კონფლიქტები გამოსასყიდს ითხოვენ, ბევრი არ არის, მაგრამ - მაინც ასაგროვებელია 2018, 30 სექტემბერი, 12:12 დღეს 36 წლის გოგო მოიტაცეს. დღეს, ერთ ჩვენს თანამოქალაქეს, რომელმაც გაბედა და ფეისბუქზე დაწერა, რომ აფხაზეთი ჩვენია, ვინმე ასლან ცვიჟბამ, რომელიც დრანდის ციხეში ზის და 20 წელი აქვს მისჯილი მკვლელობისთვის - დაურეკა და დაემუქრა, დაემუქრა და აგინა. დღეს ფოტოები ვნახე, როგორ ვანდალურად არის დარბეული შინდისში ჩვენი გმირების მემორიალი. წინა პოსტი რომ დავდე, სადაც ვწერდი, რომ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის ოკუპაციაზე საუბრობენ - ურეკავენ და ემუქრებიან, ზოგმა იქვე დამიკომენტარეთ და ზოგმა დამირეკა და ისე მითხრა - შენ ნუ წერ - აცადე სახელმწიფოს, გამოიძიებსო. რას გამოიძიებს, ხალხნო, ვინ გამოიძიებს, ვის ძმარავს ჩვენთვის. წარმოდგენაც არ მინდა, რას გრძნობს ის 8 წლის გოგო, რომლის დედაც ბოსტანში გავიდა და არ დაბრუნებულა. წარმოდგენაც არ მინდა, რას გრძნობს, იმ ქალის ძმა, ქმარი და მამა - რომელთა შვილი, ცოლი, და - ბოსტანში გავიდა და როცა დააგვიანდა და მოიკითხეს - რუსული ჩექმების ნაკვალევი დახვდათ მხოლოდ. და წარმოდგენა არ შემიძლია, განა არ მინდა, არ შემიძლია იმის წარმოდგენა - რას გრძნობს გატაცებული ქალი, რუს დუჟმორეულ, მთვრალ ჯარისკაცებში მოხვედრილი ქალი. მერე ერთი იტყვის, რუსი ოკუპანტი არააო, მეორე - დაამატებს, ორი მშობლიური ენა მაქვს, რუსული და ქართული, მაგრამ რუსული კულტურის ადამიანი ვარო და ჩვენ ამ ორ შორის არჩევანს გავაკეთებთ. 75 4-ს მოსწონს
|