x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„გიორგი გახარიას უყვიროდა, რის გამოც გახარია გაწითლებული იყო." - ცოტნე გამსახურდია
image

გაიგეთ, რა ხდება?!
ამათი მათხოვარი დედა $#%!


30.09.2018 - ოქუაშვილი ივანიშვილის სახლში შეხვედრას იხსენებს
ვისხედით ნიანგების ტყავებში, სავარძლებში... გახარიას უყვიროდა - „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი რადიკალურად განსხვავდება იმ პირისგან, რომელსაც საზოგადოება ეკრანიდან იცნობს.


ოქუაშვილის თქმით, პირველი შეხვედრისას ყოფილი პრემიერი თავშეკავებული იყო, მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე გიორგი გახარიას უყვიროდა, რის გამოც გახარია გაწითლებული იყო.



„სანამ შევედი, აქვს ერთი ათი ალიგატორი, ნიანგია გატყავებული ტახტზე. სანამ იქ ვიჯექით ნიანგის ტყავებში მანამ გახარია ძალიან ცუდ პრესში იყო, უყვიროდა მას და საკმაოდ აგრესიას ავლენდა. პირველ შეხვედრაზე ცდილობდა ყოფილიყო თავშეკავებული. მეორე შეხვედრაზე... ალბათ, იმიტომაც რომ თვითონაც იყო იძულებული თავის პირით თითებით და ხელებით აეხსნა, რომ უნდა მიმეცა 4 მილიონი ეტყობა ამაზე აღგზნებული და გაღიზიანებულ იყო, ყვიროდა და უყვიროდა გახარიას, შევედი და გახარია იყო აბსოლუტურად წითელი, “-ამბობს ოქუაშვილი.


„4 მილიონი უნდა დაენახათ როგორც თაგვს ყველი, რომ ცოტა დამშვიდებულიყვნენ, “-ამის შესახებ განცხადება ზაზა ოქუაშვილმა გააკეთა. მან გადაცემა "კვირის აქცენტებში" დეტალურად ისაუბრა როგორ სთხოვდა ბიძინა ივანიშვილი 4 მილიონს და რა გზებით შეძლო მან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელისთვის ეს თანხა გამოერთმია. ზაზა ოქუაშვილის განცხადებით შეიქმნა ფირმა, რომელიც დარეგისტრირდა ოფშორში და 24 საათში მის ანგარიშზე დაჯდა 4 მილიონი.


„ავიღე და 4 მილიონი გადავრიცხე ანგარიშზე, რომელიც ერთი დღის გახსნილი ფირმა იყო. ფირმა იყო გახსნილი ოფშორში და დაჯდა 4 მილიონი, ინიშნება დირექტორები და 24 საათში ფირმიდან გადის 4 მილიონი ქეში, რომელიც აბსოლუტურად არის დარღვევა ყველა საბანკო პროცედურის, “-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.


მისი თქმით თანხა გასცა "თიბისი ბანკმა, " რომელიც იმყოფებოდა გიორგი გახარიას ზეწოლის ქვეშ.


„ეს მოხდა "თიბისი ბანკში" დაიბარეს დირექტორები და რა ზეწოლის ქვეშ იყო ბანკის დირექტორი ბუცხრიკიძე და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტიო ხაზარაძე, დაიბარა გახარიამ. რეკავდა ფარცხალაძე, რეკავდა ლევანი. ვერ დაბლოკეს. "თიბისი ბანკს" უნდა დაებლოკა, ეს იყო აბსოლუტურად პროცედურის დარღვევა. ის რომ ფირმა 24 საათის გახსნილი იყო. ის რომ ფირმაში 4 მილიონი ასე ერთბაშად არ უნდა გაცემულიყო. ამ შემთხვევაში მივიდა ბუხრიკიძე და უთხრა თვითონ. თანავუგრძნობ მე მას. ყველა ვერ გაუძლებს იმ ზეწოლას, რაც ჰქონდა ივანიშვილისგან და გახარიასგან, “- განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.


მისივე თქმით, ის იმედოვნებდა რომ ბანკი დაიხურებოდა 06:00 საათზე და ამ თანხის გატანას ვერ შეძლებდნენ, თუმცა ზეწოლის შედეგად მოხდა ისე, რომ ბანკმა თანხა გასცა 08:00 საათზე.


ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც ფირმის დირექტორებმა თანხა გაიტანეს, მათ გარეთ დახვდათ შეიარაღებული პირები და მიუთითეს თუ რომელ მანქანაში უნდა ჩაედოთ ფული.


„დაკეტილი კარები, რომ გააღეს აბსოლუტურად პერიმეტრი კონტროლდებოდა შეიარაღებული ხალხით. ეს იყო დაყაჩაღება ბანკის. უთხრეს რომ ჩანთა რომელიც ეჭირათ ჩადებდნენ მანქანაში. შეიარაღებული კაცი ელოდებოდა, რომელმაც უთხრა რომ ეთქვა, რომ სახეში არ შეეხედა, “-განაცხადა ოქუაშვილმა.image

2
276
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
276
  
2018, 1 ოქტომბერი, 23:47
ბიძო გასაგებია, მაგრამ ამ ღატაკ ქვეყანაში როგორ იშოვა მილიონები თავად ოქუაშვილმა? :)
0 1 2