x
ქალწული კაცის უარყოფითი თვისებები
imageსაყვარელი ქალისთვის სიტყვა "მიყვარხარს" თქმა წელიწადში ერთხელ შეუძლია.
რომანტიკა აკლია, ფანჯარასთან სერენადებს არ მღერის.

სიყვარული არ აბრმავებს, ყოველთვის ხედავს პარტნიორის ნაკლს.

ცივსისხლიანი და ცინიკურია. ხალხს ღლის ერთი თვისებით - თავი მუდამ მართალი ჰგონია.

წაგიყვანს ისეთ ადგილას, სადაც იაფად გამოძვრება. როცა 19:00-ზე გინიშნავს პაემანს, 19:05-ზე მისულს, იქ აღარ დაგხვდება.


ურთიერთობებში სარგებელს ეძებს, ისე იყენებს ნებისმიერს, რომ მის რეალურ ზრახვებს ვერავინ ხვდება.

სნობი და მარტოსული სოციოფობია. უნდა, რომ ზედმეტად არავინ შეაწუხოს. მეგობრებს ეხმარება, მაგრამ ღარიბ-ღატაკთა მიმართ თანაგრძნობა არ გააჩნია.

ვერ ახერხებს მოდუნებას, პატარა მიზეზიც აფორიაქებს. არ უყვარს ცვლილებები და სპონტანურობა.

გატაცებით ებმება სამუშაოში, ამის გამო ავიწყდება ოჯახი, მეგობრები და გართობა.

დიდი მესაკუთრეა. სახლიდან ძალიან მოშორებით თუ გაისეირნებ, ერთ მშვენიერ დღეს, შინ არავინ დაგხვდება.

ზომაზე მეტად პრეტენზიულია. მისი მხრიდან კრიტიკული შენიშვნის ატანა მოგიწევს, თუმცა შენგან იგივე გააღიზიანებს.

პარტნიორს არ გაეკარება, ცოტათი წამოზრდილ ღიპს თუ შეამჩნევს. სხვა შემთხვევაში, დადგენილ ნორმებს ცდება და ქალები ვერ უძლებენ.

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ბამბუკი
ბამბუკი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0