x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ახალი რუსული "20380" პროექტის კორვეტი, რომელიც უკვე "ადმირალი კუზნეცოვივით" ხრჩოლავს

image რუსეთის გემთმშენებლობა "სსრკ"-ს პიკში ყოფნის დროსაც კი ვერ დაიკვეხნიდა წარმატებებით, ამ მხრივ უკრაინა იყო წარმატებული რესპუბლიკა.
დიდი დრო გავიდა "სსრკ"-ს დაშლიდან, მაგრამ რუსებმა მაინც ვერ ისწავლეს სამხედრო გემების ძრავების ტექნოლოგიური ხაზის შექმნა, ის რასაც ისინი აკეთებენ იმდენად სუსტი ძრავებია, რომ მცირე წყალწყვის სამხედრო კატარღებიც კი ძველებური თბომავალივით ხრჩოლავენ.
რუსეთმა ახლახან ჩაუშვა ზღვაში "20380" პროექტის კორვეტი "Громкий"-ი "АСЗ"-ის წარმოების, მცურავი დოკიდან "Зея.
გემი სრულად დასაკომპლექტებლად და ჩაბარებამდე გასავლელი ტესტირებისათვის გაიგზავნა ვლადივოსტოკში.
არ გაგიკვირდეთ, კომსომოლსკში დაიწყო ახალი სამხედრო გემების აგება, რომლებიც საოკეანო დანიშნულების იქნება.
აქამდე რუსეთში ფიქრობდნენ, რომ რუსეთი დამოუკიდებლად ვერ ააგებდა საოკეანო დანიშნულების გემებს და წყალქვეშა ნავებს, მათ შორის წყალქვეშა ატომურ სუბმარინებს. გემებს აქამდე აღნიშნულ საწარმოში დახურულ დოკებში აგებდნენ, რაც ართულებდა გემის ღრმაწყლოვან მდინარეში ჩაშვებას ზღვაზე გასასვლელად, ამიტომაც შეიქმნა მცურავი დოკი, სადაც ხდება გემის აწყობა. სამხედრო ინჟინრების თქმით თითოეული დეტალი დაყენებამდე მოწმდება და მხოლოდ ამის მერე იწყება მონტაჟი.
აღნიშნული პროექტის კორვეტების აგება სერიოზული ჩავარდნით დაიწყო-აღნიშნული პროექტის კორვეტი "Совершенный"-ის აგება მიმდინარეობდა 9 წელი, მის აგებაზე დაიხარჯა 300 მილიონი დოლარი, თავდაცვის სამინისტროში შემავალი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოს მიერ დაპროექტებულ კორვეტში იცვლებოდა პროექტის ნაწილები, თითქმის ბოლომდე აგებულ გემს შლიდნენ აღმოჩენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
აღნიშნული გემი კოლოსალური დანახარჯების მიუხედავად ჯერაც დოკზე დგას, რადგან ვერ მოხერხდა გემისათვის მოეძებნათ კომპეტენტური ეკიპაჟი.
რომელ ეკიპაჟსაც შეეძლებოდა უმოკლეს ვადაში შეესწავლა და პრაქტიკულად გამოეყენებინა ცოდნა და გამოცდილება სამხედრო კორვეტის სამართავად.
თუმცა ერთი გადაუჭრელი პრობლემა, თან სერიოზული პრობლემა ჯერ კიდევ ვერ აღმოფხვრეს რუსეთში-ძრავების სიმძლავრე ვერ უზრუნველჰყოფს კორვეტის ტექნიკურად გამართულ მუშაობას და ერთადერთი რუსული მძიმე ავიამზიდის- "ადმირალ კუზნეცოვი"-ს მსგავსად ბოლავს ახალი კორვეტიც.
imageimage


2
165
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
165
  
2019, 1 იანვარი, 19:42
ნამდვილად
2019, 1 იანვარი, 4:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2