x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ოქტომბრიდან მფრინავი მანქანები გაიყიდება ( +ვიდეო და ფოტოები )

ოქტომბრიდან მფრინავი მანქანები გაიყიდება ( +ვიდეო და ფოტოები )


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამერიკის შეერთებულ შტატებში ოქტომბრიდან მფრინავი მანქანები ჩაეშვებიან გაყიდვაში. მფრინავი მანქანის - Transition - გამომშვები კომპანიაა ამერიკული "Terrafugia", რომელიც ჩინურ კომპანიას "Geely" ეკუთვნის. ამ ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა შეკვეთები ავტომობილზე, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მართვის ფუნქციიდან ფრენის ფუნქციაზე გადაირთოს, უკვე ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

image

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პირველ "შემკვეთებს" უკვე 2019 წელს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ახალი ავტომობილით. "Transition"-ს შეუძლია იფრონოს 640 კილომეტრის მოშორებით დაახლოებით 160 კმ/სთ-ის სიჩქარით. მასში მხოლოდ ორი ადამიანის ადგილი იქნება. მანქანის ძრავი იქნება "ჰიბრიდი" - ბენზინი და ელექტრო ენერგია.


იხილეთ ვიდეო:






ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სამსახურმა უკვე 2016 წელს, ავტომობილი "Transition" დაასახელა, როგორც მსუბუქი სპორტული თვითმფრინავი. მძღოლს კი დასჭირდება სპეციალური "მართვის მოწმობა". ავტომობილს შეუძლია იფრინოს დაახლოებით 3000 მეტრის სიმაღლემდე.


image

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის არა ავტომობილი არამედ თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია გზებზე სიარული. კომპანია "Terrafugia" კი გვპირდება მომავალში წარმოგვიდგინოს ახალი მოდელი. რაც აშკარად უფრო საინტერესო იქნება..

იხილეთ ვიდეო:





ახალი მოდელი გათვლილი იქნება ოთხ ადამიანზე. ფრენას კი გააკონტროლებს სპეციალური კომპიუტერი. მძღოლს შეეძლება შეიყვანოს აფრენის ადგილი და შეეძლება შეარჩიოს დაშვების ადგილიც. კომპანიის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ახალ მოდელს უკვე 2023 წელს წარადგენენ.


image

ავტომობილს ექნება, წინა მოდელთან შედარებით, უფრო მეტი მანძილის დაფარვის შესაძლებლობა - 805 კილომეტრი - და უფრო სწრაფიც იქნება - 322 კმ/სთ.



იხილეთ ასევე:

128 წლის მოხუცი ამტკიცებს, რომ ის ადოლფ ჰიტლერია - 128 წლის მოხუცი, რომელიც ცხოვრობს არგენტინაში ამბობს, რომ ის ადოლფ ჰიტლერია და უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში იმალებოდა. ინტერვიუში გერმანელი ემიგრანტი აცხადებს, რომ არგენტინაში ჩამოვიდა 1945 წელს სახელით "Herman Guntherberg".

image

ბავშვი, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა - ორჯერ ცოცხლად დამარხეს - ვიცოდი, რომ მოვკვდებოდი. ჩემს თვრამეტი წლის დას აწამებდნენ. ის ყვიროდა. მის დახმარებას დედა ცდილობდა..

image

"შიშველი იოგა შესრულებული გოგონას მიერ, რომელმაც მრავალი ტკივილი გადაიტანა" ( ფოტოები ) - თანამედროვე ცხოვრებაში იოგა წარმოადგენს შესაძლებლობას გახადო შენი სხეული იდეალური - მაგრამ მთავარი იდეაა გახადო იდეალური შენი სული. ჰაიდი უილიამს სჭირდებოდა ზუსტად ასეთი დახმარება: გოგონა გამუდმებით იტანჯებოდა დეპრესიით მასზე ძალადობის შემდეგ. ზუსტად იოგა დაეხმარა ჰაიდის სულიერი სიმშვიდე დაემყარებინა, რომელიც მას ასე ძალიან აკლდა..

image

0
560
26-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0