x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ინდონეზიაში დაკრძალეს გმირი ავიადისპეტჩერი,რომელმაც ასეულობით მგზავრი გადაარჩინა
image

ინდონეზიაში გამოემშვიდობნენ ავიადისპეტჩერ ანტონიუს აგუნგოს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.


Batik Air-ის ავიადისპეტჩერი 28 სექტემბერს მუშაობდა სულავესის კუნძულზე Palu's Mutiara SIS Al-Jufrie-სი აეროპორტში, როდესაც ძლიერი მიწისძვრა დაიწყო.ყველამ მიატოვა დისპეტჩერის პუნქტი ანტონიუს აგუნგოს გარდა, მან განაგრძო მუშაობა, ამ დროს აფრენისთვის ემზადებოდა ავიალაინერი, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდა, რომ ხომალდებს საფრთხე აღარ ემუქრებოდათ, იგი დიპეტჩერის კოშკურის მე-4 სართულიდან გადმოხტა, დაცემისას 21 წლის დისპეტჩერმა სერიოზული ტრავმები მიიღო. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

image


შეგახსენებთ, ინდონეზიაში 28 სექტემბერს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ (7, 4 მაგნიტუდა) და ცუნამმა ბოლო მონაცემებით 1200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.საცხოვრებლის გარეშე დარჩა 17 000 ადამიანი, ხოლო ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება 400 000 მოქალაქეს.


0
226
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0