x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თინეიჯერის დეპრესიის 10 მიზეზი

imageთინეიჯერობის პერიოდი რთულია, თუმცა ყველაზე საინტერესოა
ჩვენს ცხოვრებაში. გარდატეხის ასაკში
არაერთ რთულ სიტუაციას ვეჯახებით, რომლის შემდგომი ეტაპიც დეპრესიაა.
არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რამაც შეიძლება თინეიჯერი დეპრესიაში
ჩააგდოს, თუმცა ყველა მიზეზი ინდივიდუალურია. image

გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს, თუ რამ შეიძლება ჩააგდოსimage
დეპრესიაში თინეიჯერი:
1. სოციალური სტატუსი
თინეიჯერთა უმეტესობა ოცნებობს პოპულარობაზე, რისთვისაც მათ უწევთ მსხვერპლის გაღება, - რა სახის?
- თანატოლები უპირისპირდებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც
ისინი იღებენ უდიდეს სტრესს.
2. აკადემიური სტრესი
სკოლის პერიოდი, სწავლა
არ მოქმედებს იდეალურად მოზარდის ფსიქოლოგიაზე.
გადაღლილობას + უინტერესობა,
დაძალებული მეციდინეობა მშობლების მხრიდან - უდიდესი სტრესია მოზარდისთვის, რაც განწყობაზე ისახება.
3. რომანტიული ურთიერთობები
საზოგადოების ნაწილს სწორედ ამ პერიოდში უყვარდება პირველად,
სიყვარულს კი ბევრი დაბრკოლება და წინააღმდეგობა უდგას წინ, განსაკუთრებით კი მოზარდობის ასაკში. ზოგჯერ გრძნობები ცალმხრივია,
მოზარდის ფსიქიკა კი ამისთვის რა თქმა უნდა, მზად არ არის! image
4. არეული ურთიერთობები
ბავშვებს ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობილება და ქცევები. თინეიჯერობის ასაკში წვეული სიყვარული ხშირად წარმავალია. მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობები არ განიცდის წნეხს, ასაკთან ერთად იცვლება სამეგობრო წრეც. გარკვეული დროის შემდეგ ის მეგობარი, რომელიც ოდესღაც შენთვის საუკეთესო იყო, გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება უცხო გახდეს, რაზეც ნერვიულობა სულაც არ ღირს!

5. ყურადღების ნაკლებობა

პატარა ასაკში მთელი ყურადღება
ჩვენზეა გადმოტანილი მშობლების მხრიდან, გარკვეული დროის შემდეგ კი
ყურადღება ისეთი სახის აღარ არის როგორც ადრე, თინეიჯერების
უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ ისინი სრულიად უყურადღებოდ არიან. თინეიჯერებო! - ამის ასე გაბუქება რა საჭიროა? ყველაფრის სხვა თვალით დანახვაა საჭირო, მაგალითად, იფიქრეთ იმაზე, რომ დამოუკიდებლობას სწავლობთ! image

6. დაბალი თვითშეფასება
ფსიქიკაზე ყველაფერი
ორმაგად ცუდად ისახება. მასწავლებლის
უარყოფითი შეფასება,
მეგობრებთან კამათი,
ამას ემატება ისიც, რომ
გარდატეხის ასაკში სხეული დიდ ტრანსფორმაციას განიცდის, არ იცი მოგეწონება თუ არა საკუთარი თავი სხვანაირად.
7. უმწეობის განცდა
მოზარდებს უფროსებთან უწევთ რაღაცების შეთანხმება.






1
200
1-ს მოსწონს
ავტორი:- შარლოტა -
- შარლოტა -
200
  
2018, 29 სექტემბერი, 16:20
3 მიზეზი შეჭმულია :დ
0 1 1