x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურის მაღალჩინოსანი ნარკოტიკების შემოტანისთვის დააკავეს

image
მიმდინარე წლის 25 მაისს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­ქა­ლა­ქე კონ­სტან­ტი­ნე მე­ბუ­კე და­ა­კა­ვეს, რომელსაც 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი(სუბოტექსი)სხეულით, კერძოდ უკანა ტანით შემოჰქონდა.

გამოძიების დაწყების შემდეგ კვალ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან, გოგა გე­ლაშ­ვილ­თან მი­იყ­ვა­ნა, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე იყო.



ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მო­ტა­ნის ფა­რუ­ლი გეგ­მა გოგა გე­ლაშ­ვი­ლმა, სი­ძესთან გი­ორ­გი ბახ­ტა­ძესთან ერთად შეიმუშავა.


ამის შემდეგ, გიორგი ბახტაძემ მებუკეს საზღვარგარეთ ნარკოტიკების შესაძენად თანხა გადასცა და მისი მგზავრობის ხარჯები დაფარა.თავის მხრივ გოგა გელაშვილი თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, როგორც პოლიციელი, არანაირ რეაგირებას არ მოახდენდა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაზე და მათი ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედებდა. კერძოდ, გოგა გელაშვილს თანამზრახველების დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მათთვის უნდა მიეწოდებინა უსაფრთხო გადაადგილებისათვის საჭირო ინფორმაცია და სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო მხილების შესახებ გაეფრთხილებინა.
გოგა გელაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონო შემოტანა. ასევე, ქრთამის აღება, თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემი და სხვა პირის სასარგებლოდ ქმედების განხორციელება და თავის შეკავება ქმედების განხორციელებისაგან. მას გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავება.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





0
80
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0