x
დემოკრატია,რაც ჩანს და აყვავება - რაც არ ჩანს
image

სათაურის წაკითხვისთანავე ქვემოთმდებარე სტატია, ტლანქი და რთული აზრით გაბერილი გეჩვენებათ. ამიტომ ეს ბუნდოვნება უნდა გაქრეს.ფრედერიკ ბასტიამ (აქ არ განვმარტავ ვინ არის, თავად გაიგეთ თუ დაინტერესდებით) დაწერა ნაწარმოები “კანონი - ის, რაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს”, სადაც აღწერა თითქმის ყველა საკანონმდებლო ხვრელი, ლოგიკური ახსნა მოუძებნა სახელმწიფო მოცემულობის პრობლემებს და გადაჭრის, პრაქტიკული გზები, ხაზს ვუსვამ, პრაქტიკული გზები დასახა.მისი ხედვები არა რწმენებზე, არამედ გარანტიებზე იყო სტრუქტუირებული.ბასტიას ორი “ის” კონკრეტული მიმართულებებით შევცვალე და მეც დაახლოებით იგივეს აღწერას ვაპირებ, საქართველოს რეალობის ფონზე.

საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იქცა, პოსტაბჭოთა სივრცეში, რომელიც თავისუფლების ხარისხი გაზარდა (მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ კიდევ უფრო), მოწესრიგდა სამთავრობო აპარატები, შემცირდა საშტატო ნუსხები, გაიმიჯნა ორგანიზაციების კომპეტენციის ფარგლები, აშენდა უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი საკასო დაწესებულებები, საპატრულო პოლიცია აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, სხვადასხვა ქვეყნებთან შედგა თანამშრომლობა რეფორმებისა და პროგრესისთვის და კიდევ უამრავი სხვა.თუმცა, ჩვენც შეგვიძლია სამართლიანად ვთქვათ - ეს მმართველობა არის “ახალი ღვინო, ძველ ბოთლებში.” რატომ?

დემოკრატიას პერსპექტივების მხრივ ცალსახად არ ხასიათდება, თუმცა შეგვიძლია ესკალაციის ორი ეტაპი გამოვყოთ - მოკლევადიანი და გრძელვადიანი.მოკლევადიანში მოიაზრება დემოკრატიის თვალშისაცემი ღირებულებები - შენობები, გზები, ინფრასტრუქტურული ნიმუშები და ა.შ, ხოლო გრძელვადიანი უფრო ეკონომიკური ხასიათისაა - ე.წ მტკიცებულებაზე დაფფუძნებული პოლიტიკა (Evidence-based policy), მაკროეკონომიკური ჩარჩოების ლიბერალიზაცია და სხვა.სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკა ისევ მიერთებულია საარჩევნო ხმაზე, რასაც არეგულირებს კორუპციული მეთოდებით მოპოვებული “გავლენა” - ადამიანი რომელიც “საქმეს აწყობს” კარგი ადამიანია, ხოლო ვინც არ სცილდება მორალურ და წერილობით სამართალს, ის ნეგატიური. ამ ჯაჭვური რეაქციას თუ გავყვებით, ერთი მხრივ დავბრუნდებით საბჭოთა კავშირის გარემოში, ხოლო მეორე მხრივ პასუხს გავცემთ თუ რატომ სძულს კაპიტალიზმი საზოგადოების დიდ ნაწილს. კაპიტალიზმის ამოსავალი გახლავთ ინდივიდუალიზმი და შრომა. ეს ნაწილობრივ იწვევს “ნათესავ-ძმაკაცური” კომუნიკაციის გათიშვას, ამის საპირწონედ კი კორუპციის რისკები ნულოვან ნიშნულს უახლოვდება.


პირველი, სახელმწიფო პერმამენტულად ქმნის სსიპ-ებს ეროვნული ეკონომიკის აყვავებისთვის (მერწმუნეთ, ამ ტერმინს ის დალოცვილი ეკონომისტები სულ სხვა დატვირთვას ანიჭებდნენ) და უკანა პლანზე გადმოჰყავს საერთაშორისო გაცვლის პრინციპები, უფრო კონკრეტულად, მთავრობას ურჩევნია აქ მოიყვანოთ ვაშლის პლანტაციები, მიუხადავ იმისა, რომ შეიძლება მეზობელ ქვეყანას საქართველოს ტერიტორიის ზომა ვაშლის პლანტაციები ჰქონდეს.ესეც ინტერვენციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ამყარებს არგუმენტს, რომ საბჭორ კავშირისეულ ბოთლში ისხმება ისხმება პროგრესული ღვინო.

მეორე, არ აქვს მნიშვნელობა არავითარ სახელმწიფო მიღწევას თუ ინდივიდუალიზმი შეიკვეცება. თუ სოციალური “აყვავება” გზა ეკონომიკურ წინსვლაზე გადის (დავუჯეროთ გამოცდილებას, ნამდვილად გადის), მაშინ სჯობს ინდივიდუალურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გახდეს მდგრადი, ვიდრე ბიუჯეტის მოცულობა გაიზარდოს.


მესამე, ბიუჯეტის მცირე პროფიციტს ბიუჯეტის მცირე დეფიციტი სჯობს - ეს მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობა მეტს ხარჯავს.რა ხდება ქართულ რეალობაში დეფიციტური მოვლენის დროს? იბეგრება ბიზნესი, შემოდის ახალი რეგულაციები და ვარდება შრომითი ურთიერთობების ხარისხი.

მეოთხე, არავინ მოგატყუოთ, რომ ხელისუფლება კანონით და ძალოვანი სტრუქტურითაა ძლიერი. პირიქით, ხელისუფლება არის ერთადერთი აქტორი, რომელსაც ნათლად იდენტიფიცირებული ძალაუფლება გააჩნია.თუმცა, მას გააჩნია კიდევ ერთი ინსტრუმენტი - სტიმულირება/წახალისება. სტიმულირება უფრო ქმნის “აყვავების” ალბათობას, ვიდრე კანონის სახელით ძალდატანება. ამ მეთოდებს ახლა “ბანძი” სახელმწიფოები იყენებენ.

და ბოლოს, ვინაიდან “აყვავება” მაინც პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, ამ შემთხვევაში უპრიანია ამერიკის მაგალითის გამოყენება - ოპტიმალური ფინანსური მდგომარეობის მქონე კანდიდატები ძალიან დიდ ნდობას იმსახურებენ.~

ამრიგად, დემოკრატიის თვალსაჩინო ღირებულებებს სჯობს გრძელვადიანი აყვავების პოლიტიკა, რომელიც წარმატებული სუბიექტებისგან შედგებიან.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:დავით შაქარიშვილი
დავით შაქარიშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0