x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გადავურჩეთ ქარიშხალს - გაითვალისწინეთ!
image
მსოფლიოში არის ადგილები, სადაც ქარიშხალი უფრო ხშირად ხდება, როგორც, მაგალითად აშშ-ის სანაპიროებზე. ცნობილია სეზონიც, როცა ის უფრო მოსალოდნელია, აშშ-სთვის ეს პერიოდი ივნისიდან ნოემბრამდეა. ზოგჯერ ქარიშხალი ტორნადოდაც გადაიქცევა ხოლმე!


თუ არ ხართ იმ ადგილებიდან, სადაც ქარიშხალი ხშირია, მაინც უნდა გქონდეთ ძირითადი ინფორმაცია ქარიშხალზე და იცოდეთ, როგორ გადარჩეთ!

imageგაფრთხილება ქარიშხალზე მთავრობის მიერ გადმოცემული ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ უახლოეს 36 საათში შესაძლოა ამა თუ იმ ადგილას ქარიშხალი იყოს. სწორედ ამ დროს უნდა დაიწყოთ თავის გადარჩენაზე ფიქრი, გამოიტანოთ სახლიდან მნიშვნელოვანი რამეები, ყოველი შემთხვევისთვის მზად გქონდეთ ნავი და დატოვოთ ადგილი, თუ კუნძულზე ცხოვრობთ.


პირველადი გაფრთხილების შემდეგ, თუ არაფერი შეიცვალა, სახიფათო ადგილებზე მცხოვრებ მოსახლეობას ქარიშხლამდე 24 საათით ადრე კიდევ აფრთხილებენ. ამ დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ პრევენციული ზომები.







სანამ ქარიშხალი დაიწყება:


✸ უნდა გქონდეთ ევაკუაციის გეგმა. დაგეგმილი უნდა გქონდეთ მარშრუტი უსაფრთხო თავშესაფრისკენ.


✸ მზად უნდა გქონდეთ ძირითადი მარაგი, როგორიცაა საკვები, წყალი, მოწყობილობა სინათლისთვის, ტანსაცმელი, მედიკამენტები, პირველადი დახმარების ყუთი, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რუკა და ა.შ. ეს ყველაფერი სულ ცოტა 3 დღეზე მაინც უნდა გათვალოთ.


✸ გქონდეთ ევაკუაციის გეგმა თქვენი შინაური ცხოველებისთვისაც. ქარიშხლის დაწყებამდე მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ვეტერინარს ან ცხოველების დამცველ ორგანიზაციებს.


✸ თან გქონდეთ რადიო დამატებითი ბატარეებით, იმ შემთხვევისთვის, თუ ინფორმაციის მიღების სხვა საშუალება აღარ გექნებათ.


✸ ყოველი შემთხვევისთვის თან გქონდეთ ნაღდი ფული.


✸ მანქანაში საკმარისი ბენზინი მოიმარაგეთ.


✸ სანამ თავშესაფარში წახვალთ, ეზოდან ყველაფერი სახლში შეიტანეთ და დარწმუნდით, რომ ფანჯრები და კარები კარგადაა ჩაკეტილი.

image

ქარიშხლის დროს:

✸ მოერიდეთ სანაპიროებს.


✸ არ გახვიდეთ გარეთ ქარის სიძლიერის შესამოწმებლად.


✸ თუ მანქანაში ცხოვრობთ, უსაფრთხო ადგილას ან თავშესაფარში წადით.


✸ თუ დაბლობზე ან სანაპიროსთან ცხოვრობთ, უფრო მაღალ ადგილას ან თავშსაფარში წადით.


✸ ყოველთვის უსმინეთ ადგილობრივ რადიოსა და ტელევიზიას, რომ მიიღოთ ახალი ინფორმაცია.

image

ქარიშხლის შემდეგ:

✸ უცებ ნუ გახვალთ გარეთ, სანამ რადიოთი არ გამოაცხადებენ ან არ დარწმუნდებით, რომ უსაფრთხოა.


✸ ფრთხილად იყავით და გაითვალისწინეთ, რომ ქარიშხლის შემდეგ ხშირად არის ხოლმე წყალდიდობა.


✸ არ დალიოთ წყალი ონკანიდან, სანამ არ გამოაცხადებენ, რომ უსაფრთხოა.


✸ ყოველთვის დაეხმარეთ ხიფათში მყოფ და დაჭრილ ხალხს, მაგრამ ისე, რომ საკუთარი თავი არ დაიზიანოთ.


✸ არ შეხვიდეთ წყალში და არ ჩაყვინთოთ, თუ ეს აუცილებელი არ იქნება.

image




ბონუსი: ნუ იქნებით ეს კაცი

ეს კაცი ფლორიდაში ქარიშხლის დროს ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით გაქცევას ცდილობდა. არც იფიქროთ ამის გაკეთება! თუ ქარიშხალს ერთი დაბერვით სახლის წაქცევა შეუძლია, წარმოიდგინეთ, რას გიზამდათ თქვენ!

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს

image


2. როგორ გადავურჩეთ გარეულ ცხოველებს

image


3. რჩევები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გამოგადგებათ

image

0
252
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0