x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ზედმეტი ტოლერანტობის გამო, შვედეთში მკვეთრად იმატა კრიმინალმა, განსაკუთრებით მიგრანტების მიერ შვედეთის მოქალაქე ქალებზე სექსუალური სახის ძალადობებმა

image შვედეთის ტელეარხმა "SVT"-მ, გააანალიზა რა ქვეყანაში მომხდარი გაუპატიურებების რაოდენობა და დაკავებულების რაოდენობა, მივიდა დასკვნამდე, რომ გაუპატიურებების 60%-ი მოდის უცხოელებზე, მათ შორის აფრიკიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩასულ მიგრანტებზე.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად შვედეთში მომხდარი გაუპატიურებების დიდი წილი მოდის მიგრანტებზე.
აქამდე შვედეთი ითვლებოდა ევროპაში ერთერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. ახლა კი შვედეთში უცხოელი მიგრანტების მიერ გაუპატიურებული ადგილობრივი ქალების რიცხვმა კატასტროფულად იმატა. სადღეისოდ შვედეთი გაუპატიურებების რიცხვით პირველობს ევროპაში. გაუპატიურებული ქალები სირცხვილის გამო არ მიდიან პოლიციაში და გაუპატიურებების დიდი ნაწილი გაუხსნელი რჩება, დამნაშავეები კი დაუსჯელი.
შვედეთს "დათვური სამსახური" გაუწია ტოლერანტობის "ზედოზირებამ", აფრიკიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტების დიდი ნაწილი პრაქტიკულად კრიმინალია, განსაკუთრებით აქტიურობენ მიგრანტები ქალებზე ძალადობაში.
როცა 2014 დაიწყო მიგრაციის კრიზისი ევროპაში, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ფრედერიკ რეინფელტდმა მოუწოდა თანამემამულეებს გაეღოთ "თავიანთი გული" მიგრანტების მისაღებად.
ეს იყო ძალიან სავალალო გადაწყვეტილება, ევროპის ერთერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა განსაკუთრებული ტოლერანტობის გამო მიგრანტების დიდმა ნაკადმა აქცია ევროპაში კრიმინალის მხრივ მოწინავე ქვეყნად.
შვედეთმა მიიღო მიგრანტების იმდენი რაოდენობა, რამდენიც ევროპის არცერთ ქვეყანას არ მიუღია.
2015 წელა შვედეთს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა 163 000-მა მიგრანტმა, თუმცა მომავალ წლებში შვედეთში კრიმინალის მკვეთრმა მატებამ ქვეყნის ხელისუფლება აიძულა ხალხის მოთხოვნით, გარკვეულწილად შეეზღუდა მიგრანტების შემოდინება, თუმცა უნდა ითქვას ეს გადაწყვეტილება უკვე ნაგვიანევი აღმოჩნდა.
2016 წელს შვედეთში ოფიციალური მონაცემებით მოხდა გაუპატიურების 6175 შემთხვევა, თუმცა რეალურად მხოლოდ 142 მიგრანტი იქნა დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული.
არჩევნების წინ შვედმა ამომრჩევლებმა განაცხადეს, რომ მათი ყველაზე დიდი პრობლემა მიგრანტების მიღებამ გააჩინა შვედეთში, გაიზარდა კრიმინალი.
მიგრანტების მიმართ ტოლერანტული მიდგომის გამო ხელისუფლების მხრიდან ხდება ზეწოლა სამართალდამცავ სტრუქტურებზე, სწორედ ეს აფერხებს მიგრანტი კრიმინალების გამოვლენას და დასჯას გაუპატიურების მუხლით.
ასე, რომ შვედეთის "მულტიკულტურული პოლიტიკა" ჩავარდა და დღეს განსაკუთრებული ტოლერანტობის გამო შვედეთი იქცა ევროპის ყველაზე კრიმინალურ ქვეყნად, საუბარია ცივილიზირებულ ევრროპის ნაწილზე.
საინტერესოა როდის მოეგება შვედეთის ხელისუფლება გონს და ქვეყნიდან გააძევებს კრიმინალ მიგრანტებს.

image


0
214
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0