x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ერთ ხაზზე მდებარე 7 ქრისტიანული სალოცავის საიდუმლო

მსოფლიოში უამრავი საიდუმლოა, რომლის ახსანასაც ადამიანები საუკუნეების მანძილზე ცდილობენ და რაც ყოველთვის ვერ ხერხდება. მაგ., რა თვისებები და დანიშნულება არ მიაწერეს სტოუნჰენჯს და ამ თემაზე კამათი დღემდე გრძელდება…


image


მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ირლანდიიდან - ისრაელამდე, სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ერთ წარმოსახვით ღერძზე მდებარე, მთავარანგელოზი მიქაელის სახელობის 7 მონასტერთან დაკავშირებით. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ეს ხაზი მახვილის სიმბოლოა, რომლითაც წმ. მიქაელმა ლუციფერი დაამარცხა. გარდა ამისა, ქრისტიანულ სიმბოლოებში, ეს გზა იმ ხაზს ემთხვევა, რომლითაც წმინდანი ლუციფერის განსადევნად დაეშვა ზეციდან.


image


უნდა აღინიშნოს, რომ ხაზი ზუსტად ემთხვევა იმ ხაზს, რომელსაც მზე ჩასვლისას ქმნის, ზაფხულის ნაბუნიობის დღეს.



სკელიგ-მაიკლი (მიქაილის მთა), ირლანდია


imageimage


490 სან-ლორენცოს ეპისკოპოს წმინდა მიქაელი გამოეცხადა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, კ. სკელიგზე მონასტერი ააშენეს და წმინდანის კულტი მთელს ევროპაში გავრცელდა. ხოლო, მონასტერი მომლოცველების საყვარელ ადგილად იქცა.



წმ. მიქაელის მთა, კორნუოლი, დიდი ბრიტანეთი


imageimage


როგორც ფიქრობენ, 495 წელს მონასტრის მშენებლობა, ამ მხარეში ნორმანდიელი ბერების-ბენედიქტელების მოღვაწეობის პერიოდს ემთხვევა და ეს ნაგებობა საუკუნეების მანძილზე, წმ. მიქაელის თაყვანისცემის უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა.



მონ-სენ-მიშელი, საფრანგეთი



imageimage


აღნიშნული სააბატოეს ირგვლივ ძალიან სახიფათო წყლებია. მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოდან – დღემდე, კუნძულთან 150-მდე გემმა განიცადა კატასტროფა. რაც შეეხება მონასსტერს, ისიც მთავარანგელოზის, ნორმანდიის და ქრისტიანული სამყაროს სადიდებლად იყო აშენებული.



მთავარანგელოზი მიქაელის მონასტერი, იტალია


imageimage


ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ნაგებობაა ალპებში. მონასტერი დას. იტალიაში სუზის ხეობაში მდებარეობს. ის რეგიონის ერთ-ერთ სიმბოლოდ და ქრისტიანობის გავრცელების ცენტრად იქცა.



მთავარანგელოზი მიქაელის ბაზილიკა, სანტ-ანჯელოს-მონასტერი, იტალია


imageimage


ეს მონასტერი მომლოცველების კიდევ ერთი საყვარელი ადგილია იტალიაში. რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ ლომბარდიული წარმომავლობის ეს ბაზილიკა, ასევე მთავარანგელოზ მიქაელს ეძღვნება.



წმ. მთავარანგელოზი მიქაელის მონასტერი, საბერძნეთი


imageimage


ისტორიკოსები თვლიან რომ ეს ნაგებობა 450 წელს, აპოლონის ტაძრის ადგილზეა აშენებული. ამჟამად, მონასტერი წმინდანის თაყვანისცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია საბერძნეთში.



მონასტირი სტელა მარისი, ხაიფა, ისრაელი


imageimage


ეს მონასტერი იმ გამოქვაბულში არის, რომელშიც, როგორც ითვლება, წინასწარმეტყველი ელია ცხოვრობდა. ის, ჯერ კიდევ, ბიზანტიურ პერიოდში იყო აგებული. დროთაგანმავლობაში კი ნაგებობა მთავარანგელოზის თაყვანისცემის ადგილად იქცა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image* ახალბედა მფარველი ანგელოზი
* დინოზავრი დარვინიზმის წინააღმდეგ (მხოლოდ ის თუ შეძლებს სამეცნიერო «მაფიის» დამარცხებას)
* სამყაროს შექმნის 6 «დღე»: ბიბლია და მეცნიერება



1
659
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
659
  
0 1 1