x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
არსებობს თუ არა რეინკარნაცია?
image

ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, უმეტესად ბავშვობაში ან ახალგაზრდობის პერიოდში, გაურკვეველი ემოცია, რომ ეს ოდესღაც იყო, ამ სიტუაციაში მოხვედრილი ვარ, ამ ადგილზე ოდესღაც ნამყოფი ვარ(არა და პირველად ხართ) და ა.შ. აბრაამისეული რელიგიების უმეტესობას (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) არ წამს და არ აღიარებენ რეინკარნაციის კონცეფციას, მიუხედავად ამისა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ბევრ მცხოვრებს გაუჩნდა ინტერესი რეინკარნაციისადმი.



ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს სწამდათ სულის გადასახლება და ასწავლიდნენ ამ დოქტრინას, ყველაზე ცნობილია მათ შორის პითაგორა, ემპედოკლე, სოკრატე, პლატონი, პლუტარქე და სხვა.




შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში რეინკარნაციის შესახებ დოქტრინები გვხვდება კაბალეს, ვიკლეფის, ცვინგლის, კარდანოს, ჯორდანო ბრუნოს და სხვათა ნაშრომებში.



რეინკარნაციისადმი ინტერესი განსაკუთრებით რენესანსის დროს ძლიერდება, ამაში განსაკუთრებით დიდი როლი მიუძღვის ცნობილ იტალიელი ფილოსოფოსს და პოეტს ჯორდანო ბრუნოს. მისი სწავლების (მათ შორის რეინკარნაციის) გამო, ბრაუნო დაგმეს და დაწვეს კოცონზე. ბრუნომ განაცხადა, რომ სული " არ არის სხეული" და რომ სული "შეიძლება ერთ სხეულში იყოს, ასევე სხვა სხეულში და ერთი სხეულიდან მეორეზე გადავიდეს".


განმანათლებლობის ეპოქაში, ევროპაში უმეტესობამ რეინკარნაციის დოქტრინა მიიღო.



მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დღესდღეობით არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნა იმის შესახებ, რომ რეინკარნაციის ფენომენი არსებობს, თუმცა არიან სწავლულები, რომლებიც ამ საკითხზე წლებია მუშაობენ.


ერთ-ერთი მასშატაბური კვლევა ჩაატარა ამერიკელმა პროფესორმა, ბიოქოიმიკოსმა და ფსიქოლოგმა იან სტივენსონმა, მან ბოლო 40 წლის მანძილზე შეისწავლა 3000-ზე მეტი შემთხვევა, სავარაუდო რეინკარნაციის შესახებ, არსებობს სხვა სწავლულების კვლევებიც, რომელიც რეგრესიულ ჰიპნოზზეა დაფუძნებული.


ვირჯინიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა გამოსცეს რამდენიმე წიგნი, რომელიც შეეხებათ ადრეული ბავშვობის მოგონებებს, დეტალური მონაცემები დაწვრილებით აქვს აღწერილი და დოკუმენტურად დადასტურებული იან სტივენსონს, რაც მისი აზრით რეინკარნაციის არსებობაზე მიუთითებს.

სტივენსონმა აგრეთვე შეისწავლა ბავშვების სხეულზე ხალების ადგილმდებარეობა, ნაიარები და სხვა ფიზიკური დეფექტები და შეადარა აწ გარდაცვლილების მონაცემებს(ესგუმაცია და ძველი ფოტოების შედარება), რაც დამატებით არგუმენტებს მიუთითებს რეინკარნაციის არსებობის სასარგებლოდ.


განსხვავებების მიუხედავად, სტივენსონის აღწერილ შემთხვევებს აქვს საერთო დახასიათება:

1)როგორც წესი ბავშვები წარსული ცხოვრების შესახებ საუბარს იწყებენ 2-3 წლიდან და 7 წლის ასაკში ავიწყდებათ, უმეტეს შემთხვევაში ბავშვი რასაც ადრე იხსენებდა, რამდენიმე წლის შემდეგ აღარ ახსოვს ფაქტობრივად არაფერი.


2)უფრო ხშირად შემთხვევები ხვდება იმ ქვეყნებში სადაც რეინკარნაციის სწამთ-ინდოეთი, შრი-ლანკა, ლივანი, ტაილანდი, დასავლეთ აფრიკა და ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთ ტომებში.


3)ბავშვები აღწერენ წარსული ცხოვრების სიტუაციას, რომელიც მათ კულტურას შეესაბამება, ძალიან იშვიათია შემთხვევები, როდესაც ბავშვი იხსენებს სხვა კულტურის და სხვა ადგილმდებარობის წარსულ ცხოვრებას.


4)ბავშვები აღწერენ უმეტესად ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას, საკუთარ კულტურისთვის და ოჯახისთვის დამახასიათებელს.


5)მოგონებები უმეტესად უახლეს წარსულს შეეხება, საშუალო ინტერვალი პერსონის გარდაცვალებიდან და ბავშვის დაბადებიდან დაახლოებით 15 თვეა.


6)ბავშვების 3/4 იხსენებს სიკვდილის დადგომის მომენტს, სტივენსონის შეფასებით აქედან სიკვდილის 60% ძალადობრივი გზით მოხდა.


სტივენსონი ცდილობდა შეეგროვებინა მონაცემები მხოლოდ ნორმალური გზით და არა მოტყუების მცდელობით, რა დროსაც არ იყო გამორიცხული ბავშვის მოგონებებში წინასწარ იყვნენ ჩართულნი ოჯახის წევრები და ინფორმირებული იყვნენ მისი წინაპრებით.ამიტომ ასეთი შემთხვევები სტივენსონმა დაიწუნა და ამოიღო კვლევიდან.


