x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საიდუმლო კუნძული ანუ "ბოროტი გენიოსის საიდუმლო ბაზა"
image

ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს World Facebook-ის მონაცემებით სრულიად უკაცრიელი, სუბანტარქტიკული ვულკანური წარმომავლობის "ბუვეს კუნძული" ვიღაცის ზესაიდუმლო ბაზაა, რომელსაც გააჩნია ქვეყნის დომენური ინტერნეტ კოდი "bv" და მალავს რამოდენიმე ამოუცნობ საიდუმლოს, რომლის შესახებაც ამ მასალიდან შეიტყობთ.


გამოვლენილი ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ კუნძულზე განლაგებულია NWO-ს (New World Order - ახალი მსოფლიო წესრიგი) საიდუმლო ბაზა (შტაბ ბინა), რომელიც ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მიყრუებულ და შორეულ რეგიონში აღმოაჩინეს. ამ კუნძულიდან კიბერ ომის შემთხვევაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე ინტერნეტ შეტევებიც კი ხორციელდება, მაგრამ ძირითადად მაინც ამერიკაზე.


image



გარდა ამისა, შემჩნეულია HAARP-ის (High Frequency Active Auroral Research Program) ნიშნებიც. კაცობრიობის თვალთაგან შორს, ატლანტიკური ოკეანის სამხრეთ ნაწილში სამხრეთ ამერიკასთან, სამხრეთ აფრიკასა და ანტარქტიდას შორის მდებარე კუნძულ ბუვეზე შეგიძლიათ შემოხაზოთ 1000 მილიანი რადიუსის წრე, რომელშიც სხვა არანაირი მიწა არ არსებობს.


1930 წლიდან ის ნორვეგიის მმართველობის ქვეშ იყო და მიიღო ბუნებრივი ნაკრძალის სტატუსი, რის გამოც დახურული იყო მნახველთათვის. ოფიციალური მონაცემებით ამ კუნძულზე არ ცხოვრობს არც ერთი ადამიანი, მაშინ იბადება კითხვა, ვის ეკუთვნის ის და ვინ სარგებლობს იქ ინტენსიურად უმაღლესი დონის ინტერნეტ-დომენის კოდით?


სხვათა შორის, "ქვეყნის" საიდუმლო კოდი გაცემულია სკანდინავიის IP (Internet Protocol) ვიკინგის მიერ.

მას გააჩნია სპეციალური სიმბოლო, ექვსკუთხედი და ინტერნეტში გაჩაღებულ კიბერ ომებში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ეს ადგილი. მისი შეტევები ყველაზე აქტიური და უფრო მძაფრია, ვიდრე რუსეთისა და ჩინეთის ერთად აღებული.


ახლა 2012 წელს დავუბრუნდეთ.

ვიდეოოპერატორმა revmichellehopkins-მა (Reverand Michelle Hopkins) აღმოაჩინა HAARP-ის იდუმალი სიგნალი, რომელიც სამხრეთ ატლანტიკის იმავე ადგილიდან იყო გამოგზავნილი, როგორც ეს ჩანს ქვემოთ მოტანილი სქრინშოტებიდან.


# 1 სქრინშოტი.

image

# 2 სქრინშოტი.


image

# 3 სქრინშოტი.


image


მკვლევარებმა, ვინც ეს ადგილი მოინახულეს, კუნძულს არ მიახლოებიან.

ბუვეს კუნძულის გარემო ასევე იდუმალებითაა მოცული 1979 წლიდან. ამ დროიდან გასაიდუმლოებულია და უმკაცრეს ცენზურას არის დაქვემდებარებული ყველაფერი, რაც კი ეხება ინციდენტს კოდური სახელწოდებით "Vela".

მიიჩნევა, რომ ეს ინციდენტი ეხება თანამგზავრ Vela 6911-ის ბირთვულ აფეთქებას. თავის დროზე ინციდენტმა პანიკა გამოიწვია ჯიმი კარტერის ადმინისტრაციაში.


კუნძულ ბუვეს "ბოროტი გენიოსის ბუნაგი" ეწოდება იმის გამო, რომ ის თითქმის მიუდგომელია კლდოვანი სანაპირო ზოლია. ათასობით მილით არის დაშორებული ცივილიზაციას და დაფარულია Google Earth-ის მრავალ ფოტოსურათზეც კი. ეს იდეალური ადგილია NWO-ს საიდუმლო ბაზისთვის.

მაშინ ისმება კითხვები:

- რატომ განიცდის აშშ გამუდმებულ კიბერ შეტევებს?

- თუ ეს მესამე კიბერ მსოფლიო ომია, მაშინ ჩანს, რომ ამერიკა სრულიად აღებულია.

- რატომ უტევს კუნძული ამერიკას, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად?


პასუხები მკითხველისთვის მიგვინდვია.

0
290
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0