x
image
_K_
18 საოცარი საბავშვო ოთახი, რომელშიც უფროსებიც სიამოვნებით იცხოვრებდნენ
image

საბავშვო ოთახისთვის დიზაინის შექმნა მარტივი არ არის, უნდა გამოძებნოთ ადგილი ყველაფრისთვის: სათამაშოებისთვის, ძილისთვის, სწავლისთვის... დავალება კიდევ უფრო რთული ხდება, როცა იმასაც აცნობიერებთ, რომ ოთახის მოწყობისას ბავშვის ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოთ და თან, ეს ყველაფერი ერთად სასიამოვნო შესახედი და კომფორტული უნდა იყოს. თუმცა, ბევრი მშობელი და დიზაინერი ახერხებს, იპოვოს ბალანსი სილამაზესა და ფუნქციონალურობას შორის და საბოლოოდ, იქმნება ოთახები, რომლებშიც უფროსებიც სიამოვნებით იცხოვრებდნენ.


სტატიაში გთავაზობთ ოთახის მოწყობის იდეებს ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის. ისიამოვნეთ!








კოსმოსი

თუ თქვენს შვილს კოსმოსი უყვარს, შეგიძლიათ მის ოთახში მთელი მზის სისტემა მოათავსოთ.


image








ზღვის სამყარო

მარტივად შეგიძლიათ ოთახის ზღვის სამყაროდ გადაქცევა, თუ კედლებს ისე მოხატავთ, როგორც სურათზეა და საწოლს ნავის ელფერს შესძენთ.

image








ჯუნგლები

ასეთი დიზაინი არაჩვეულებრივია აქტიური ბავშვებისთვის: ბევრი თავისუფალი ადგილი და ცოცვის შესაძლებლობა.

image








ოთახი ტყუპებისთვის

თუ ორი ბავშვის საწოლის განსათავსებლად ერთ ოთახში საკმარისი ადგილი არ გაქვთ, შეგიძლიათ სურათზე მოცემული იდეა გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, მწვანე ფერი ოთახს უფრო ნათელს ხდის!

image








ნათურა-პლანეტა

ლურჯი კედლის, დათვის სურათის, ნათურის, ვერცხლისფერი და ოქროსფერი ვარსკვლავების კომბინაციას შეუძლია ჩვეულებრივი ოთახი ოცნების ოთახად გადააქციოს.

image








საწოლი-ციხესიმაგრე

ნახატი კედელზე და ციხესიმაგრისმაგვარი საწოლი ყველა ბავშვის ოცნებაა, ვისაც ზღაპრები და თავგადასავლები უყვარს. საწოლთან განთავსებული სასრიალო გაღვიძებას მეტად სახალისოს ხდის.

image








მთები

საღებავები, ფუნჯები და ცოტა დრო - მხოლოდ ეს გჭირდებათ კედელზე მთების სურათის შესაქმნელად.

image








საწოლი 4 ბავშვისთვის

ასეთი საწოლის გაკეთება მარტივი არ არის, მაგრამ შედეგად ნამდვილად ღირს, რადგან ყველა ბავშვს თავისი ადგილი ექნება.

image








სხვენის იდეა თინეიჯერებისთვის

თითქმის ყველა თინეიჯერს მოსწონს მინიმალიზმი: ამ ოთახში არასაჭირო რაღაცები არ არის და საწოლი ჰაერშია.

image







ოთახი გუმბათის ქვეშ

ჩვეულებრივი ოთახის ცირკად გადაქცევა რთული არ არის. ამისთვის მხოლოდ წითელი საღებავი და ცოტაოდენი მოთმინება გჭირდებათ.

image








სამი ერთში

სამი განცალკევებული საწოლის დადგმის მაგივრად სურათში მოცემული იდეის გამოყენება ბევრ ადგილს დაგიზოგავთ სახლში და ოთახიც უფრო თანამედროვე გამოდის.

image








სოფლის ტიპის ოთახი

თეთრი ფერი ბავშვის ოთახისთვის კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ადგილს უფრო ნათელს და ვიზუალურად ფართოს ხდის. უჩვეულო სახლის ფორმის საწოლში კი ბავშვებიც და თინეიჯერებიც სიამოვნებით დაიძინებდნენ.

image








ჰარი პოტერის ფანებისთვის

აუცილებელი არაა, მხატვარი იყოთ, ჩვეულებრივი ოთახი რომ მაგიურად გადააქციოთ: ბავშვსაც კი შეუძლია მცენარეებისა და ვარსკვლავების დახატვა, კედელზე სიტყვების დაწერის დროს კი წიგნს ან Google-ს გამოიყენებთ.

image








სახლი ჯუნგლებში

მაშინაც კი, თუ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, რთლი არაა, თავი ჯუნგლებში იგრძნოთ - მხოლოდ სწორი სურათი და საწოლის გადასაფარებლები გჭირდებათ ამისთვის.

image








უცხოპლანეტელების შემოსევა

უბრალო დიზაინის მიუხედავად, კედლის ნახატის წყალობით მაინც ნათელია, რომ ეს ბავშვის ოთახია.

image








ოთახი ორისთვის

ყველა საბავშვო ოთახს სჭირდება სილამაზისა და ფუნქციონალურობის კომბინაცია. ასეთ კონსტრუქციაში კი მოქცეულია დასაძინებელი ადგილი, სათამაშო ადგილი და ნივთების შესანახი თაროებიც.

image








სახლი თამაშისთვის და სწავლისთვის

ასეთი სახლის დადგმა მარტო საძინებელ კი არა, მისაღებ ოთახშიც შეგიძლიათ. ბავშვს ექნება საკუთარი განცალკევებული კუთხე, სადაც თამაშსა და მეცადინეობას შეძლებს.

image








მეცნიერება

თეთრი და ლურჯი ფერი კარგი გადაწყვეტილებაა საბავშვო ოთახისთვის. ასეთი დიზაინის ოთახში თინეიჯერებიც სიამოვნებით იცხოვრებდნენ.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 15 სასარგებლო მცენარე თქვენი სახლის ყოველი ოთახისთვის

image


2. დაუჯერებელია, მაგრამ ეს ბინა მხოლოდ 22 კვადრატული მეტრია

image


3. ქალმა 3 წელი გაატარა ძველი ავტობუსის გადაკეთებაში, ახლა კი ის სახლზე უკეთ გამოიყურება

image


0
259
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0