x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
არცთუ დიდი ხნის წინ ზღვაზე და ქუჩაშიც მოკლე საცურაო კოსტუმის და ტანსაცმლის ტარებისათვის ქალებს აპატიმრებდნენ

image მეოცე საუკუნის დასაწყისში ქალების საცურაო კოსტუმები იყო ძალიან მოუხეშავი და უგემოვნო, რადგან კანონი ზღუდავდა მოკლე და დეკოლტიან საცურაო კოსტუმებს. თან აუცილებელი მოთხოვნა იყო ქალის საცურაო კოსტიუმი და საერთოდ ქვედაბოლო ან კაბა აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბამბის ქსოვილით შეკერილი.
წარმოიდგინეთ ზაფხულის ხვატში ბამბის ქსოვილით შეკერილ საცურაო კოსტუმში რამხელა დისკომფორტს იგრძნობდნენ ქალები.
მას შემდეგ რაც, ქალებმა ნელნელა დაიწყეს კაბების და საცურაო კოსტუმების დამოკლება, ამერიკის შეერთებული შტატების უმეტეს შტატში აამოქმედეს კანონი, რომელიც არეგულირებდა საცურაო კოსტუმების და საერთოდ კაბის სიგრძესაც.
ამ კანონის დაცვას ემსახურებოდა პოლიციის დანაყოფები, რომლებსაც კანონით ჰქონდათ მინიჭებული უფლება-შუა ქუჩაში ან ზღვის სანაპიროზე გაეჩერებინათ ნებისმიერი ქალი და გაეზომათ საცურაო კოსტუმის თუ კაბის სიგრძე ექვემდებარებოდა თუ არა დადგენილ სტანდარტს.
1921 წელს "ატლანტიკ-სიტიში" დააკავეს მოცურავე ქალი, რომელსაც წინდა მუხლს ქვემოთ ჰქონდა ჩაწეული და პროტესტის ნიშნად არ ემორჩილებოდა კანონს, რომლის თანახმადაც წინდა მინიმუმ მუხლს ზემოთ უნდა ჰქონოდა აწეული.
ქალებს აკავებდნენ ზღვის და ოკეანის სანაპიროებზე საბანაო კოსტუმის სიმოკლის გამო, ასევე ქუჩაში და ბარებში აკავებდნენ ქალებს მოკლე კაბის ჩაცმის გამო.
მხოლოდ1930 წლის მერე შესძლეს ქალებმა კანონში მომხდარიყო ცვლილებები და მათ ამის შემდეგ მიეცათ შედარებით მოკლე საცურაო კოსტუმის და კაბის ტარების ნებართვა.
imageimageimage


0
39
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0