამისად, ამის გათვალისწინებით, გერმანია, სავარაუდოდ, ყოველთვის შეეცდება ბევრად უფრო დამთმობი იყოს თურქეთთან მიმართებით, ვიდრე სხვა ქვეყნები.

მოგეხსენებათ, ერდოღანის ხელისუფლებას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს გერმანიის თურქულ დიასპორაზე. ეს კიოლნში მეჩეთის გახსნაზეც გამოჩნდა. ეს მეჩეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდია ევროპაში და სწორედ მისი გახსნით დაასრულა ერდოღანმა საკუთარი ვიზიტი გერმანიაში.

ვნახოთ, საიდან და როგორ შეუძლია ერდოღანს გერმანიაში მცხოვრებ თურქებზე ზეგავლენის მოხდენა.

გერმანიაში მეჩეთების "ქოლგა" არის ორგანიზაცია, სახელწოდებით, რელიგიურ საქმეთა თურქულ-ისლამური კავშირი (DITIB). ამ ორგანიზაციას ექვემდებარება 900 მეჩეთი გერმანიაში და 800 000 ადამიანს აერთიანებს. ეს ფაქტი უკვე აჩვენებს, თუ რა ძლიერ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე. თუმცა ამით არ ამოიწურება DITIB-ის საქმიანობა. DITIB-ი მიბმულია თურქეთის რელიგიის საქმეთა დირექტორატთან, Diyanet-თან. ეს უკანასკნელი კი პირადად ერდოღანთან არის ანგარიშვალდებული. აქ მკითხველმა თავად განსაჯოს, თუ როგორ შეუძლია ერდოღანს გამოიყენოს ეს ორგანიზაცია ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, რომელიც დიქტატურის რელსებზე დგას. განაგრძეთ კითხვა და ნახეთ მეჩეთის გახსნის ვიდეო


image

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0