x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სპერმის ბანკი კლიენტებს სთავაზობს დაფეხმძიმდნენ დონორებისგან,რომლებიც ცნობილ ვარსკვლავებს ჰგვანან

image

აშშ-ში სულ უფრო პოპულარული ხდება არაჩვეულებრივი სერვისი.კალიფორნიის სპერმის ბანკი თავის კლიენტებს სთავაზობს დონორებს, რომლებიც გარეგნულად ძალიან ჰგვანან ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ასე რომ, აწი ამერიკაში შეიძლება ქალებმა იმშობიარონ "ჯონი დეპისგან""ჯორჯ კლუნისგან" ან "ბრიუს ლისგან".


image

ახალგაზრდა ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა(ქვემოთ ფოტოზე)წლებია შეყვარებულია ჯორჯ კლუნზე, პრაქტიკულად ნანახი აქვს ყველა ფილმი მისი მონაწილოებით, შავთვალა ეშხიან მსახიობის ფანი იმ დღიდან გახდა, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ტელესერიალი 'სასწრაფო"(1994)


image

"ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილი ჯორჯ კლუნს ჰგავდეს"-აცხადებს ქალი, რომელსაც ახლა უკვე აქვს შესაძლებლობა ოცნება აიხდინოს კალიფორნიის სპერმის ბანკში.


სკო ბრაუნი:(კალიფორნიის კრიობანკის თავმჯდომარე):"ყველაზე პოპულარული კითხვა, რომელსაც ადრე ქალები გვისვამდნენ იყო:ვის ჰგავს ჩემი დონორი? და ეს ბუნებრივიცაა, ჩვენ ვცდილობით აგვეღწერა, როგორც გამოიყურებოდა გარეგნულად დონორი, რომელიც საკმაოდ რთული იყო.ვჯდებოდით, ვათვალიერებდით დონორების ფოტოებს და ვადარებდით ცნობილ ვარსკვლავებს.ასე დაიწყო ყველაფერი.

image

აღმოსავლური ორთაბრძოლის მოყვარულ ქალბატონებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ დონორი, რომელიც ძალიან ჰგავს ჯეკი ჩანს ან ბრიუს ლის, ბოევიკების მოყვარულებმა-ჯეისონ სტეითემი და ბრიუს უილისი.


კლიენტებისთის ადრე ყველაზე პოპულარული სახე იყო ბენ აფლეკი, მაგრამ მსახიობის ალკოჰოლთან პრობლემებმა, როგორც ჩანს თავისი ქნა.ამჟამად ლიდერობს სერიალი "სატახტოთა თამაშის ' ვარსკვლავი" ჯეისონ მომოა.

image

სპერმის ბანკის თანამშრომლები ერთობლივად ეძებენ პოტენციურ დონორს, რომელიც რომელიმე ცნობილ ვარსკვლავს წააგავს, ზოგჯერ ორი ან მეტი სახე აქვთ შერჩეული და ქალი თვითონ აირჩევს მისი აზრით რომელი უფრო წააგავს კონკრეტულ ცნობილ სახეს.


ამასთანავე კლიენტებს წინასწარ აფრთხილებენ, რომ მშობიარობის შემდეგ გენეტიკურად შესაძლოა საერთოდ არ დაემგვანოს შეთავაზებულ ვარსკვლავს, თუმცა მიუხედავად ამისა, მოთხოვნა ახალ სერვისზე მაინც არ მცირდება.



0
107
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0