x
image
პროფესორი
ვინ იყო თეთრი ეშმაკი?
image

გიორგი გურჯიევი გახლდათ XX საუკუნის უდიდესი მისტიკოსი, მკვლევარი, ფილოსოფოსი, ეზოთერიკოსი, მანიპულატორი, მაგი და შემოქმედი ადამიანი, რომელსაცშავ ბერძენსადადარქსაცუწოდებდნენ, ტიბეტში ყოფნის დროს კითეთრი ეშმაკიშეარქვეს.

დღემდე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია გურჯიევის წარმომავლობის შესახებაც, შესაძლოა ის იყო ბერძენი, სომეხი, ან თურქი. საუბარია იმაზეც, რომ გიორგი სინამდვილეში ქართველი იყო, „გურჯიევიც“ ხომ ამაზე მიუთითებს, თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში თავადვე წერდა კიდევაც, რომ ის სხვა არავინაა, თუ არა დიდგვაროვანი, თავად მუხრანსკის შვილიშვილი.უცხოელები მას უმთავრესად მოიხსენიებდნენ, როგორცკავკასიელს".


image

გურჯიევი ბევრს მოგზაურობდა, განსაკუთრებით აზიაში:მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, თურქეთი, ინდოეთი და ეგვიპტე. შეისწავლა სხვადასხვა ხალხთა რელიგია, ფოლკლორული მუსიკა და ცეკვა. ზოგჯერ არქეოლოგიურ გათხრებსაც აწარმოებდა. ტიბეტში ყოფნისას “თეთრი ეშმაკი” შეარქვეს.

ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ გიორგი გურჯიევი და იოსებ ჯუღაშვილი „ტიფლისის სასულიერო სემინარიაში“ ერთად სწავლობდნენ ძნელია ითქვას, რომ ისინი პარტნიორები ან ერთგული მეგობრები იყვნენ, თუმცა მკვლევარებმა სტალინის მოხსნებებში გურჯიევის ლექციების უდიდესი გავლენა აღმოაჩინეს.ასევე როგორც ცნობილია, გურჯიევის გამოცემული წიგნი მაშინვე სტალინის მაგიდაზე იდო.გურჯიევის სიკვდილის გაგებისას სტალინი კითხულობდა თუ რა თქვა გურჯიევმა ბოლო სიტყვები, თუმცა გურჯიევმა მისთვის სიტყვა არ გაიმეტა.

გურჯიევი იგი 1920 წლის ბოლოს სტამბოლში გაემგზავრა. გურჯიევს საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხალიჩების დიდი კოლექცია ჩამოართვეს. მისტიკოსთა რწმენით ამ კოლექციაში ონელი ებრაელის ვინმე მოშე შიმშილაშვილის “მფრინავი ხალიჩაც იყო (ზოგი მას “დიდი მონგოლის” ცისფერ ხალიჩადაც მიიჩნევს). თუმცა არსებობს ვერსია, რომ საზღვარზე ხალიჩების ჩამორთმევა შირმა იყო და გურჯიევმა ამით “სხვა რაღაც”, უფრო მნიშვნელოვანი “გააპარა. გურჯიევი 1922 წელს პარიზში ჩავიდა და იქვეს ახლოს, ფონტებლოში, ციხე-სიმაგრე იყიდა. 1930-იან წლების ბოლოს ტიბეტში ჩავიდა, რომელიც იმ დროისთვის მთელი მსოფლიოსთვის “დახურულს” წარმოადგენდა.გურჯიევმა თითქმის 10 წელი გაატარა ტიბეტში, როგორც დალაი ლამას მასწავლებელმა, თანაც იმ დროს, როცა იქ შესვლა თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომ, მან რუსეთის მეფეს შესთავაზა, რომ ის ნეპალში, ტიბეტის მისტიკურ ქალაქში გაეგზავნა, როგორც დალაი ლამას მასწავლებელი და ამის სანაცვლოდ მათთვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდიდა. მალე გურჯიევი ტიბეტში აღმოჩნდა და მას წვდომა ქონდა „ლა ჰასას 7-სართულიან მიწისქვეშა ბიბლიოთეკაში“, სადაც ინახებოდა და დღემდე ინახება გასაიდუმლოებული ლიტერატურა სამყაროს და ადამიანის შექმნა-არსებობის შესახებ.

imageმეორე მსოფლიო ომის დროს ის საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გურჯიევი ჰიტლერს პირადად იცნობდა. მოგვიანებით გარკვეული კავშირი ჰქონდა ნაცისტებთან და მის სახელს უკავშირებენ საიდუმლო ორგანიზაცია “თულეს” შექმნას. არის მოსაზრება რომ ჰიტლერიც და სტალინიც იზიარებდნენ გურჯიევის მოსაზრებებს.

გურჯიევის ცნობილი “ენაგრამები”-ს ინტერპრეტაცია-გაშიფვრა ყველაზე უკეთესად ქართული ანბანის გამოყენებით ხდება და მკვლევართა აზრით, დიდი ალბათობა, რომ გურჯიევი მუშაობისას სწორედ ამ ანბანს იყენებდა. იგი იყო ზეფენომენი და შეეძლო უსუსური ადამიანისთვის უზარმაზარი სულიერი და ფიზიკური ძალა შთაებერა.
ბულგაკოვის ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ რომანში “ოსტატი და მარგარიტა”, ვოლანდის პროტოტიპი სწორედ გურჯიევია. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ 1917 წელს გურჯიევის ესენტუკში ცხოვრების დროს, ბულგაკოვიც სწორედ იქ ისვენებდა და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ აქ მოხდა მათი შეხვედრა, რამაც მწერალს სერიოზული იმპულსი მისცა მომავალი რომანისთვის.

image

გურჯიევის აზრით ადამიანი არის ადამიანი არის არასრულფასოვანი არსება, იგი არ არის ჰარმონიული.ადამიანი რომ ადამიანი გახდეს, საჭიროებს სრულყოფას, გამოფხიზლებას, აუცილებელია, რომ მუდმივად ახსოვდეს საკუთარი თავი.

გურჯიევს დიდი ხნის განმავლობაში არ გამოუცია წიგნი, როგორც ჩანს თავიდან აცნობიერებდა ამის საშიშროებას, თუმცა მოგვიანებით მისმა მსმენელებმა ყველამ თავისი იტერპრეტაციით დაიწყეს წიგნების წერა ამ თემებზე, რამაც ბევრი გაუგებრობა გამოიწვია და ბოლოს თხოვეს მას პირადად რომ დაეწერა წიგნად.
გურჯიევს მსოფლიოში დიდ პატივით მოიხსენიებენ. უამრავი წიგნი არსებობს ორც მისი, ასევე მასზე. მის ფილოსოფიას მილიონობით მიმდევრები გაუჩნდა.

0
279
1-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0