x
ოპერა 167-ე სეზონს ხსნის
2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 167- სეზონი ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის ოპერითაბესალომ და ეთერი გაიხსნება. სპექტაკლი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ტენორის ზურაბ სოტკილავას ხსოვნას.

image

„აბესალომ და ეთერიში“ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახალხო არტისტი თეიმურაზ გუგუშვილი, ოპერის თეატრის სოლისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, სულხან გველესიანი, ირინა ალექსიძე, გოჩა დათუსანი, მარიკა მაჩიტიძე, მანანა იორდანიშვილი, თამაზ საგინაძე, გია მახარაძე, გივი ფეიქრიშვილი; ოპერის თეატრის ორკესტრი, გუნდი, საბალეტო დასი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი (თეატრის მთავარი დირიჟორი), დამდგმელი რეჟისორი გიზო ჟორდანია, დამდგმელი მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი, ვიდეოპროექცია დავით მაჭავარიანი.


„აბესალომ და ეთერის“ ამ დადგმის პრემიერა 2016 წლის 30 იანვარს განახლებული ოპერის თეატრის გახსნაზე გაიმართა და უდიდესი წარმატება ხვდა წილად.





0
0
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0