სტივენსონს არასდროს განუცხადებია, რომ კვლევა ადასტურებს ხელმეორედ დაბადებას, ის ამ შემთხვევებს უწოდებდა "სავარაუდო რეინკარნაციას".


წიგნში Twenty Cases Suggestive of Reincarnatio სტივენსონმა გამოყო 20 განსაკუთრებული შემთხვევა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ეს არის საუკეთესო მაგალითები რეინკარნაციის შესახებ შემდეგი მიზეზების გამო:

1)თაღლითობის ჰიპოთეზა ფაქტობრივად გამორიცხულია, მრავალრიცხოვანი მოწმეების და რაიმე მიზეზის თუ საბაბის უკმარისობის გამო.(რომ იცრუოს)

2)ინფორმაციის უმეტესობა, რომელსაც ბავშვი გადმოსცემს, შეუთავსებელია ჰიპოთეზასთან, რომ ბავშვმა ოჯახის წევრებისგან გაიგო ეს ყველაფერი.პირიქით, ბავშვის ნალაპარაკები სიურპრიზია ოჯახის წევრებისთვისაც.


3)როდესაც არსებობს კავშირი და მსგავსება გარდაცვლილ ადამიანსა და ბავშვს შორის(ხალების ადგილმდებარეობა, იარები ან თანდაყოლილი დეფექტები)


4)ბავშვის მიერ განსაკუთრებულად ინდივიდუალურობის გამოვლინება, რაც არ შეეფერება მის ასაკს, კიდევ ერთხელ იხრება რეინკარნაციის შესაძლო არსებობაზე.



ზოგიერთი გახმაურებული შემთხვევა ისტორიიდან:გამოსულია უამრავი ბროშურები, რომელიც რეინკარნაციის შემთხვევებია აღწერილი, თუმცა მათი უმეტესობა მტკიცებულებას არ ექვემდებარება და უფრო ფანტაზიის ნაყოფია, მაგალითად ედუარდ რეიზლის ისტორია, რომელიც ამტკიცებდა რომ ცხოვრობდა VII საუკუნეში ინგლისში, ერქვა ჯონ ფლეტჩერი, იყო ფერმერი და ჰყავდა ორი შვილი, პარაფსიქოლოგი იან სტივენსონი დაინტერესდა ამ შემთხვევით და სპეციალური წიგნიც მიუძღვნა, თუმცა შემდგომ რაც უფრო ღრმად შეისწავლა რეიზლის ისტორია, მით უფრო მიხვდა, რომ სიცრუეს ჰქონდა ადგილი და ერთხელაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ამ საკითხით აღარაა დაინტერესებული".


იყო კიდევ ბრაიდი მერფის ისტორია(1956წ.)ქალი, რომელიც ჰიპნოზის ქვეშ ლაპარაკობდა ირლანდიურ ენაზე და შეეძლო ესაუბრა ძველ ირლანდიაზე, არა და ჩვეულებრივ ცხოვრებაში ერთი ირლანდიური სიტყვაც არ იცოდა, თუმცა როგროც შემდგომ გაირკვა, ბრაიდის ირლანდიელი ბებია ჰყავდა, რომელიც პატარაობაში უყვებოდა ძველ ამბებს სამშობლოს შესახებ.


ჯეიმს ევანსი, რომელმაც ჰიპნოზის ქვეშ "გაიხსენა" მისი 6 რეიკარნაცია რომის იმპერიით დაწყებული და XX საუკუნის კათოლიკური მღვდლით დამთავრებული, ყოველ ჰიპნოზის ქვეშ ევანსი დეტალურად იხსენებდა წარსულ ცხოვრებას, რომელიც ერთი შეხედვით სიმართლეს ჰგავდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ევანსი სიუჟეტებს ფილმებიდან და წიგნებიდან იმეორებდა, მაგალითად სიტყვასიტყვით გაიმეორა ლუი დე ვოლიას რომანის "ცოცხალი ტყის"(1948წ.)სიუჟეტი.


ფინელი ფსიქოლოგი რეიმე კაფმანი ჰიპნოზის მეშვეობით ცდილობდა ადამიანების წარსული ცხოვრების ისტორიის შესწავალას, ამე მაგალითად ის მუშაობდა გოგონასთან, რომელიც გაიხსენა წარსული, ცხოვრობდა ინგლისში XIII საუკუნეში და ერქვა დოროთი და იმღერა კიდეს ძველ ინგლისურ ენაზე.

რეინკარნაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევაა შანტი დევის ისტორია(1926-1987)რომელიც სამი წლის ასაკიდან ამტკიცებდა, რომ გარდაიცვალა 1925 წელს, მალევე მშობიარობის შემდეგ, დარჩა შვილი და ქმარი, რომელიც მოგვიანებით გაირკვა მისი სახლიდან 150 კილომეტრში ცხოვრობდნენ.(მამაკაცმა დაადასტურა, რომ ცოლი ერთი წლის წინ გარდაეცვალა და დარჩა შვილი)შანტი დევიმ ზედმიწევნით ზუსტად დაასახელა ქმრის, შვილის და ნათესავების სახელი, ამასთანავე ბავშვმა დაწვრილებით აღწერა მშობიარობის პროცესი და ა.შ.

image

0
568
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
568
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0