x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
უცნაური ეპიზოდი ჩეჩნეთის პირველი ომიდან

image

მოცემული კომიკური ისტორია შეიძლება დაუჯერებლადაც კი მოგვეჩვენოს, მაგრამ ბევრის თქმით ნამდვილად ჰქონდა ადგილი იჩქერიაში.


ომის პერიოდში, ალხაზუროვოს რაიონში რუსული დესანტი გადმოსხეს. სოფლიდან ორი კაცი სანადიროდ წავიდა და არ დაბრუნებულა. თავდაპირველად, ნათესავები ეძებდნენ, მეორე დღეს მეზობლებიც შეუერთდნენ. სულ 37 კაცმა მოიყარა თავი. ტყეში აქეთ-იქით დადიოდნენ, ვიდრე ცეცხლი არ გაუხსნა რუსულმა დესანტმა. ამ სოფლელ ბიჭებს შეიარაღებაში მხოლოდ რამდენიმე სანადირო თოფი და ავტომატი ჰქონდათ, ასევე ჯოხები.

თუმცა, არ დაბნეულან და ხმამაღლა რუსულად ყვირილი დაიწყეს: "ალყაში მოაქციე!" "არცერთი არ გაუშვათ!" "ნაღმსატყორცნი აქ მოიტანე!" "ტყვიამფრქვევი იქ დადგი!" მოკლედ, ფილმის "განთიადი აქ ჩუმია"-ს პერსონაჟები გეგონებოდათ.



მალე მოწინააღმდეგეთა რიგებიდან გაისმა ძახილი ჩეჩნურ ენაზე. ხმაზე ერთ ერთი დაკარგული მონადირე იცნეს. რუსებს მოლაპარაკებები სურთო. ესენი პასუხობდნენ: "არანაირი მოლაპარაკება" - თუ ისინი არ დანებდებიან, დაუყოვნებლივ გაანადგურებენ ყველას, დანებდებიან - სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ! 50-მდე კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცი ტყვედ ჩაბარდა. როდესაც, მეთაურს უნახავს, თუ ვის ჩაბარდნენ, ამბობენ, ჩამოჯდა და ატირდაო. ალხაზუროველებს იარაღი უკვე საკმარისზე მეტი ჰქონდათ, ხოლო ტყვეები თავისიანებში გაცვალეს.

0
200
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0