x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ოპერაცია ,,ვეგეტარიანელი"- ბრიტანელების სახიფათო ექსპერიმენტი, ანუ რას გადაურჩა ევროპა
დღეს დანამდვილებით არავინ იცის, თუ ვის მოუვიდა თავში პირველად ინგლისში, რომ მეორე მსოფლიო ომში გერმანელების წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი გამოეყენებინათ. ოპერაცია, რომელსაც "ვეგეტარიანელი" უწოდეს, არა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის წინააღმდეგ იყო მიმართული, არამედ გერმანიისა და მისი მოკავშირეების ტერიტორიებზე შინაური საქონლის გასანადგურებლად.

ინგლისელები გეგმავდნენ, გერმანიაში ციმბირის წყლული შეეტანათ საძოვრებზე, რათა შინაური ცხოველების განადგურებას მასობრივი შიმშილობა გამოეწვია.

imageროგორც მეცნიერები გეგმავდნენ, სასიკვდილო ინფექციას მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის 60 % უნდა გაენადგურებინა, გადარჩენილი პირუტყვის ხორცი კი საკვებად აღარ გამოდგებოდა და რაიხის ძლევამოსილი არმია შიმშილობას დაიწყებდა, რაც დიდ დარტყმას მიაყენებდა და მათ დამარცხებას გააიოლებდა.imageგეგმა სრულიად რეალური იყო, მაგრამ ინგლისელებმა მაინც გადაწყვიტეს წინასწარ გამოეცადათ. სახიფათო ექსპერიმენტისთვის პატარა კუნძული შეარჩიეს შოტლანდიის სანაპიროსთან, სადაც 1942 წლის ზაფხულზე 60 ცხვარი გადაიყვანეს. ფარას თვითმფრინავიდან სასიკვდილო შტამი გადმოაფრქვიეს და შედეგს დაუწყეს ლოდინი. როგორც მოსალოდნელი იყო, რამოდენიმე კვირაში ყველა ცხვარი დაიღუპა. ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, მის მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს. რჩებოდა მხოლოდ ერთი საკითხი - საშიში ბიომასალის განადგურება, რომელსაც დახოცილი ცხვრები წარმოადგენდნენ.

უძველესი დროიდან, მთელ მსოფლიოში, რაიმე დაავადებით დახოცილ პირუტყვს ჯერ წვავდნენ, შემდეგ კი ფერფლის იზოლირებას ახდენდნენ. ბრიტანელი სამხედროები ამ საკითხს რატომღაც “შემოქმედებითად" მიუდგნენ და ცხვრების ნარჩენები უბრალოდ ააფეთქეს.imageმომხდარის ჯაჭვის აღდგენა დღეს ცოტა რთულია, მაგრამ ის კი ცხადია, რომ არც ისე აკურატულად ჩატარებული უტილიზაციის პროცესის შედეგად, ხორცის ნაფლეთები ზღვაში მოხვდა და მახლობელ, ადამიანებით დასახლებულ კუნძულზე გაირიყა, სადაც ის, რომელიმე შინაურმა ცხოველმა შეჭამა და სასიკვდილო დაავადება ამ გზით გავრცელდა სოფელში.imageბუნებრივია, კუნძულზე მალე საქონელმა დაცემა დაიწყო. უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ ოპერატიული რეაგირება მოახდინა ამ ფაქტზე. კუნძულზე არსებული ყველა შინაური ცხოველი განადგურდა, მათმა მფლობელებმა კი კომპენსაციები მიიღეს საქონლისთვის და კიდევ დამატებითი თანხა -დუმილისთვის. კუნძულზე გულმოდგინედ ჩაატარეს დეზინფექცია. სხვათა შორის, ეს კუნძული ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ 40 წელზე მეტხანს იყო. მხოლოდ 1986 წელს, მას შემდეგ, რაც გრუნტის ზედა ფენის უტილიზაცია და კუნძულის ფორმალდეჰიდით დამუშავება მოხდა, კუნძულზე შინაური ცხოველები შეიყვანეს და საბედნიეროდ, ყველა გადარჩა.


imageოპერაცია “ვეგეტარიანელს" რაც შეეხება, რომელსაც რაიხი უნდა დაეჩოქებინა და ამასთან ერთად მთელი ევროპაც ციმბირული წყლულით მოეცვა, საბედნიეროდ აღარ განხორციელებულა. 1943 წელს სტალინგრადთან გერმანელების დამარცხება გადამწყვეტი აღმოჩნდა ომის ისტორიაში. ცხადი გახდა, რომ გერმანელების დამარცხება უკვე დროის ამბავი იყო და ინგლისელებმა ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე უარი თქვეს.

50 000 “კოტლეტი", რომელიც სასიკვდილო შტამით იყო გაჟღენთილი და გერმანიის საძოვრების დასაბომბად განკუთვნილი, გაანადგურეს. ოპერაციის მონაწილეების დუმილი კი პრემიებით და სახელმწიფო ჯილდოებით იქნა მიღწეული.

0
116
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0