x
image
- ლანა -
ერთი ნახვით სიყვარული არსებობს? - კითხვა მეცნიერებს

''ერთი მზერით სიყვარულის გაცოცხლება შეიძლება'' - უილიამ შექსპირი.

imageბევრი ადამიანი თვლის, რომ დანახვისთანავე შეყვარება აბსურდია. 2017 წელს ჩატარებული Elite Singles-ის გამოკითხვა საპირისპირო სურათს გვიხატავს, ერთი ნახვით ადამიანებს იმაზე ხშირად უყვარდებათ, ვიდრე გგონიათ: ''ეს მარტივად აიხსნება. რომანტიკული სიყვარულის განმსაზღვრელი ელექტრულ-ქიმიური ტალღა ტვინს მყისიერად გადაეცემა. კოცნის სურვილსაც ქიმია იწვევს. ყველა ადამიანს სურს ქორწინება, ბედის დაკავშირება და დნმ-ის გაგზავნა. ეს ისეთივე ბუნებრივი მოთხოვნილებაა, როგორც საკვების და წყლის მიღება. რამდენი ლექსი თქმულა ერთი ნახვით სიყვარულზე... ბუმ! - ეს ინსტიქტურად ხდება.'' მამაკაცების 72% და ქალთა 61%-ს ერთი შეხვედრით სიყვარულის სწამს. უცნობისადმი პოზიტიურად ეწყობი და მასში მომავალს ხედავ; ეს უფრო გულის საკითხია. სტივ ჯობსს უთქვამს: ''იგრძნობ, როცა შენიანს შეხვდები.'' კაცებში შემთხვევა მეტია, რადგან მათთვის გარეგნობაა უპირატესი. გულწრფელ სიყვარულს დრო გამოცდის ^^

სიმპტომები შემდეგია:

გულისრევის შეგრძნება (სასაცილოა, მაგრამ ასეა) - ემოციები საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზეგავლენას ახდენს, მუცელში ''პეპლები დაფრინავს''; აღფრთოვანებულს გსურს, მასზე ყველაფერი შეიტყო; თვალს ვერ წყვეტ, მის გარდა ვერავის ამჩნევ; გეცნობა, თითქოს სადღაც გინახავს; შემთხვევით თუ შეეხე, გულში სითბო გეღვრება; მის სიარულს, საუბარს და ღიმილს გონებიდან ვერ შლი; სხეულის ტემპერატურა იმატებს, გეღიმება - ენდორფინი იზრდება და ქვეცნობიერი გაგცემს.

image

უხილავი მიზიდულობა ღრმა სიყვარულის საწყისია. გონება წამებში იღებს ან განერიდება პიროვნებას. სხვათა შორის, პრინც ჰარის მეგან მარკლი ერთი ნახვით შეუყვარდა:''შევხედე თუ არა, მივხვდი, ის ''ის'' იყო.'' ამავეს ამბობს კარლა ბრუნი ნიკოლა სარკოზზე: ''ასეთი რამ არ მიგრძვნია, სუნთქვა გამიჩერდა!''

თავდაპირველი შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის მყარი ურთიერთობის გარანტი. მოვლენები ყოველთვის ისე არ ვითარდება, როგორც ფილმში. მერე რა, თუ იმდენად რომანტიკული არ ხარ, ერთი ნახვით შეგიყვარდეს. ყველაფერი პაემნის შემდეგ იწყება, ადამიანის უშუალო გაცნობით. ფსიქოლოგების რჩევაა, ადამიანი, ვისთანაც საერთო არ გაქვს, კვარცხლბეკზე არ შესვა; წაგებული დარჩები. დასკვნა: ერთი ნახვით არ ჩნდება მომწიფებული სიყვარული, ეს უფრო მეტად ეიფორიაა.


ცნობილი ადამიანები გრძნობაზე, რომელიც მათი მომავალი მეუღლის დანახვისას დაეუფლათ:

''ხედავ გოგონას მოკლე შავ კაბაში? მე მასზე ვიქორწინებ!'' - დევიდ ბექჰემი.

''ვინ არის? ეს რა არის? ვაუ-ვუჰუ..'' - მეთიუ მაკ-კონეჰი.

''მეგობარს ვუთხარი, რომ პრინცი ვნახე და მასთან მსურდა ცხოვრების გატარება.'' - ჯესიკა ალბა.

''მუხლები ამიცახცახდა და გულმა სწრაფად ფეთქვა დაიწყო. არ მახსოვს, რა სისულელე წამოვროშე.'' - მელანი გრიფითი. ანტონიო ბანდერასი მისდამი გულგრილი არ დარჩენილა:''ვინ არის ეს ლამაზი ქალი?.. დიდებული იყო. მარგალიტებით მორთული კრემისფერი კაბა დღემდე მახსოვს.''

დუგლას ბუტი:''არ განმიცდია, მაგრამ ერთი ნახვით შეყვარება შესაძლებელია. მსოფლიოს ულამაზესი ქალებით არ მოვხიბლულვარ.. მთავარი შიგნიდან მოდის.''

''ოთახის გავლით მოვკარი თვალი, სიხარულს ასხივებდა! ჩემს თავს ვუთხარი, მიდი და დაელაპარაკე.'' - მეტ დეიმონი.

მარკ ანტონი:''კულისებში შევხვდი და გონება დამებინდა. მიდიოდა და თან ვფიქრობდი, ჯენიფერ ჩემი ცოლი ხარ და არც კი იცი!''

ამავე სიტყვებით მაიკლ ბუბლეიმ ლუსიანას მიმართა. პასუხი შემდეგი იყო:''რა თქმა უნდა გინდა, ჩემი ქმარი გერქვას; ეს ყველას სურს! ვნახოთ, რა იქნება.''image

0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0