x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
„ზაზა ოქუაშვილმა აჭარის მთავრობას ახალი მანქანები რომ აჩუქა, გაგვაოცა,“ - ირმა ინაშვილი
image


ზაზა ოქუაშვილის მიერ წუხელ ლონდონიდან ჩართვისას გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი ეხმაურება. ინაშვილი ამბობს, რომ ოქუაშვილი და მისი მეუღლე პატრიოტთა ალიანსში თავისი სურვილით 2016 წელს, წინასაარჩევნოდ, სრულიად გულწრფელად მივიდნენ და მათაც ისინი გულწრფელად მიიღეს.

.

ინაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც რამდენიმე პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას. ინაშვილი ასევე დასძენს, რომ გაოცდა, როცა შეიტყო, რომ რამდენიმე თვის წინ ოქუაშვილმა აჭარის მთავრობას საჩუქრად ახალი ავტომანქანები გადასცა.


.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არც პარტიას არ შეუწუხებია არც ქალბატონი ნატო და არც ბატონი ზაზა ფინანსური მხარდაჭერის არანაირი მოთხოვნით. ბატონი ზაზა აჭარაში დეპუტატია, პარტიის აჭარის ოფისში მხოლოდ ერთხელ იყო მოსული, დაინტერესდა საარენდო გადასახადის მოცულობით, ბრძანა, რომ აქვს სურვილი რაღაცა დახმარების გაწევის, შემდეგ ოფისს დაემშვიდობა და იქ აღარასდროს მისულა. არც რაიმე დახმარება გაუწევია და არც პარტიას მოუთხოვია მისგან რაიმე. ჩვენ ტელევიზიიდან გავიგეთ, რომ ბატონმა ზაზამ ორი ავტომობილი აჭარაში ხელისუფლების წარმომადგენლებს აჩუქა, რამაც გაგვაოცა, “ - ნათქვამია ირმა ინაშვილის განცხადებაში.

.

ირმა ინაშვილის საგანგებო განცხადება იხილეთ ვრცლად>>

.

ამავე თემაზე: „ზაზა ოქუაშვილი და ნატო ჩხეიძე თავისი ინიციატივით, გულწრფელად მოვიდნენ ჩვენს პარტიაში“ - ირმა ინაშვილი

0
383
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0